Tbilisi Open Air – Placebo და სხვა დანარჩენი
28 აპრილი, 2015
952
print

ივლისის დასაწყისში თბილისს დიდი ხმაური ელის - წყალსაცავთან, რომელსაც ჩვენ მოფერებით თბილისის ზღვას ვეძახით, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air გაიმართება. ფესტივალის ლაინაპი უკვე ცნობილია - 5 დღის განმავლობაში თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს, უბრალოდ მომწონებლებს და კარგი დროს გატარების მსურველებს 70-ზე მეტ ქართველ და უცხოელ შემსრულებელთან ელით შეხვედრა, ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი კი Placebo იქნება.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული, ყველაზე მასშტაბური და, რაც მთავარია, მოწესრიგებული იქნება. თბილისის პატარა ზღვის (ვარკეთილი-ვაზისუბნის მხარეს მდებარე) სანაპიროზე საფესტივალო ქალაქს გააშენებენ, სადაც 5 დღის განმავლობაში ცხოვრების (მაგალითად, კარვებით), დასვენების, მუსიკალურად დამუხტვისა და სასიამოვნოდ განტვირთვისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი.

თუმცა ეს ყველაფერი დეტალებია, მთავარი ფესტივალის ლაინაპია, რომლის ნაწილსაც აქვე ჩამოგირაკრაკებთ (მესამე სცენის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება):

 

3 ივლისი:

Main Stage: Zemfira, Aquarium, Tiger Lillies, Mellow, Ducktape.

Golden Stage/Night: Kollektiv Turmstrasse, Stephan Bodzin, The Forest, Greenbeam & Leon, Newa.

 

4 ივლისი:

Main Stage: Archive, Soap&Skin, Gravity, The Black Marrows, The Mins.

Golden Stage/Day: Green Room feat Dato Lomidze, არა, Erekle Deisadze & Vinda Folio.

Golden Stage/Night: Mujuice, Oimactta, Zurkin, Berika.

 

5 ივლისი:

Main Stage: Black Label Society, The Bambir, Sophie Villy, Scratch The Floor, Newcomer 2015.

Golden Stage/Day: Denis Jones, Belly Hole Freak, წერილი, Old Road Band.

Golden Stage/Night: Gui Boratto, Bacho & Cobert, Vako Key, Bero, Tomma.

 

6 ივლისი:

Main Stage: Beth Hart, Kill it Kid, Salio, MAMM, The Jetbird.

Golden Stage/Day: The Georgians, The Pulse, Miles Davis Tribute Project.

Golden Stage/Night: Gacha, Vaska, Gabunia, Vako T, Lasha Craft.

 

7 ივლისი:

Main Stage: Placebo, Loudspeakers, The Bearfox, Afternoon Version, Newcomer 2015.

Golden Stage/Day: Lady Heroine, Mother on Mondays, The Window.

 

ლაინაპის შემდეგ მთავარი საკითხი, ცხადია, ბილეთებია. მათი გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. 3-4 ივლისის ბილეთის ფასი 40 ლარია, 5-6 ივლისის - 30 ლარი, ხოლო 7 ივლისს ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა და მუსიკის მოსმენა 50 ლარი დაგიჯდებათ. გაიყიდება აბონემენტებიც, რომლის ფასიც 110 ლარია, თუმცა 8 ივნისის შემდეგ აბონემენტს 130 ლარად შეიძენთ, შესაბამისად 5-10 ლარით გაიზრდება ბილეთების ფასებიც.

 

 ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...