დედამიწა Live სიგნალით და Ultra HD ხარისხით
17 ივნისი, 2015
1303
print

გიგა გურასაშვილი

ნასა და ნასასთან კავშირში ყველაფერი უმაღლეს ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, მაგრამ პირველად მოხდა, როდესაც სააგენტო საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა (ISS) და დედამიწის ზემკაფიო (Ultra HD) ხარისხში ანუ სტანდარტულ HD-ზე ოთხჯერ უფრო დეტალურ (4K) აღბეჭდვას შეუდგა.

გარდა ამისა, საგენტომ ვანკუვერში ბაზირებული კანადური კომპანია Urthecast-თან ერთად საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (400 კილომეტრ სიმაღლიდან) დედამიწის ხედების ერთგვარი სადღეღამისო ტრანსლაცია აამოქმედა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაყენებული ოთხი Ultra HD კამერები მარტო გასართობი ვიდეორგოლებისთვის არაა შექმნილი. ნასას ცნობით, მათი მეშვეობით სამეცნიერო ექსპერიმენტების ერთგვარი ქრონიკის წარმოება იგეგმება.

ისიც ვთქვათ, რომ ჰაერნაოსნობისა და კოსმოსურ სივრცეთა კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით უფასოდ გვთავაზობს სადგურიდან რეალური დროის რეჟიმში წარმოებულ ვიდეოგადაღებას.

Ultra HD ხარისხის წყალობით ასევე შესაძლებელია ჩვენი პლანეტის ქალაქებზე ერთ კვადრატ მეტრ ფართობის სიზუსტით დაკვირვება (ადრე მსგავსი გაფართოება მხოლოდ ჯაშუშ თანამგზავრებს გააჩნდათ). ტრანსლაცია მხოლოდ მაშინ წყდება, როდესაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ადგილმდებარეობა დედამიწასთან კავშირის საშუალებას არ იძლევა (თუ ეკრანი შავია, ესე იგი, სადგური დედამიწის იმ მხარესაა, სადაც ღამეა ასევე გაითვალისწინეთ, რომ გამოსახულება ხმის გარეშეა. გ.გ.).

Urthecast-ის პროექტის ღირებულებამ 35 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანია დღეღამის რეჟიმში მიღებული მონაცემების სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, სოფლის მეურნების თუ საზღვაო გადაზიდვის სფეროში მომუშავე ფირმებისთვის და მინერალური რესურსების მომპოვებელთათვის და კიდევ ბევრი ისეთი სფეროს წარმომადგენლებისთვის მიყიდვას გეგმავს, რომლებიც მსგავს შესაძლებლობას საჭიროებენ.

მაგალითისთვის კანადური კომპანია პირობას დებს, რომ საბადოებისა და საზღვაო პორტების მუშაობაზე ინფორმაციას რეალურ დროში გადასცემს.

გარდა ამისა, კომპანია მონაცემებით უანგაროდ უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ ორგანიზაციებს (მაგალითისთვის აქ საუბარია სირიაში სურსათსანოვაგის მიწოდების მონიტორინგზე, გნებავთ ამაზონის აუზში ტყეების გაკაფვაზე).

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ოთხწუთიან ვიდეორგოლის მეშვეობით ვეცნობით სადგურზე მყოფ ასტრონავტთა ყოველდღიურ ცხოვრებას - სადილის მომზადებას, უწონადობაში ექსპერიმენტების ჩატარებას. ამასთან, ვხედავთ სადგურისკენ მოძრავ კერძო კოსმოსურ სატვირთო ხომალდ Dragon-ს (კომპანია SpaceX-ის მიერ ნასა შეკვეთით შემუშავებული სატრანსპორტო ხომალდი), ასევე ოკეანის თავზე ქარშხალს, კუნძულს და გარიჟრაჟთა სერიას.  

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს