სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
15 დეკემბერი, 2014
1175
print

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტი: ქ. თბილისში ხევძმარის 1-ში მდებარე  ტერიტორიაზე  სამშენებლო სამუშაოების წარმოება 

             ქ.თბილისი                                                                                       11 დეკემბერი 2014 წ.

  1. სს გეს „საქრუსენერგო“  შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს  მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად  დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2); 

            ბ)   ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);

            გ)   ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);

დ) დასაშვებია წინასწარი გადახდა.   ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას .

            ე) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 5 საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 3,5% (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება). რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას.

ვ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებუ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

  • წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღით ადრე განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტიდან.
  • პრეტენდენტის მიერ შევსებული მშენებლობის ღირებულების კრებსითი და ლოკალური სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებები;
  • ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ბოლო 2 წლის (2013 -2014 წ.) განმავლობაში არანაკლებ 3 მილიონი ლარის ღირებულების ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელი მატერიალურ ტექნიკური ბაზის არსებობის შესახებ;
  • ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
  • ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
  • ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
  • წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემოთავაზებული ღირებულების 1%-ს ოდენობით (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება). რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინადადებების გახსნის ვადას. წარმოდგენილი საბანკო გარანტიებია უნდა იყოს უპირობო და მისი ანაზღაურება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნისთანავე.
  • შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებებვი რომელიც შეესაბამება საპროექტო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ მოცულობებს და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.

            3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2, სს გეს „საქრუსენერგო“-ს კანცელარია.

            4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2015  წ.  6 იანვრის 18 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

            5. განაცხადები შეფასდება 2014 წ. 6 იანვარს  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2, სს გეს „საქრუსენერგო“.

             6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.

            7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);

8. მიწოდება იწარმოებს  ფასებისა (კრებსითი და ლოკალური სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებების) და მიწოდების გრაფიკის (სამუშაოების წარმოების გრაფიკი) შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.

9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი  წარდგენის დღიდან.

10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს  მისი ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11. გამარჯვებულად მიიჩნევა  და  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

სრული ინფორმაცია იხილეთ სს გეს „საქრუსენერგო“-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.sakrusenergo.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

ტ. 595 99 44 48 – 595 00 33 33 – 5 95 59 70 70

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.