ნუ ენდობით, ისე გადაავლეთ თვალი
24 აპრილი, 2015
1364
print

პაატა ვეშაპიძე

2015 წლის „მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშში“ (World Happiness Report 2015) საქართველომ 130-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, 158 სახელმწიფოა ჩართული და მისი შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი კრიტერიუმები: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა, ჯანმრთელი ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა, არჩევანის თავისუფლება, ქველმოქმედება, კორუფციის დონე.ყველაზე ბედნიერი ქვეყნების პირველი ათეული ასე გამოიყურება: შვეიცარია, ისლანდია, დანია, ნორვეგია, კანადა, ფინეთი, ჰოლანდია, შვეცია, ახალი ზელანდია, ავსტრალია. აშშ მე-15 ადგილზეა, რუსეთი - 64.

მაგრამ ყველაზე საყურადღებო მაინც ის არის, რომ ამ რეიტინგში (გაიხსენეთ კრიტერიუმები) საქართველოზე წინ არის უკრაინა - 111 ადგილი. თავი დავანებოთ მთლიან შიდა პროდუქტს ან არჩევანის თავისუფლებას. ქვეყანას, რომელიც ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფება, საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის და ჯანმრთელი ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობის კრიტერიუმებით. არადა, ხელისუფლება მიღწევებით სწორედ ამ მიმართულებით ამაყობს. რასაკვირველია, ე.წ. გამპრავებელთა არმია ამ რეიტინგის გაანალიზებას არ დაიწყებს და ჩვეულ „არგუმენტს“ მოიშველიებს - ეს რეიტინგები სრული სისულელეა და არ ვენდობითო. მაგრამ რა ვუყოთ საერთაშორისო შემფასებელ და საინვესტიციო ორგანიზაციებს, რომლებიც არა თუ ენდობიან, არამედ ხელმძღვანელობენ ამ ინდექსებით.

უკრაინამ კი, გაგიკვირდებათ და, კიდევ ერთ რეიტინგში გაგვისწრო. ეს არის ქვეყნების კეთილდღეობისკენ სვლის ინდექსი. აქ საქართველო მე-80 ადგილზეა 142 ქვეყანას შორის, უკრაინა - 63. რეიტინგში ფასდება ეკონომიკა, მეწარმეობა და შესაძლებლობები, მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და დაცულობა, პერსონალური თავისუფლება, სოციალური კაპიტალი.

სანუგეშოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს შედარებით კარგი მდგომარეობა აქვს მეზობლებთან - ერთი ადგილით ჩამორჩება აზერბაიჯანს (79) და უსწრებს თურქეთს(86) და სომხეთს(95).

ასე რომ, თუ გნებავთ ნუ ენდობით რეიტინგებს, მაგრამ იქნებ მაინც გადაავლოთ თვალი (იხილე http://prosperity.com/#!/).

paata veshapidze
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი