„მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის
11 მაისი, 2015
999
print

 პირველი სტუმრობიდან 17 წლის შემდეგ ათეულობით წლების განმავლობაში ლეგენდარულის სტატუსის მატარებელი „მანჰეტენ ტრანსფრის“ წევრები უკვე თბილისში იმყოფებიან და ხვალ დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადებიან. მუსიკოსები ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალის საპატიო სტუმრები არიან, თავად ფესტივალის პროგრამა კი საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანია.

ჯაზის, არ’ენ’ბის, სვინგის, ბიბოპის, ბლუზის, გოსპელისა და სხვა მსაგავსი ჟანრის მუსიკის შესრულებით ცნობილი და ათასგზის დაფასებული კვარტეტი თბილისში ჩერილ ბენტაინის, იანის სიგელის, ალან პოლისა და ტრისტ კურლესის შემადგენლობით ჩამოვიდა. სწორედ ეს მომღერლები ქმნიან თანამედროვე „მანჰეტენ ტრანსფერს“, ჯგუფს, რომელსაც წლების განმავლობაში მომღერლების რამდენიმე თაობა აქვს გამოცვლილი, თუმცა სინჯი არასდროს დაუკარგავს.

ტრისტ კურლესი დანარჩენებს მხოლოდ შარშან, ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლისა და ყველაზე ხანგრძლივი წევრის, ტიმ ჰაუზერის გარდაცვალების შემდეგ შემოუერთდა და უკვე მოახერხა კვარტეტის ღირსეული წევრი გამხდარიყო. სხვანაირად არც შეიძლება - „მანჰეტენ ტრანსფერი“ შემადგენლობას დიდი გულისყურით არჩევს, ზუსტად ისე, როგორც ეს სულ თავიდან, შორეულ 1969 წელს ხდებოდა. ჯგუფის ისტორია სწორედ ამ პერიოდიდან იწყება, თუმცა ოფიციალურად მისი დაარსების თარიღად 1972 წელია მიჩნეული, როდესაც კვარტეტი პირველად გავიდა პროფესიონალურ სცენაზე.

ამ დროისთვის „მანჰეტენ ტრანსფერის“ ბოლო ალბომი 2009 წელს გამოსული The Chick Corea Songbook-ია. მასში 12 კომპოზიცია შედის და, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, სწორედ ჩიკ კორეას შემოქმედებაზეა აგებული. მის ჩაწერაში რამდენიმე ცნობილი ჯაზშემსრულებელი მუშაობდა, მათ შორის, თავად ჩიკ კორეა და კრისტიან მაკბრაიდი.

რაც შეეხება თავად ფესტივალს, როგორც გითხარით, ის ხვალ გაიხსნება და მთელი მაისის განმავლობაში გასამართ ხუთ კონცერტს აერთიანებს. მთლიანი პროგრამა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობას მოიცავს და ყველა ასაკისა და კულტურული ინტერესის მქონე მსმენელზეა გათვლილი.

 

გთავაზობთ ფესტივალის სრულ პროგრამას:

12 მაისი - ვოკალური კვარტეტი The Manhattan Transfer და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე;

16 მაისი - კარლ ორფის ჰიტი Carmina Burana თბილისის სიმფონიური ორკესტრის, საქართველოს სახელმწიფო კაპელისა და ახალგაზრდა საოპერო მომღერლების შესრულებით, დირიჟორი ვახტანგ კახიძე;

22-24 მაისი - ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის, მისი სიმღერები და ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები. კონცერტში მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძე და ცნობილი ქართველი პოპ შემსრულებლები;

30 მაისი - მრავალი „გრემის“ მფლობელი ვოკალური კვარტეტი New York Voices და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...