წარ­სუ­ლის და აწ­მ­ყოს შერ­წყ­მა
19 დეკემბერი, 2014
1646
print

 ქეთევან იგნატოვა

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა - Военнагрузинская дорога-ზე რამ­დე­ნი გვსმე­ნია?! ამ საკ­ვან­ძო, პო­ლი­ტი­კუ­რად და ეკო­ნო­მი­კუ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ურ­თუ­ლე­სი, ულა­მა­ზე­სი გზის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი წაგ­ვი­კითხავს?! თვე­ე­ბის, დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე, ამ გზა­ზე მი­მა­ვა­ლი, სხვა­დას­ხ­ვა დრო­ის, სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქის, სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბი­სა და მენ­ტა­ლი­ტე­ტის, ხედ­ვი­სა და მიზ­ნე­ბის მქო­ნე რამ­დე­ნი გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­ტის, მწერ­ლის, მოღ­ვა­წი­სა თუ მო­აზ­როვ­ნის ჩა­ნა­წე­რებს, ფიქ­რებს, ტკი­ვილ­სა თუ ოც­ნე­ბებს გავ­ც­ნო­ბილ­ვართ, ჩავ­ღ­რ­მა­ვე­ბი­ვართ, სკო­ლა­ში გვის­წავ­ლია. ბევ­რის მთქმე­ლი, და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი, ბრძნუ­ლი ცი­ტა­ტე­ბი დაგ­ვი­ზე­პი­რე­ბია… ამ გზის შე­სა­ხებ, თით­ქოს და ბევ­რი რამ ვი­ცით…

 და მა­ინც, ჩემ­და სა­სირ­ცხ­ვოდ, ან, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ის­ტო­რი­ულ გზა­ზე არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ, გუ­და­ურს არას­დ­როს გავ­ცი­ლე­ბი­ვარ და მხო­ლოდ ახ­ლა, ამ კვი­რა­ში, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, მარ­თა­ლია, მხო­ლოდ სრუ­ლი­ად არა­საკ­მა­რი­სი ერ­თი დღით, ყაზ­ბეგ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი!

 შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით აღ­სავ­სეს, ემო­ცი­ე­ბით გა­დატ­ვირ­თულს, ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზი­თა და სი­დი­ა­დით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულს, მე­გო­ბარ­მა დამ­ცი­ნა - "შენ, ალ­ბათ, ამ გზა­ზე, პუშ­კი­ნის და ლერ­მონ­ტო­ვის სტრო­ფე­ბი გეს­მო­დაო". მარ­თა­ლია, პუშ­კი­ნიც მეს­მო­და, ლერ­მონ­ტო­ვიც, მა­თი გე­ნი­ა­ლუ­რი სტრო­ფე­ბიც და მათ­ში არა­ერ­თხელ და საკ­მა­ოდ მკა­ფი­ოდ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი ხედ­ვაც მახ­სენ­დე­ბო­და. ილ­ფი და პეტ­რო­ვიც მახ­სენ­დე­ბო­და და ღი­მი­ლით სა­ხე­ზე, "Царица Тамара на скале-ს", თით­ქოს ახ­ლაც ვე­ძებ­დი. უზარ­მა­ზარ, ნა­ხევ­რად და­თოვ­ლილ მთებს შო­რის, მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­ულ გზას მივ­ყ­ვე­ბო­დი. ვღე­ლავ­დი, რომ თვალს გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი მე­დი­დუ­რი, მკაც­რი სი­ლა­მა­ზის ერ­თი გო­ჯიც, ერ­თი ნი­უ­ან­სიც არ გა­მორ­ჩე­ნო­და და უნებ­ლი­ეთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო გზის შე­სა­ხებ, ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი გა­გო­ნი­ლი, მოს­მე­ნი­ლი თუ წა­კითხუ­ლი მახ­სენ­დე­ბო­და, სა­ი­დან­ღაც, შო­რე­უ­ლი, მი­ვიწყე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი­დან მი­ტივ­ტივ­დე­ბო­და… და ნე­ბის­მი­ერ, თუნ­დაც გე­ნი­ა­ლურ, პუშ­კინ­სა და ლერ­მონ­ტოვ­ზე ბევ­რად მკა­ფი­ოდ, ბევ­რად ხმა­მაღ­ლა და ბევ­რად აქ­ტუ­ა­ლუ­რად, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და ოდეს­ღაც, სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი "მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი" მეს­მო­და ყურ­ში. სულ სხვა დრო­ის, სულ სხვა ეპო­ქის, ერ­თი დი­დი ქარ­თ­ვე­ლის, დი­დი პატ­რი­ო­ტის, მო­აზ­როვ­ნი­სა და მოღ­ვა­წის ფიქ­რი, დარ­დი, სევ­და და წუ­ხი­ლი, დღე­საც, აი ახ­ლა, დღე­ვან­დელ, ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჩვენ­თ­ვი­საც შე­მა­ში­ნებ­ლად და და­მა­ფიქ­რებ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­და.

 ამინ­დის თვალ­საზ­რი­სით, რომ იტყ­ვი­ან, გაგ­ვი­მარ­თ­ლა! არა­ფი­რუ­ზის­ფე­რი, არა ცის­ფე­რი, არა­მედ, ლურ­ჯი, ნამ­დ­ვი­ლი მუ­ქი ლურ­ჯი ცა, რომ­ლის სი­ლურ­ჯე­სა და სიღ­რ­მეს არც ერ­თი ღრუ­ბე­ლი არ ფა­რავ­და. ნა­ხევ­რად და­თოვ­ლი­ლი, ზო­გან, მზის სხი­ვებ­ში მობ­რ­ჭყ­ვი­ა­ლე, თით­ქოს უხ­ვად მი­მობ­ნე­უ­ლი ძვირ­ფა­სი ქვე­ბის­გან მო­ციმ­ცი­მე, ქათ­ქა­თა თეთ­რი და ზო­გან კი მო­წი­თა­ლო-მომ­წ­ვა­ნო-მო­ყა­ვის­ფ­რო, უზარ­მა­ზა­რი, უკი­დე­გა­ნო მთე­ბის ფერ­დო­ბე­ბი და ამის­გან, კი­დევ უფ­რო გა­მოკ­ვე­თი­ლი რე­ლი­ე­ფი, კონ­ტუ­რე­ბი, მკაც­რი ხა­ზე­ბი. ხმა­უ­რი­ა­ნი, უზარ­მა­ზა­არ ლო­დებ­ზე მო­ჩუხ­ჩუ­ხე, კამ­კა­მა, ფი­რუ­ზის­ფე­რი მდი­ნა­რე. თვა­ლუწ­ვ­დე­ნე­ლი მთე­ბის ფერ­დო­ბებ­ზე, აქა-იქ მი­მო­ფან­ტუ­ლი პა­ტარ-პა­ტა­რა სოფ­ლე­ბი, თი­ვის ზვი­ნე­ბი, ხის ღო­ბე­ე­ბი, პა­ტა­რა, კოხ­ტა, სოფ­ლის სახ­ლე­ბის საკ­ვა­მუ­რე­ბი­დან ამო­სუ­ლი თეთ­რი ბო­ლი. ილი­ას დრო­ი­დან, დღემ­დე, სოფ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბა უც­ვ­ლე­ლად გრძელ­დე­ბა. ხალ­ხი შე­შას ჩე­ხავს და თბე­ბა. მე, გა­უ­ხე­შე­ბულ-გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი, მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლაფ­რი­სად­მი ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლი, ეგო­ის­ტი ქა­ლა­ქე­ლი კი, გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სი­დი­ა­დის, სიმ­კაც­რის, სი­ცი­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სადღაც, შო­რე­ულ ფერ­დობ­ზე, პა­ტა­რა სოფ­ლის ამ თეთ­რი ბო­ლის და­ნახ­ვა­ზე, თით­ქოს­და ვთბე­ბო­დი, ვლღვე­ბო­დი და თვალ­ზე ცრემ­ლ­მო­რე­უ­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს, მი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზის, მი­სი მთე­ბი­სა და მდი­ნა­რე­ე­ბის, სოფ­ლე­ბი­სა და მი­სი ხალ­ხის სიყ­ვა­რულს, თით­ქოს კი­დევ უფ­რო გა­ას­მა­გე­ბუ­ლად მკა­ფი­ოდ, ტკი­ვი­ლამ­დე მკვეთ­რად ვგრძნობ­დი.

 გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი მკაც­რი ბუ­ნე­ბის სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში გა­კე­თე­ბულ-მოწყო­ბი­ლი, სა­ო­ცა­რი სიმ­ყუდ­რო­ვით, სი­ლა­მა­ზით, დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი­თა და თუ გნე­ბავთ, ბრწყინ­ვა­ლე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ყაზ­ბე­გის Rooms Hotel-ის უზარ­მა­ზარ, ხე­ო­ბა­ზე გა­და­კი­დე­ბულ ტე­რა­სა­ზე, თით­ქოს და ძველ, წარ­სუ­ლი­დან, თუ გნე­ბავთ, ილი­ას დრო­ი­და­ნაც კი შე­მორ­ჩე­ნილ, დაწ­ნილ სა­ვარ­ძელ­ში სა­ა­თო­ბით, სრულ სი­მარ­ტო­ვე­ში ვი­ჯე­ქი, შე­სა­ნიშ­ნავ იტა­ლი­ურ ყა­ვას მი­ვირ­თ­მევ­დი, პა­ტა­რა ფრან­გულ ორ­ცხო­ბი­ლას ვა­ყო­ლებ­დი, ამე­რი­კულ სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი და ჩემ თვალ­წინ გა­დაშ­ლილ უსას­რუ­ლო ხე­ო­ბას, მზე­ზე მობ­რ­ჭყ­ვი­ა­ლე და­თოვ­ლილ მწვერ­ვა­ლებს, სოფ­ლებს, აქა-იქ შე­მორ­ჩე­ნილ, ერთ დროს ალ­ბათ მტრის­გან და­სა­ცა­ვად აგე­ბულ კოშ­კებს, სადღაც სა­ძო­ვარ­ზე გა­მო­სულ, წერ­ტი­ლი­ვით პა­ტა­რა ძრო­ხებს, თი­ვის ზვი­ნებს, ეზო­ში მო­ფუს­ფუ­სე გლე­ხის ქალს, ნაძ­ვ­ნარს, ნა­მეწყ­რალს… და რაც მთვა­რია, ზუს­ტად ჩემს პი­რის­პირ მდე­ბა­რე, სა­ერ­თო პე­ი­ზა­ჟის მას­შ­ტა­ბის ფონ­ზე, სულ პა­ტა­რა, ულა­მა­ზეს, ცრემ­ლის მოგ­ვ­რე­ლად მშვე­ნი­ერ, ფა­ქიზ გერ­გე­თის ეკ­ლე­სი­ას ვუ­ყუ­რებ­დი. მდი­ნა­რის ხმას ვის­მენ­დი. სა­ი­დან­ღაც ნი­ა­ვით მო­ტა­ნილ კვამ­ლის სუნს ვგრძნობ­დი და თუ პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბა­ში და გა­და­ჭარ­ბე­ბულ პა­თოს­ში არ ჩა­მით­ვ­ლით, გულ­წ­რ­ფე­ლად გა­მო­გიტყ­დე­ბით, ვფიქ­რობ­დი - სად გა­დის ზღვა­რი წარ­სულ­სა და აწ­მ­ყოს შო­რის? რა შე­იც­ვა­ლა? რა ადარ­დებ­და, ტკი­ო­და, აფიქ­რებ­და ილი­ას და რა გვტკი­ვა და გვა­დარ­დებს დღეს? რა დავ­კარ­გეთ და რა შე­ნარ­ჩუნ­და? სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე სრუ­ლი­ად უც­ვ­ლე­ლად, რა გვიყ­ვარს და სა­მუ­და­მოდ რა გა­და­ვიყ­ვა­რეთ? რა იყო და დღე­საც რჩე­ბა ჩვენ­თ­ვის ფა­სე­უ­ლი, უპირ­ვე­ლე­სი, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი და უნებ­ლი­ედ რა გაგ­ვი­უ­ფა­სურ­და, ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლად თა­ვად რა და რა­ტომ გა­ვა­უ­ფა­სუ­რეთ, დავ­კარ­გეთ, და­ვა­ხურ­და­ვეთ? რა რას ვა­ნაც­ვა­ლეთ?

 სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა, გზის სა­ფარს თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, თა­ვი­სი ხე­ო­ბით, მთე­ბით, მყინ­ვა­რე­ბით… ხომ უც­ვ­ლე­ლია და მა­ში­ნაც, შო­რე­ულ წარ­სულ­შიც და ახ­ლაც, ჩვენ დღე­ებ­შიც, ხომ ერ­თ­ნა­ი­რად სუ­ლის­შემ­კ­ვ­რე­ლი, მე­დი­დუ­რი და ცრემ­ლის­მომ­გ­ვ­რე­ლია? გა­მო­დის, რომ მხო­ლოდ ჩვენ შე­ვიც­ვა­ლეთ? გა­ვუ­ხეშ­დით, გუ­ლე­ბი გაგ­ვი­ცივ­და და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი კი შეგ­ვეც­ვა­ლა, ან სულ დაგ­ვე­კარ­გა? ად­რე, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, ამ დაკ­ლაკ­ნილ, გრძელ, სა­ხი­ფა­თო და მა­ინც, ასე მშვე­ნი­ერ, ულა­მა­ზეს გზა­ზე მდე­ბა­რე, ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტა­რა თუ დი­დი სოფ­ლის, ნე­ბის­მი­ერ­მა დიდ­მა თუ პა­ტა­რა მკვიდ­რ­მა, მტრის და მოყ­ვა­რის გარ­ჩე­ვა ხომ მშვე­ნივ­რად იცო­და. მტრის­გან და­სა­ცა­ვად, სოფ­ლე­ბის ახ­ლო­მახ­ლო, კოშ­კებს აგებ­და. სის­ხ­ლის ბო­ლო წვე­თამ­დე იბ­რ­ძო­და. სა­კუ­თარ მი­წას, კარ-მი­და­მოს, ოჯახს და რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ ღირ­სე­ბას და ამ და­თოვ­ლი­ლი მკაც­რი მთე­ბის, ამ ის­ტო­რი­უ­ლი გზის, ამ ტყე­ე­ბი­სა და კლდე­ე­ბის, ამ მდი­ნა­რე­ე­ბი­სა და ფერ­დო­ბე­ბის თი­თო­ე­ულ მტკა­ველს, სი­ცოცხ­ლის ფა­სად იცავ­და…

 თბი­ლი­სის­კენ მო­მა­ვალ უკა­ნა გზა­ზე, პა­ტა­რა დუ­ქან­ში, ხინ­კ­ლის საჭ­მე­ლად შე­ვე­დით. ქვით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი, ხის იატა­კი, უბ­რა­ლო ხის მა­გი­დე­ბი, შე­შის ფე­ჩი, მო­გიზ­გი­ზე ბუ­ხა­რი, სით­ბო, სიმ­ყუდ­რო­ვე, შე­ში­სა და ოდ­ნავ ბო­ლის სუ­ნი, მთი­უ­ლუ­რად სიტყ­ვა­ძუნ­წი, მაგ­რამ თა­ვა­ზი­ა­ნი მას­პინ­ძე­ლი… და გა­უ­საძ­ლი­სად ბო­ლო ხმა­ზე ჩარ­თუ­ლი ირი­ნა ალეგ­რო­ვა და ვა­ლენ­ტინ ლე­ონ­ტი­ე­ვის სიმ­ღე­რა. რომ არა სულ რამ­დე­ნი წუ­თის წინ გა­მოვ­ლი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა, მი­სი სი­დი­ა­დით, სი­ლა­მა­ზით, მძი­მე, სის­ხ­ლი­ა­ნი ის­ტო­რი­უ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი, მო­გო­ნე­ბე­ბი, ფიქ­რე­ბი… ალ­ბათ, თავს შე­ვი­კა­ვებ­დით და რუ­სუ­ლი ეს­ტ­რა­დის მოყ­ვა­რულ მთი­ულ მას­პინ­ძელს არა­ფერს ვეტყო­დით, მაგ­რამ ახ­ლა ვერ მო­ვით­მი­ნეთ და მუ­სი­კის გა­მორ­თ­ვა ვთხო­ვეთ. "რა­ტომ?" - იკითხა გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა და აშ­კა­რად და­ვი­ნა­ხეთ, რომ ასე იოლად ვერც ავუხ­ს­ნით. ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი მთე­ბი­სა და ვე­ლე­ბის, ჩვე­ნი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის და­უ­ძი­ნე­ბელ, მო­სის­ხ­ლე მტერს, დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ვერ, არ, აღარ ცნობს. რა­ღაც მთა­ვა­რი ჩვენ­ში ძა­ლი­ან სიღ­მი­სე­უ­ლად გა­იხ­რ­წ­ნა, და­ა­ვად­და.

 თბი­ლის­ში ლეფ­სის კონ­ცერ­ტ­ზე ან­შ­ლა­გი ყო­ფი­ლა.

 საყ­დ­რისს ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლის ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი სტა­ტუ­სი მო­უხ­ს­ნეს და ვი­ღა­ცის კერ­ძო და სრუ­ლი­ად მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ააფეთ­ქეს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლო­ბის, კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ის, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დელ კი­დევ ერთ თვალ­ნა­თელ, ფას­და­უ­დე­ბელ დას­ტურს ანად­გუ­რე­ბენ, ვა­ნად­გუ­რებთ. ერ­თ­ნი ხმა­უ­რი­ა­ნი, და­მან­გ­რე­ველ-გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი აფეთ­ქე­ბით და მე­ო­რე­ნი - შემ­ზა­რა­ვი დუ­მი­ლი­თა და ტო­ტა­ლუ­რი ნი­ჰი­ლიზ­მით, ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლო­ბით, კომ­ფორ­მიზ­მი­თა და მა­ა­მებ­ლო­ბით… სპო­ბენ, ვსპობთ.

 თით­ქოს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი, ვგრძნობ­დი, მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ სწო­რედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო გზის, Военнагрузинская дорога-ს გავ­ლა იყო სა­ჭი­რო, რომ შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი, ჩემ­თ­ვის პი­რა­დად, აწ­მ­ყოს ასე თვალ­ნათ­ლივ, ასე მკა­ფი­ოდ და და­უნ­დობ­ლად შერ­წყ­მო­და. სწო­რედ ამ გზამ, ამ მწვერ­ვა­ლებ­მა, ამ... ბუმ­ბე­რაზ­მა სა­ნა­ხა­ო­ბამ, შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლის და აი, ახ­ლა, ჩვენ დრო­ში, ამ წუ­თებ­ში, ჩვენს გარ­შე­მო, ჩვენს მი­ერ­ვე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის, შეც­დო­მე­ბის უპა­ტი­ებ­ლო­ბა მტკივ­ნე­უ­ლად მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა და არა პუშ­კი­ნი, არა ლერ­მონ­ტო­ვი, არა­მედ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე შე­მახ­სე­ნა. წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ დამ­ტ­კი­ცე­ბულ-გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ახ­ლა კი ასე­თი დე­ფი­ცი­ტურ-მი­ვიწყე­ბუ­ლი, ელე­მენ­ტა­რუ­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მის მა­რა­დი­უ­ლი აქ­ტუ­ა­ლო­ბის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო­ბა და­მიმ­ტ­კი­ცა.

ამ წე­რილს ვწერ და ორი დღის წინ გავ­ლი­ლი გზა, ხე­ო­ბა, და­თოვ­ლი­ლი მთე­ბი... აი, ახ­ლაც, თვალ­წინ მიდ­გას. მკა­ფი­ოდ ნაგ­რ­ძ­ნო­ბი წარ­სუ­ლი და შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად და­ნა­ხუ­ლი აწ­მ­ყო ახ­ლაც არ მას­ვე­ნებს. მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, გან­ც­დი­ლი ემო­ცი­ე­ბი, უნებ­ლი­ედ მომ­დ­გა­რი ცრემ­ლე­ბი... ჯერ კი­დევ მძაფ­რია და სწო­რედ ამი­ტომ, ალ­ბათ, ეს წე­რი­ლიც, შე­იძ­ლე­ბა, ზედ­მე­ტად პა­თე­ტი­კუ­რი გა­მო­მი­ვი­და, რის­თ­ვი­საც, იმე­დია, მა­პა­ტი­ებთ. მე ხომ თქვენ­თან ბო­ლომ­დე გუ­ლახ­დი­ლი ყო­ველ­თ­ვის ვი­ყა­ვი და დღე­საც ვრჩე­ბი.

 "მგზავ­რის წე­რი­ლებს" კი, ეტყო­ბა, გა­და­კითხ­ვა ხში­რად ჭირ­დე­ბა. უფ­რო სწო­რად, ჩვენ გვჭირ­დე­ბა, სა­სი­ცოცხ­ლოდ, სა­არ­სე­ბოდ, გა­და­სარ­ჩე­ნად... გვჭირ­დე­ბა.

ქეთევან იგნატოვა
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი