მოკლე ტექსტური შეტყობინება: SMS-ის პატრიარქი გარდაიცვალა
01 ივლისი, 2015
1172
print

გიგა გურასაშვილი

მატი მაკონენი, რომლის წყალობითაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით იგივე SMS-ით ვსარგებლობთ, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს 63 წლისა გარდაიცვალა. აშკარად დაგვიანებული ინფორმაციაა, მაგრამ რატომღაც SMS ტექნოლოგიის შემქმნელის გარდაცვალების შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფინელმა ფუძემდებელმა, 2012 წელს BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეტყობინებების გაგზავნა თუ მიღება ამა თუ იმ ფორმით მუდმივად იარსებებს.

”სმს-ის მამამ”, როგორც მაკონენს ხშირად მოიხსენიებენ, პირველი მობილური ტექსტური შეტყობინებიდან 20 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ”სმს”-ის შემუშავებაში მარტოს არ მიუძღვოდა წვლილი და რომ მის პოპულარიზაციაში კომპანია ”ნოკია” დაეხმარა: ”სერვისის გაშვება მაშინ მოხდა, როდესაც Nokia-მ პირველი ტელეფონი გამოუშვა, რომელზეც მარტივად შეიძლებოდა ტექსტური შეტყობინების დაწერა (საუბარია 1994 წელს გაყიდვაში გამოსულ  Nokia 2010-ზე)”.

სხვათა შორის, მატი მაკონენს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ტესქტური შეტყობინების შეზღუდული მოცულობის მიუხედავად, სიტყვების მრავალრიცხოვან შემოკლებულ ვარიანტებს არ იყენებდა. ამასთან, აღიარებდა, რომ სმს შეტყობინებებმა თანამედროვე ენის ევოლუციაზე იქონია გავლენა.

ფინური სატელეკომუნიკაციო ჯგუფის Finnet Association-ის მმართველი დირექტორი იარმო მატილაინენი, რომელიც ბოლო წლებში Finnet Ltd-ის დირექტორის თანამდებობაზე მყოფ მაკონენთან ერთად მუშაობდა, მას მობილური კავშირის ინდუსტრიის პატრიარქად ახასიათებს. მისისვე თქმით, მობილური კავშირის ტექნოლოგიებით მაკინენის გატაცებას საზღვრები არ ჰქონდა: ”სმს-ის, 3G-ის და სხვა მსგავსი საშუალებების შესახებ საუბრები უყვარდა. ის მუდმივად ასეთებზე საუბრობდა”.

ამასობაში პორტალი Wired აღნიშნავს, რომ მიუხედავად დიდი აღიარებისა, მაკონენი საკუთარი გამოგონებისთვის ფულს არ იღებდა, რადგან გამოგონება არ დააპატენტა. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს