ატომური ტერორისტი
18 მარტი, 2015
1460
print

დიმიტრი ავალიანი

ფილმში „ყირიმი – გზა სახლისკენ“, რომელიც უკრაინის ამ რეგიონის ანექსიის წლისთავს მიეძღვნა, ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე „აღიარებითი ჩვენება“ მისცა. პუტინმა სინანულით ისაუბრა იმაზე, რომ იანუკოვიჩმა მაიდანის ძალის გამოყენებით დაშლის ბრძანება ვერ გასცა (ანუ, უნდა ვივარაუდოთ, თავად პუტინი მის ადგილას ბევრად უფრო სასტიკად იმოქმედებდა).

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ იანუკოვიჩის ევაკუაციაში უკრაინის ტერიტორიიდან რუსული სპეცრაზმი მონაწილეობდა. რაც მთავარია, გადაწყვეტილება ყირიმის ანექციის შესახებ პუტინმა 22 თებერვლის ღამეს, იანუკოვიჩის გაქცევის მომენტში მიიღო. როდესაც არანაირ რუსულენოვან მოსახლეობას ჯერ არავინ და არაფერი ემუქრებოდა. მართალია, მას არაფერი ემუქრებოდა არც მომდევნო პერიოდში, თუმცა რუსული საომარი პროპადაგანდისთვის ამას მინიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ „მწვანე კაცუნები“, რომლებიც სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, სინამდვილეში რუსი ჯარისკაცები იყვნენ, რომელთა არსებობას ყირიმში პუტინი მაშინ კატეგორიულად უარყოფდა. რუსეთის ლიდერის მტკიცებით, სამხედროები მხოლოდ ლეგიტიმური რეფერენდუმის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, თორემ ყირიმის ბედი თავად მისმა ხალხმა („მწვანე კაცუნების“ დახამარებით) გადაწყვიტა.

თუმცა, ყველაზე მთავარი და შოკისმომგვრელი ამ ინტერვიუში პუტინის კიდევ ერთი აღიარება იყო – მისი თქმით, ყირიმში სიტუაციის გართულების შემთხვევაში, იგი მზად იყო, საბრძოლო მზადყოფნაში ბირთვული ძალები მოეყვანა.

შესაბამისად, პუტინმა არა მხოლოდ აღიარა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის წინასწარ დაგეგმილი, ძალისმიერი ოკუპაცია და სამხედრო აგრესია, არამედ იმ ფასზეც მიანიშნა, რაც უკრაინას და დანარჩენ მსოფლიოს მისი აგრესიული გეგმებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში უნდა გადეხადა – ეს ფასი ატომური ომის საფრთხეა.

ეს მუქარა სიგიჟეა, რომელზეც საბჭოთა კავშირიც არასდროს წასულა...

მაინც,რა გახდა პუტინის ასეთი გულახდილობის მიზეზი?

ყირიმის ანექსიიდან ერთი წლის თავზე აშკარაა, რომ რუსული გეგმა მთლად „სწორი მიმართულებით“ არ განვითარდა. აღმოსავლეთ უკრაინის უდიდეს ნაწილში „რუსული გაზაფხულის“ მცდელობა ჩაიშალა. იქ, სადაც ეს მოხერხდა, ეს მხოლოდ რუსეთიდან შეგზავნილი პროვოკატორებისა და სპეცრაზმელების მეშვეობით მოხდა. სეპარატისტული კერების შენარჩუნება კი კრემლმა მხოლოდ რუსული რეგულარული ძალების ჩარევით და დიდი მსხვერპლით მოახერხა.

უკრაინისთვის შექმნილი ვითარება ძალზე მძიმე და ტრაგიკულია. მაგრამ უკრაინელების გმირული ბრძოლის ფასად პუტინის მონაპოვარი ერთი წლის განმავლობაში მის „ნაპოლეონის“ გეგმებთან შედარებით ძალზე მოკრძალებულად გამოიყურება.

სამაგიეროდ, აშშ–სგან და ევროპისგან ამის საპასუხოდ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები მიიღო. მართალია, არც ისე მკაცრი, როგორსაც აგრესორი იმსახურებდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ძალიან მტკივნეული რუსული არაეფექტური ეკონომიკისათის, რასაც ნავთობის თითქმის ორჯერ გაუფასურება დაერთო.

მაგრამ პუტინისთვის უკან დახევა მართლაც სივდილის ტოლფასია – მისი წყალობით ქვეყანაში მილიტარისტული ისტერიის და აგრესიის ისეთი დონეა, რომ „ღალატს“ ნამდვილად არ აპატიებენ.

იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ის, რასაც მიაღწია, რომ დასავლეთი შეეგუოს ყირიმისანექსიას და უკრაინის გახლეჩას, სანქციებიც მოუხსნას და მსოფლიო პოლიტიკაშიც დააბრუნოს – პუტინი დასავლეთს უნდა დაემუქროს, რომ უარესს იზამს.

რუსული შეიარაღებული ძალების დღევანდელი დონე ისეთია, რომ ჩვეულებრივ კონვენციურ, თუნდაც ჰიბრიდულ ომში ნატო–ს ძალების წინააღმდეგ შანსი არ გააჩნიათ. ატომური იარაღი ერთადერთია, რისიც უნდა ეშინოდეთ დასავლელ ლიდერებს. მით უმეტეს, მანიაკის ხელში, რომელიც დანაშულს არათუ აღიარებს, არამდე ჩადენილით ამაყობს კიდეც...

პუტინს დასავლელი ლიდერების სისუსტის იმედი აქვს, რომლებსაც ატომური შანტაჟი შეაშინებს და უარს ათქმევინებს თუნდაც უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებაზე. სამწუხაროდ, ამისთვის გაკვეული საბაბი მას თავად ლიდერებმაც მისცეს.

 

 

 

 

 

დიმიტრი ავალიანი
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს