სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაციის PH International - ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
26 მარტი, 2015
1057
print

დასახელება:   კონკურსი სასწავლო მასალების ბეჭდვის მომსახურებაზე

მომწოდებელი:          PH International

ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ

დაფინანსებული პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში (თანამშრომლობის შესახებ  ხელშეკრულება  AID-114-A-14-00006) აცხადებს ღია კონკურსს სამოქალაქო განათლების სასწავლო მასალების ბეჭდვის მომსახურებაზე.  

ინფორმაცია სამოქალაქო განათლების სასწავლო მასალების შესახებ:

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაციის PH International - ის  მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა სამი წლის მანძილზე გაგრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 480 სკოლასთან იმუშავებს. პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით პროგრამის საქმიანობა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სასწავლო მასალების შექმნა სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტების განხორციელებისათვის. აღნიშნული სასწავლო მასალები გამიზნულია სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და IX – XII კლასის მოსწავლეებისათვის. სასწავლო მასალები შეიმუშავა სამოქალაქო განათლების ექსპერტთა ჯგუფმა.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • გამომცემლობებს, სტამბებს, სარეკლამო კომპანიებს.

ძირითადი მოთხოვნები: 

ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე კონკურსში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას:

  • გამომცემლობას/სტამბას/სარეკლამო კომპანიას სასურველია ჰქონდეს სასწავლო მასალების, სკოლის სახელმძღვანელოების და / ან სკოლის დამხმარე სახელმძღვანელოების ბეჭდვის გამოცდილება ბოლო 3 წლის განმავლობაში;

სასწავლო მასალების (თულბოქსების) აღწერილობა და ტექნიკური მახასიათებლები: 

წინამდებარე კონკურსი ითვალისწინებს  სასწავლო მასალების (თულბოქსების) ორი სხვადასხვა კომპლექტის ბეჭდვას. თითოეული თულბოქსი უნდა შედგებოდეს ყუთისგან და შიგ ჩალაგებული ბარათებისგან. თითოეული თულბოქსის დეტალური აღწერილობა იხილეთ ქვემოთ:

თულბოქსი  #1: საბეჭდი რაოდენობა - 3,500 ცალი:

1.1. ყუთი - ზომები და ნიმუშები  მოცემულია მიმაგრებულ ფაილებში; + 5მმ ყველა მხრიდან ჭრისთვის;  ყუთის  მიახლოვებული სისქე -1.5 სმ; გადაკეცვის ადგილებში ეგრეთ წოდებული ბეგოვკა; 400გრ ან მეტი გრამაჟით, გლუვი ლამინაციით (ლაკით), უნდა შეიკრას ფხრიწით ან მაგნიტით (ჯობს მაგნიტით); 

1.2. შიგთავსი:

1.2.1 -12 ცალი 6 გვერდიანი ორმხრივად დაბეჭდილი ბარათი -12.5 X 39 სმ (თანდართული შაბლონის მიხედვით); 300გრ გლუვი ლამინაციით (ლაკით); გადაკეცვის ადგილებში ეგრეთწოდებული ,,ბეგოვკა“;

1.2.2 -  3 ცალი 4 გვერდიანი ორმხრივად დაბეჭდილი ბარათი - 12.5 X 58.5 სმ (თანდართული შაბლონის მიხედვით), 300გრ გლუვი ლამინაციით (ლაკით), გადაკეცვის ადგილებში ეგრეთწოდებული ,,ბეგოვკა“;

1.2.3 -  2 ცალი 2 გვერდიანი ორმხრივად დაბეჭდილი ბარათი - 12.5 X 19.5 სმ (თანდართული შაბლონის მიხედვით), 300გრ გლუვი ლამინაციით (ლაკით)გადაკეცვის ადგილებში ეგრეთწოდებული ,,ბეგოვკა“.

თულბოქსი #2: საბეჭდი რაოდენობა: 6,500 ცალი: 

2.1. ყუთი -  ზომები და ნიმუშები  მოცემულია მიმაგრებულ ფაილებში; + 5მმ ყველა მხრიდან ჭრისთვის;  ყუთის  მიახლოვებული სისქე -1.5 სმ; გადაკეცვის ადგილებში ეგრეთ წოდებული ბეგოვკა; 400გრ ან მეტი გრამაჟით, გლუვი ლამინაციით (ლაკით), უნდა შეიკრას ფხრიწით ან მაგნიტით (ჯობს მაგნიტით); 

2.2. შიგთავსი:

2.2.1 -9 ცალი 6 გვერდიანი ორმხრივად დაბეჭდილი ბარათი  - 12.5 X 39 სმ (თანდართული შაბლონის მიხედვით); 300გრ გლუვი ლამინაციით (ლაკით); გადაკეცვის ადგილებში ეგრეთწოდებული ,,ბეგოვკა“;

2.2.2 -  1 ცალი 4 გვერდიანი ორმხრივად დაბეჭდილი ბარათი - 12.5 X 58.5 სმ (თანდართული შაბლონის მიხედვით), 300გრ გლუვი ლამინაციით (ლაკით), გადაკეცვის ადგილებში ეგრეთწოდებული ,,ბეგოვკა“;

2.2.3-  2 ცალი 2 გვერდიანი ორმხრივად დაბეჭდილი ბარათი - 12.5 X 19.5 სმ (თანდართული შაბლონის მიხედვით);  300გრ გლუვი ლამინაციით (ლაკით)გადაკეცვის ადგილებში ეგრეთწოდებული ,,ბეგოვკა“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ  საკონკურსო განაცხადზე დართული ბარათებისა და ყუთის ნიმუშები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ საილუსტრაციო მასალას, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ კომპანიებს წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორი უნდა იყოს საკონკურსო განაცხადში აღწერილი დასაბეჭდი პროდუქცია.  

მომსახურების გაწევის ვადები:  

  • ორივე თულბოქსის დაბეჭდვა უნდა შესრულდეს PH International-ის მიერ დამკვეთისათვის შესაბამისი ბეჭდვისათვის გამზადებული მასალების მიწოდებიდან 3 კვირის განმავლობაში.
  • თულბოქსების დაბეჭდვამდე დამკვეთმა PH International-ს უნდა მიაწოდოს ორივე თულბოქსის მაკეტი, რომელთაც დამკვეთი შეამოწმებს და ხელმოწერით დაადასტურებს.

შერჩევის კრიტერიუმები:

ისეთ დაინტერესებულ მხარებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, აქვთ მაღალი ხარისხის მასალების ბეჭდვის გამოცდილება და წარმოადგენენ კონკურენტულ ფასს, მიენიჭებათ უპირატესობა.

გადახდის პირობები:

სრული გადახდა მოხდება სამუშაოს წარმატებით შესრულების შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში. შემსრულებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დამკვეთი არ არის დღგ-ს გადამხდელი. შემსრულებელი ვალდებულია, თანხის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, დამკვეთს მიაწოდოს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (მაგალითად: კერძო კომპანიის შემთხვევაში ანგარიშ-ფაქტურა ნულოვანი განაკვეთით). ანგარიშწორება განხორციელდება ორივე თულბოქსის შესაბამისი ტირაჟით ბეჭდვის დასრულებისა და დამკვეთთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

განაცხადების მიღების პროცედურა:

წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს კონკურსში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ ამ ამ განცხადებაზე თანდართული ფორმების შევსების გზით. ჩამოტვირთეთ და შეავსეთ შემდეგი დანართები:

  • დანართი # 1 (კონკურსში მონაწილეობის განაცხადი);
  • დანართი #2 (ფასთა კოტირების ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ბიუჯეტი მოწოდებული უნდა იყოს დოლარებში, დღგ-ს გარეშე;
  • დანართი # 3 (ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ).

დანართებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე საკონკურსო განცხადების გამოქვეყნების შემდეგ;
  • განაცხადი ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა იქნეს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით არა უგვიანეს 2015 წლის  6 აპრილისა  12:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი # 17ბ, 1 სადარბაზო, 1 სართული / PH International.
  • სასურველია განმცხადებელმა წარმოადგინოს მის  მიერ წარსულში შესრულებული მსგავსი სახისა და ხარისხის მასალები.

საკონტაქტო პირი: თეა მშვენიერაძე

ელ.ფოსტა: tea.mshvenieradze@ph-int.org

ტელ:  2 990 049; 2 233 338

strong>ჩამოტვირთეთ და იხილეთ სრულათ

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.