შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს კონკურსს სადაზღვევო მომსახურების შესყიდვაზე
27 მარტი, 2015
926
print

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს კონკურსს სადაზღვევო მომსახურების შესყიდვაზე 

შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი, მოცულობა და და გაწევის ვადები, აგრეთვე სპეციფიკაცია მოცემულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 ა) უნდა გააჩნდეს სამოქალაქო უფლებაუნარიანობა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;

  ბ) უნდა გააჩნდეს გამოცდილება, პროფესიული ცოდნა, რეპუტაცია შესასყიდი მომსახურების შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

 გ) უნდა იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  დ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;

 ე) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია) და არ არის გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა, შესყიდვების განყოფილება.

დალუქულ კონვერტში მოთავსებული საკონკურსო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა, შესყიდვების განყოფილება.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა - 2015 წლის 20 აპრილი, 10:00 საათი.

საკონკურსო განაცხადების კონვერტები გაიხსნება 2015 წლის 20 აპრილს 12:00 საათზე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 2300284, 595111234 გიორგი დაბახიშვილი.

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.