ბიბი კინგი გარდაიცვალა
15 მაისი, 2015
1136
print

შორეულ 1979 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ყველაფერი ამერიკული მომაკვდინებელ სენად მიიჩნეოდა, თბილისში ყველაზე ამერიკული მუსიკის, ჯაზისა და ბლუზის რამდენიმე წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათ შორის იყო ბიბი კინგი - მუდამ მომღიმარი ადამიანი გიტარით და საბჭოთა მსმენელისთვის უცხო მუსიკალური არსენალით. ბიბი კინგი დღეს დილით 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, რასაც წინ ხანგრძლივი ავადმყოფობა უძღოდა.

ბიბი კინგი აპრილის დასაწყისიდან საავადმყოფოში მკურნალობდა. მას შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა, რის გამოც მუდამ სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, რასაც ზედმეტი წონაც ემატებოდა. წლების განმავლობაში ბი ბი კინგი მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეში იყო, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მისი მდგომარეობის კონტროლი შეუძლებელი გახდა.

ბიბი კინგს ბლუზის მეფეს უწოდებდნენ, თავად კი ამ შეფასებას საკმაოდ მოკრძალებულად იღებდა: „უამრავი რამ არსებობს, რისი კეთებაც მე არ შემიძლია, სხვებს კი საუკეთესოდ გამოსდით. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ბიბი კინგი ვიყო - ეს კი დიდი არაფერია“.

მისი ნამდვილი სახელია რაილი ბი კინგი. ის 1925 წელს მისისიპიში დაიბადა. ბავშვობაში ბამბის პლანტაციაში მუშაობდა, მშიმე შრომით დაგროვილი ფულით კი თავისი პირველი გიტარა იყიდა. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, დემობილიზაციის შემდეგ კვლავ ბამბის პლანატაციაში დაბრუნდა, თავისუფალ დროს კი პატარა ბარებში უკრავდა.

რაილი კინგს მრავალი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ბიბი კინგად ქცეულიყო: ჯერ პირველი ჰიტი Three O'Clock Blues უნდა შეექმნა, შემდეგ ბენდი შეეკრიბა, პირველი ალბომი ჩაეწერა და ბლუზის გიტარის ჯადოქრის წოდება მოეპოვებინა.

დღეს დილით კი ბლუზის ჯადოქარი გარდაიცვალა...

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...