ICG - თბილისი კომპიუტერული გრაფიკის ცენტრია
09 ივნისი, 2015
2116
print

რამდენიმე დღეში თბილისი მთლიანად ციფრულ ვერსიად კონვერტირდება: არქიტექტურა, ადამიანები, ავტომანქანები, ხეები და ცაც კი ბუნებრივ იერს დაკარგავს და თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილ სამყაროს დაემსგავსება, რადგან 14-დან 20 ივნისის ჩათვლით ჩვენი ქალაქი კომპიუტერული გრაფიკის პირველ საერთაშორისო ფესტივალ ICG Tbilisi 2015-ს უმასპინძლებს. ღონისძიება ერთ კვირას გაგრძელდება, ხოლო კვირის თითოეული დღე კომპიუტერულ გრაფიკასთან დალინკულ სფეროებს დაეთმობა, თუმცა ფესტივალი სხვა აქტივობებსაც მოიცავს.

პირველ რიგში, ეს გახლავთ კონკურსი და გამოფენა. მათში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. წინასწარი რეგისტრაციით ტარდება სამი კონკურსი: არქიტექტურული ვიზუალიზაცია, ანიმაცია (2D, 3D), motion graphic; ადგილზე კიდევ სამი კონკურსი ჩატარდება (სხვა და სხვა დღეს): მაისურის დიზაინის კონკურსი, სწრაფი ხატვა/კონცეპტუალური ხელოვნება (speed painting) და პროდუქტის ვიზუალიზაცია: V-ray product rendering challenge.

რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე

ICG საერთაშორისოა. პირველ ჯერზე მასში ქართველების გარდა აზერბაიჯანელი და სომეხი სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილებას. ზოგადად ფესტივალის მიზანიც, პირველ ეტაპზე, კავკასიის რეგიონის კომპიუტერული გრაფიკის ინდუსტრიაში არსებული ვითარების გაცნობა, შესწავლა, მისი განვითარების სტიმულირება და რეგიონში მომუშავე პროფესიონალებისა და კომპანიების პოპულარიზაცია გახლავთ.

დიზაინი და რეკლამა, ვიდეოთამაშების წარმოება, ანიმაცია, ფილმწარმოება, ვიზუალური ეფექტები, არქიტექტურა და BIM ტექნოლოგიები, სამგანზომილებიანი ბეჭდვა და პროტოტაიპინგი - ეს სწორედ ის სფეროებია, რომლებშიც აქტიურად გამოიყენება კომპიუტერულ გრაფიკა და ყველა ეს სფერო ჩვენი ცხოვრების განვითარებად მომავალს ერითმება. მსოფლიოს პროგრესულ ნაწილში ამის შესახებ უკვე აღარც საუბრობენ, ჩვენ კი ამ მხრივ მხოლოდ ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს.

სწორედ ამიტომ ფესტივალის ერთი მთლიანი დღე კომპიუტერული გრაფიკის კუთხით განათლების საკითხებს მიძღვნება, რომელშიც ჩართულები იქნება განათლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, Autodesk-ის განათლების განყოფილება, უმაღლესი სასწავლებლები და სხვა. შესაძლოა, მთელი ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სწორედ ეს გახლდეთ, რადგან სწორედ აქ დაფიქსირდეს, რომ მთელი მსოფლიოს მსგავსად ჩვენც ამ პროცესის აქტიური მონაწილეები უნდა გავხდეთ.

ფესტივალს რამდემიმე უცხოელი და ქართველი სპიკერი ეყოლება, გარდა ამისა გაიმართება მასტერკლასები, მარათონული შეჯიბრები, მრგვალი მაგიდები და სხვა აქტივობები. ძალიან საინტერესო იქნება ადგილზე გამართული კონკურსები: შეჯიბრი სწრაფ ხატვაში, მოდელირებაში, ანიმაციასა და სხვა. კონკურსის მონაწილეები ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ შექმნიან პროდუქტს, რაც ღონისიძებას სანახაობრივ დატვირთვას შესძენს. ამავე თემას გააგრძელებს სპიკერსესიაში მონაწილე სპეციალისტების მასტერკლასები, რომლებიც ძირითადად პრაქტიკულ მუშაობაზე იქნება აგებული, რაც პროცესს უფრო საინტერესოსა და შემეცნებითს გახდის.

ფესტივალის ბოლო დღეს ანუ 20 ივნისს, მთელ კვირეულს შეაჯამებენ, გააკეთებენ მოხსენებებს მიღწეული შეთანხმებების, ხელმოწერილი მემორანდუმებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების შესახებ, გააანალიზებენ განვლილი ერთი წლის განმავლობაში კომპიუტერული გრაფიკის სფეროში მომხდარ მოვლენებსა და დასახავენ მომდევნო წლის პრიორიტეტებს. ამის შემდეგ კი კონკურსებსა და გამოფენებში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი დაიწყება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. სამუშაო ენა - ქართული ინგლისური სინქრონით.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: CG Georgia, Easy Soft და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. 

 

ია ვეკუა

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი