დისტრიბუტორის გადაწყვეტილებით ”ბავშვი 44” ჩვენი გაქირავებიდანაც მოხსნეს
16 აპრილი, 2015
1410
print

ფილმი, რომელიც გუშინ რუსეთის კულტურის მინისტრმა საჯაროდ დაგმო, გაკიცხა და რუსული გაქირავებიდან მოხსნა, დღეს ჩვენთანაც უნდა გამოსულიყო, თუმცა გაირკვა, რომ დანიელ ესპინოზას ”ბავშვი 44-ს” ვერც ჩვენი მაყურებელი ნახავს. ჩვენს შემთხვევაში ფილმის გაქირვებიდან მოხსნას გაცილებით პროზაული მიზეზი აქვს - ჩვენამდე ფილმი უკრაინული დისტრიბუტორი კომოპანიის მიზეზით ვერ ჩამოვიდა.

საქართველოს კინოთეატრების ქსელის ოფიციალური განცხადების თანახმად, ”ბავშვი 44” უკრაინული სადისტრიბუციო კომპანია ”ინტერ სინემას” მიერ გამოგზავნილი მოკლე წერილის საფუძველზე მოხსნეს. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც მისი ჩვენება მიმდინარე წლის შემოდგომამდე გადაიწევს, რისი მიზეზიც წერილში აღნიშნული არაა. ნებისმიერ შემთხვევაში, დანიელ ესპინოზას ნამუშევრის ჩვენი ეკრანებიდან მოხსნას არ გააჩნია პოლიტიკური სარჩული, როგორც ეს რუსეთში მოხდა. ის არც საქართველოს მთავრობას აუკრძალავს და არც კულტურის სამინისტროს.

საქართველოში ძალიან პატარა კინობაზარია, სულ სამიოდე დიდი კინოთეატრი და რამდენიმე მცირე დარბაზი გაგვაჩნია, ამიტომ დამოუკიდებელი კინოდისტრიბუციის ქსელის აწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ჩვენი კინოთეატრების ქსელი უცხოურ სადისტრიბუციო კომპანიებთან თანამშრომლობს და, შესაბამისად, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ამრიგად, ”ბავშვი 44-ის” ჩვენს გაქირავებაში გაშვების სურვილის მიუხედავად ”რუსთაველიც” და ”ამირანიც” იძულებულია დისტრიბუტორის სურვილს დაემორჩილოს.

როგორც კინოთეატრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ირინა კილოსანიძე ამბობს, მსგავი რამ ადრეც მომხდარა: ”მაგალითად, წინა თვეში დაანონსებული გვქონდა დევისდ კოეპის ”მორდეკაი” ჯონი დეპითა და გვინეტ პელტროუთი მთავარ როლებში. ფილმის ტრაილერი კინოთეატრებშიც ტრიალებდა, თუმცა მისი გაქირავება დისტრიბუტორი კომპანიის მოთხოვნით ივნისში გადავდეთ. ”მორდეკაი” არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც მოიხსნა, ასე მოხდა დანიელ ესპინოზას ნამუშევრის შემთხვევაშიც”.

სულ სხვა ვითარებაა ფილმის რუსეთის გაქირავებიდან მოხსნასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ”24 საათი” გუშინ წერდა - იხ. ბმული.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან