ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
05 თებერვალი, 2015
1139
print

შვეიცარიულ ნიონში გაიმართა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 21-წლამდე ნაკრები გუნდებისთვის. საქართველოს ნაკრები მე-6 ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად: ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთის და სან-მარინოს გუნდები ერგო.

შესარჩევ ეტაპზე სულ 9 ჯგუფია. აქედან, 7 6-გუნდიანი, 2 კი 5-გუნდიანი. წელს ფინალური ეტაპის ჩატარების ფორმულა შეიცვალა და 8 გუნდის ნაცვლად ჩემპიონის ტიტულისთვის 12 იბრძოლებს.

ჯგუფის გამარჯვებულები ფინალური ეტაპის საგზურს პირდაპირ მიიღებენ. მათ მასპინძელი პოლონეთი შეუერთდება. დანარჩენ 2 საგზურს კი შესარჩევ ჯგუფში 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ფლეი ოფის სისტემით გაინაწილებს.

შესარჩევი ეტაპი:

1 ჯგუფი: ჩეხეთი, ბელგია, მონტენეგრო, მოლდოვა, ლატვია, მალტა

2 ჯგუფი: იტალია, სერბეთი, სლოვენია, ირლანდია, ლიტვა, ანდორა

3 ჯგუფი: საფრანგეთი, უკრაინა, შოტლანდია, ისლანდია, მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია

4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, საბერძნეთი, უნგრეთი, ალბანეთი, ლიხტენშტეინი

5 ჯგუფი: დანია, რუმინეთი, ხომხეთი, უელსი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი

6 ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი ხორვატია, საქართველო, ესტონეთი, სან-მარინო

7 ჯგუფი: გერმანია, რუსეთი, ავსტრია, ფინეთი, აზერბაიჯანი, ფარერის კუნძულები

8 ჯგუფი: ჰოლანდია, სლოვაკეთი, თურქეთი, ბელარუსი, კვიპროსი

9 ჯგუფი: ინგლისი, შვეიცარია, ნორვეგია, ბოსნია, ყაზახეთი

შესარჩევი ეტაპის განრიგი:

23-31 მარტი 2015 წელი

8-16 ივნისი 2015

31 აგვისტო - 8 სექტემბერი 2015

5-13 ოქტომბერი 2015

9-17 ნოემბერი 2015

21-29 მარტი 2016 წელი

29 აგვისტო - 6 სექტემბერი 2016

3-11 ოქტომბერი 2016

ფლეი ოფი:

7-15 ნოემბერი 2016

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი
13 იანვარი, 2015 17-წლამდელები ელიტრაუნდისთვის მზადებას მინსკის ტურნირით იწყებენ