დუბაის თავზე რეაქტიული ფრთები გაშალეს
13 მაისი, 2015
1695
print

გიგა გურასაშვილი

დუბაი ფუტურისტულ ქალაქად გამოიყურება, ჰაერიდან კი რაღაცით მომავლის ქალაქს ჰგავს, უფრო კი სხვა პლანეტას, რომლის აღქმაშიც  შვეიცარიელი მფრინავი და გამომგონებელი Airman, Jetman, Rocketman, თუ Fusionman-ის მეტსახელებით ცნობილი ივ როსი ფრანგ მეწყვილე ვინს რეფესთან ერთად დაგვეხმარება.

12-წუთიანი ვიდეორგოლი შვეულმფრენიდანაა გადაღებული, რომელიც როსის და რეფეტს კვალში ედგა და მათ თითოეულ მოძრაობას აღბეჭდავდა. გარდა ამისა, თავზეხელაღებულთა ფრენის აღქმაში დაგვეხმარება მათ ჩაფხუტებზე საგანგებოდ დამაგრებული GoPro-ს კამერებიც.

სანახაობა მართლაც ზღაპრულია, მაგრამ იქამდე იმ საფრენ აპარატზე ვთქვათ, რომლის ფრთებითაც მათ დუბაის თავზე კამარა შეკრეს. საუბარია ერთგვარ მხარზე მოსაგდებ რეაქტიულ ფრთებზე, რომელიც უშუალოდ ივ როსის გამოგონებაა.

როსის საფრენი აპარატი (Jet-Pack) დედამიწიდან აფრენას არ ითვალისწინებს - სტარტისთვის თვითმფრინავით, შვეულმფრენით ან საჰაერო ბურთით აუცილებელ სიმაღლეზე აფრენაა საჭირო, დასაჯდომად კი გამოიყენება პარაშუტი.

უშუალოდ აპარატი მყარად მაგრდება მფრინავის ზურგზე, რომლის სამართავად მხოლოდ ხელების, ფეხებისა და თავის მოძრაობაა საჭირო. გარდა ამისა, სხვადასხვა სირთულის პილოტაჟის ფიგურების შესასრულებლად მანევრირებითაც გამოირჩევა.

აღჭურვილია ოთხი Jet-Cat P200-ის რეაქტიული ძრავით. ფრთების წონა 55 კილოგრამია, ფრთების გაქანი კი 2 მეტრი. აპარატის საშუალო სიჩქარე 200 კმ. საათია (სიმაღლის აღებისას 180, დაშვებისას 300 კმ/სთ.).

ექსტრემალები ფრენას დუბაის სიახლოვეს უდაბნოდან შეუდგნენ, შემდეგ პალმის კუნძულების თავზე რამდენიმე რთული მანევრი შეასრულეს, ბოლოს კი მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენს ”ბურჟ ხალიფას” (829.8 მ.) შემოუფრინეს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს