ზაკ უაილდი და ოზი, Back To The Future
02 თებერვალი, 2015
1418
print

გიტარისტი ზაკ უაილდი (Black Label Society, Ozzy Osbourne) ოზი ოზბორნთან ბრუნდება. რამდენიმე პერსონალური სოლო-პროექტის შემდეg, მისტერ უაილდი იწყებს მუშაობას თავის პირველ და ყველაზე სოლიდურ დამქირავებელთან. ოზბორნთან ერთად ზაკმა შექმნა შედევრები და ოზბორნთან ერთად უაილდი შევიდა როკ-პანთეონში. უაილდი სლეშთან და ედი ვან ჰეილენთან ერთად ბოლო გენერაციების საუკეთესო მპროვიზატორი გიტარისტი და კომპოზიტორია. ლეგენდა.

 უაილდი საკუთარ ალბომებზე: ”ალბათ, არცერთ ალბომს არ გადავაკეთებდი. ალბათ, ყველაფერს უცვლელად დავტოვებდი. კომპოზიციის დაწერის, მისი შექმნის მომენტში ვართ თავისუფლები და ეს ტალღა უნდა რჩებოდეს უცვლელი. საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებ და იგივეს ვითხოვ სხვებისგან. ეს ოზიზგან ვისწავლე.”

კლასიკაზე: ”კლასიკა არ იცვლება. რამდენიმე ახალგაზრდა ჯგუფს აქვს პოტენციალი და თუ საკუთარ თავზე, ტექნიკაზე, მუსიკალურ ერუდიციაზე იმუშავებენ, ეს ჯგუფები გაიზრდებიან. ძველი ბენდებიდან ვუსმენ ძველ ფავორიტებს - Zeppelin, Sabbath, Bad Company, Neil Young. მომენტებში, კლასიკას. მოცარტი, ვივალდი, ბახი. სად არის ამ რეიტინგში ზაკ უაილდი? არ ვიცი...მართლა არ ვიცი.”

ექსპერიმენტატორები: ”ბევრს არ მოსწონს, რომ ბევრი ჯგუფი არ იცვლება, არ ცდილობს ექსპერიმენტებით გაშალოს შემოქმედება. ჩემთვის საუკეთესო ჯგუფებში შედიან Rob Zombie, Slayer, Megadeth და ისინი არ ითვლებიან ყველაზე დიდ ექსპერიმენტატორებად. ეს ჩვეულებრივი მომენტებია. ყველა ყველაფერს ვერ შეცვლის და არც უნდა შეცვალოს. მე მომწონს რობ ზომბი და მე მომწონს რობის ნეანდერტალური აგრესია და იმპრტოვიზაცია. ეს არ უნდა შეიცვალოს.”

Lemmy-ზე: ”ის (Lemmy) ცუდად იყო. აქვს დიაბეტი, ვერ ეწევა, შეეშვა ალკოჰოლს. ის ჩემთვის როკ-ვარსკვლავზე მეტია. Lemmy არის ყველაფერი. არ მინდა ვიფიქრო, რომ ერთ დღეს გავიგებ, რომ ის აღარ არის. ეს იქნება ყველაზე მძიმე დღე ზაკ უაილდისთვის.”

ახალ კოლაბორაციაზე: ”ოზისთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნო იყო. იღვიძებ ვისკის სუნით გაჟღენთილ ოთახში და ცდილობ, გაიხსენო, ვინ ხარ, იქ როგორ მოხვდი. ოზი მიყვარს. ალბათ, დადაჩემი უფრო მიყვარს, მაგრამ შემდეგ ოზი დგას. ახალი ალბომი ალბათ, ორი წლის შემდეგ იქნება მზად რელიზისთვის. მანამდე ბევრ მომენტს დავამუშავებთ.”

 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის