17-წლამდელები ელიტრაუნდისთვის მზადებას მინსკის ტურნირით იწყებენ
13 იანვარი, 2015
1135
print

გიგა გურასაშვილი

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ელიტრაუნდისთვის მზადებას შეუდგა. გოჩა ტყებუჩავამ ფეხბურთელები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ უხმო.

ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირით დაიწყებენ. ამ ეტაპზე ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს:

მეკარეები: ლევან ისიანი, ლუკა გუგეშაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი)

მცველები: ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ომარ ბულუხაძე, ირაკლი ბუღაძე (ორივე „საბურთალო“), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: აკაკი ყურაშვილი, ნიკა ნინუა, ირაკლი ბუღრიძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ვატო არველაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), გიორგი არაბიძე, დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), გაგა კუხიანიძე, გიორგი კოხრეიძე, ბექა ნიკოლაშვილი (ყველა „საბურთალო“), ნიკა კვანტალიანი („დინამო“, ბათუმი)

თავდამსხმელები: თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), გიორგი წულეისკირი (”ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი გვასალია („ვიტ ჯორჯია“, თბილისი)

აქვე აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისთვის მინსკის ტურნირი უცხო არაა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრებები მასში ტრადიციულად მონაწილეობენ.

ვიდრე სათამაშო განრიგსა და ჯგუფებს გავეცნობით, ელიტრაუნდს დავუბრუნდეთ. კერძოდ, გოჩა ტყებუჩავას 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მესამე ჯგუფში ჰოლანდიასთან, ბელგიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

ჯგუფის მატჩებს წლეულს 12, 14, 17 მარტს ჰოლანდია უმასპინძლებს. უშუალოდ ევროპის პირველობა კი 6-22 მაისს ბულგარეთში გაიმართება. ამასთან, 17-წლამდელებში კონტინენტის პირველობა პირველად 16-გუნდიანი იქნება. თითოეული ჯგუფის საუკეთესო ნაკრები და 7 საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი, პლუს მასპინძელი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ისიც ვთქვათ, რომ 2015-16 წლების უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს 2015 წლის 13, 15 და 18 ოქტომბერს უნგრეთში გაიმართება. ამ შემთხვევაში გია ტყებუჩავას გუნდის მეტოქეები მასპინძელი უნგრეთი, რუმინეთისა და სლოვაკეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.

მინსკის საერთაშორისო ტურნირი:

ჯგუფი: ბელორუსი, ჩეხეთი, ჩინეთი, მოლდოვა

ჯგუფი: რუსეთი, ფინეთი, იაპონია, ლიტვა

ჯგუფი: უკრაინა, საქართველო, ირანი, ლატვია

ტურნირი 18 იანვარს დაიწყება და 26 იანვრამდე გაგრძელდება. სათამაშო დღეების განრიგი კი, ასეთია:

18 იანვარი

რუსეთი - ლიტვა

ფინეთი - იაპონია

ჩეხეთი - ჩინეთი

ბელორუსი - მოლდოვა

19 იანვარი

უკრაინა - ლატვია    

15:10 - საქართველო - ირანი

ბელორუსი - ჩეხეთი

მოლდოვა - ჩინეთი

20 იანვარი

რუსეთი - ფინეთი

ლიტვა - იაპონია

17:20 - უკრაინა - საქართველო

ლატვია - ირანი

21 იანვარი

იაპონია - რუსეთი

ფინეთი - ლიტვა

ჩეხეთი - მოლდოვა

ჩინეთი - ბელორუსი

22 იანვარი

13:00 - საქართველო - ლატვია

ირანი - უკრაინა

23-24 იანვარი

ნახევარფინალები

25 იანვარი

ფინალები

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი