რატომ ვიქეცით შვედებად
29 მაისი, 2015
1060
print

გახსოვთ წინა კვირას უეცრად ყველანი შვედებად რომ ვიქეცით? ეს მაშინ მოხდა, როდესაც „ევროვიზიის“ ფინალის შემდეგ ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მივხვდით, რომ, დიდი მოლოდინის მიუხედავად, წარმატების არანაირი შანსი არ გვქონდა და მაშინვე ახალი პრიორიტეტების ძებნა დავიწყეთ. ამის აუცილებლობა კი მოულოდნელად თუ სრულიად მოსალოდნელად დაწინაურებული რუსეთი გახლდათ, რომლის გამარჯვებაც ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილსაც არ სურდა, „ევროვიზიის“ ხარისხისა და შინაარსის შოუს სანახავად ღამე რომ გატეხა.

არადა შვედი მანს სერმელოუ ყველა მხრივ კარგი ბიჭი აღმოჩნდა: ლამაზი, ტანადი, კოხტად მოსილი, ზომიერად მოძრავი და კარგი სიმღერისა და შოუს პატრონი, ამიტომ მისი გულშემატკივრობა იმთავითვე შეიძლებოდა. თუმცა ამას იქამდე ვერ მივხვდით, ვიდრე სრულიად უსინდისოდ მშვიდობასა და უკეთეს ცხოვრებაზე მომღერალმა (Praying for peace and healing...) რუსეთმა კონკურსის მონაწილე ქვეყნების უმეტესობას ვირის ტვინი არ აჭამა და უმაღლესი ქულების დაგროვება არ დაიწყო.

ვიღას ახსოვდა ნინა სუბლატი. ვისთანაც ადამიანებს ხმა მიგვიწვდება, ყველას შვედეთისთვის უმაღლესი ქულებსა და რუსეთის მეორე ადგილზე გადანაცვლებას შევთხოვდით. ამ ლოცვა-შედრებაში კი თავად 5 ქულა მივეცით. გაგვეპარა. კარგად ვერ მოვუჭირეთ.

ამ საქმეში ყველაზე მეტად ლიტვამ ივარგა და პასუხიც მას მოეთხოვა. ლიტვის ჟიურის წევრ ლაურას ლუჩუნასმა, რომელიც პოლინა გაგარინასთვის ნული ქულის მინიჭების მთავარი ინიციატორი ყოფილა, ამის შესახებ ღიად ისაუბრა და სამართლიანი გაოცებაც ვერ დამალა: „არც საფრანგეთისთვის, ესპანეთისთვის, გერმანიის ან ისრაელისთვის მიგვიცია ქულა, მაგრამ ჯერ ამ ქვეყნებიდან არავის დაურეკავს და არ დავუკითხივარ თუ რატომ მოვიქეცი ასე“ და იქვე დაამატა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველა ამის შესახებ ეკითხება, ძირითადად საყვედურობენ, მათ შორის ლიტველი შემსრულებლებიც.

ლაურას ლუჩუნასმა არც ის დამალა, რომ არ უყვარს გაწელილი და ხელოვნურად შესრულებული სიმღერები: „მომწონს, როდესაც სიმღერას მომღერალი ასრულებს და არა მსახიობი“. ბოლოს კი დაამატა, რომ ალტერნატიული მუსიკის მსმენელია, ამიტომ უფრო მეტად ქართველი და ლატვიელი შემსრულებლების სიმღერები მოეწონა. თუმცა მხოლოდ 6 ქულა მოგვცა. ჩვენგან განსხვავებით კარგი მოჭერა სცოდნია.

უბრალო პროდუსერს ვინ ჩივის, პასუხის გაცემა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესაც მოსთხოვეს, რუსულმა პრესამ კი ხმის დათვლის კომისიაზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა. ქალბატონი პრეზიდენტი პასუხობს: „ამ განცხადებაზე სერიოზულ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. თუ ხმების რაოდენობაზე გავლენა მოვახდინე, ესე იგი ძალიან გავლენიანი ვყოფილვარ“. აქ კი გრიბაუსკაიტე ზედმეტად თავმდაბლობს. ევროპული აღზრდა ეტყობა...

არადა ახსნა ძალიან მარტივია - რუსი მომღერალი თავისი სიმღერიანად კონკურსის ერთმნიშვნელოვნად ერთ-ერთი ყველზე სუსტი მონაწილე იყო, რაც ლიტვამ ობიექტურად დაინახა და ადეკვატური შეფასებაც გააკეთა, ხოლო სხვა ქვეყნების მიერ გამეტებული მაღალი ქულები კი იცით, რის გამოც იყო გამეტებული.

ჰოდა, რა ცუდია, როდესაც ისეთი ქვეყანა ხარ, როდესაც ურჩევნიათ სხვამ გაიმარჯვოს და არა საკუთარმა, ოღონდ შენ არ გნახონ გახარებული.

ზუსტად ამიტომაც ვიქეცით შვედებად.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...