კავკასიური ჯაზი
04 ივნისი, 2015
964
print

ზაფხულის საფესტივალო სეზონი ნელ-ნელა ძალას იკრებს. დღეიდან თანამედროვე ცეკვისა და სტუდენტური ფილმების ფესტივალს კავკასიის ჯაზფესტივალი შეემატება. თბილისი ამ ღონისძიებას უკვე მეექვსედ მასპინძლობს, უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ წელს პირველად ფესტივალი კონკრეტული მიმდინარეობის გარშემო გაერთიანდება და ეთნომუსიკას მიეძღვნება.

ფესტივალს ოთხდღიანი პროგრამა აქვს, რომელში განთესილი მუსიკოსებიც უკვე ჩვენს ქალაქში იმყოფებიან. მათ შორისაა პოლონელი იოანა სლოვინსკა. მას საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ახლავს, რაც ამ ტიპის მუსიკის შემსრულებელი ბენდებისთვის დამახასიათებელია. იოანა სლოვინსკას ბენდი პოლონურ ხალხურ მუსიკაზე აგებულ ჯაზს ასრულებს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და გაცილებით ვრცელ არეალს მოიცავს: ”საქართველოში ჩამოსვლა და ჩემი მუსიკის აქ შესრულება დიდი ექსპერიმენტია. ძალიან მაინტერესებს, როგორ მიიღებს ქართველი მსმენელი პოლონურ ეთნომუსიკას, რომელიც სრულიად სხვა ჰარმონიისა და მელოდიურობის მატარებელია. როგორც წესი, პოლონური ეთნომუსიკა ოდნავ ბრაზიანი, ხმამაღალი და თითქოს აგრესიული ჟღერადობისაა, ქართული კი საოცრად მშვიდი და დისტანციური. ასეთი განსხვავება ქართულ აუდიოტრიასთან შეხვედრის ინტერესს უფრო მიღრმავებს.”

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი პოლონელი სტუმარი ქართულ ხალხურ შემოქმედებას მეტ-ნაკლებად იცნობს და მისი შესრულების მცდელობაც ჰქონია: ”ქართველ მუსიკოსებს კრაკოვში შევხვდი და გავოცდი, როდესაც მათ მიერ შესრულებული საოცრად ჰარმონიული მრავალხმიანობა მოვისმინე. ასევე გამაოგნა ხმის გამოცემის ტექნიკამაც, რაზეც მაშინვე დავიწყე მუშაობა და გარკვეული წარმატებებიც მქონდა”.

კონცერტების გარდა ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასიც იგეგმება. მას ამერიკული ჰიპ-ჰოპ და სოულ ჯგუფი Dangerflow ჩაატარებს. როგორც ფესტივალის დირექტორი, ელენე მეჩითოვა ამბობს, მასტერკლასი ინტერაქტიული იქნება და პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჟანრის გარშემო გაიშლება, ამრიგად მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის (როგორც ვოკალისტებისთვის, ისე ინსრუმენტალისტებისთვის) საინტერესო იქნება.

რაც შეეხება თემატურობას, ელენე მეჩითოვას თქმით, მომავალ წლებში ფესტივალი საკუთარ გეოგრაფიას უფრო მეტად გაზრდის და აზიის ქვეყნების გარდა აფრიკულ ჯაზსაც მოიცავს, რაც ჩვენი მსმენელისთვის ერთმნიშვნელოვნად უჩვეულო იქნება.

ბოლოს კი ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაწილის კონცერტს დაგიანოსებთ - ეს გახლავთ ქართული ეთნოჯაზბენდი ”ირიაო”, რომელსაც მსოფლიოს რამდენიმე ჯაზფესტივალზე მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენთან კი ნაკლებად იცნობენ. ”ირიაოს” კონცერტი ფესტივალის ბოლო დღეს, 7 ივნისსაა დაგეგმილი, რის შემდეგაც გრანდიოზული ჯემსეიშენი გაიმართება.

 

 Kavkaz Jazz Festival 2015 - პროგრამა

4 ივნისი

20:00 სთ - ფესტივალის გახსნა

სტუმრები - საქართველო

აფგან რასული - აზერბაიჯანი

ნარინე & Imagine ბენდი - სომხეთი

მოძრაობის თეატრი (მუშტაიდის ბაღი)

აღმაშენებლის გამზირი, 182

 

5 ივნისი

11:00 სთ - DANGERFLOW -ს ვორქშოპი

მოძრაობის თეატრი

20:00 სთ - იოანა სლოვინსკა - პოლონეთი

ნარინე & Imagine ბენდი-სომხეთი

კლუბი 33ა, ვაკის პარკი

 

6 ივნისი

20:00 სთ - PapIraGio ბენდი -

გერმანია/საქართველო

ნევჯივან /თარისტანბულ - თურქეთი

მოძრაობის თეატრი (მუშტაიდის ბაღი)

აღმაშენებლის გამზირი, 182

 

7 ივნისი

19:30 სთ - ფესტივალის დახურვა

ჯგუფი ირიაო - საქართველო

აფგან რასულის ტრიო - აზერბაიჯანი

Grand Jam Session

კლუბი 33ა, ვაკის პარკი

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...