ღია წერილი განათლების მინისტრს
10 ივნისი, 2015
5586
print

საქართველოს განათლების მინისტრს

ქალბატონ თამარ სანიკიძეს

                                                        მიმართვა

ქალბატონო თამარ, საქართველოს პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ თავისი გამონათქვამით: „ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ უნდა ჰქონდეს არც ცდუნება და არც გასაჭირი იმისა, იფიქროს იმაზე, ხვალ და ზეგ საიდან იშოვოს ფული ოჯახისთვის. უნდა ჰქონდეს ნორმალური შემოსავალი. დღეს საჯარო სამსახურიდანაც ხდება გადინება. იმიტომ, რომ სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება,“ - შეურაცხყოფა მიაყენა ათიათასობით საჯარო სამსახურში დასაქმებულ სერიოზულ, მცოდნე, მაღალკვალიფიციურ ადამიანს, რომლებიც 2 000 ლარის მეოთხედსაც არ იღებენ და უაღრესად საპასუხისმგებლო სამუშაოს ასრულებენ. თუ სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ "გაგიჩერდება", როგორ უხსნით თქვენს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პედაგოგ-მასწავლებელთა როლს საზოგადოებას? ისინი არ არიან სათანადოდ კვალიფიკაციურები, თუ არ ასრულებენ საპასუხისმგებლო საქმეს?

მოვითხოვ, განათლების სამინისტროს მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას, დეპუტატის ამ უპასუხისმგებლო და

საგანმანათლებლო ინსტიტუციებისადმი შეურაცხყმყოფელი განცხადების გამო!

 

პატივისცემით, ირმა მგელაძე.

ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი.

ბერნი, შვეიცარია

10 ივნისი, 2015

წერილის ასლი გაეგზავნა: საქართველოს საელჩოს შვეიცარიაში.

 

maia chalaganidze
ტეგები
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია