"რბი­ლი ძა­ლა"
12 დეკემბერი, 2014
1635
print

"რბი­ლი ძა­ლა"

 ზუ­რაბ გუ­რუ­ლი

 მი­სი­სი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­ნი­კუ­რი პრო­ფე­სო­რი

 1990 წელს, ამე­რი­კელ­მა პო­ლი­ტო­ლოგ­მა, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ჯო­ზეფ სა­მუ­ელ ნე­იმ თა­ვის მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში,

ამე­რი­კუ­ლი ძა­ლის ცვა­ლე­ბა­დო­ბის პრინ­ცი­პე­ბის აღ­წე­რი­სას, პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა ტერ­მი­ნი - "რბი­ლი ძა­ლა". 2004 წელს კი წიგ­ნ­ში - "მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში წარ­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი" - სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ე.წ. "რბი­ლი ძა­ლის კონ­ცეფ­ცია".

1451 წელს, ბო­ლო­ნი­ელ­მა ად­ვო­კატ­მა, რო­მა­უ­ლი იურის­პ­რუ­დენ­ცი­ის პრო­ფე­სორ­მა იპო­ლი­ტუს დე მარ­სი­ლის­მა პირ­ვე­ლად აღ­წე­რა ჩი­ნუ­რი "წა­მე­ბა წყა­ლით". პრინ­ცი­პი მარ­ტი­ვი გახ­ლ­დათ. უბე­დურ პა­ტიმ­რებს თო­კე­ბით ისე აბამ­დ­ნენ, რომ გან­ძ­რე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქო­ნო­დათ და შემ­დეგ ცივ ან თბილ წყალს მო­ნო­ტო­ნუ­რად აწ­ვე­თებ­დ­ნენ შუბ­ლ­ზე. შუბ­ლი გან­ზ­რახ იყო შერ­ჩე­უ­ლი, რად­გან პა­ტი­მა­რი ყო­ვე­ლი წვე­თის და­ცე­მას არა­მარ­ტო გრძნობ­და, არა­მედ ხე­დავ­და კი­დეც. ცხა­დია, შუბ­ლის ძვლის გახ­ვ­რე­ტას წლე­ბი და­ჭირ­დე­ბო­და ამ მე­თო­დით, მაგ­რამ ეს არც იყო სა­ჭი­რო. ტკი­ვი­ლამ­დე მი­სუ­ლი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­ნო­ტო­ნუ­რო­ბა მა­ნამ გა­და­იყ­ვან­და ჭკუ­ი­დან. ასე რომ, ჩი­ნე­ლე­ბის "რბი­ლი ძა­ლის კონ­ცეფ­ცი­ას" ბევ­რად უფ­რო გრძე­ლი ფეს­ვე­ბი აქვს.

2007 წელს, ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ჰუ­ძინ­ტა­ომ, პარ­ტი­ის მე-17 ყრი­ლო­ბა­ზე ტრი­ბუ­ნი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­უ­წო­და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს, რომ მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ "რბი­ლი ძა­ლის" პო­ლი­ტი­კა­ზე, რო­გორც სა­ში­ნაო, ასე­ვე სა­გა­რეო ას­პა­რეზ­ზე.

2010 წელს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტ­მა დმიტ­რი მედ­ვე­დევ­მა ასე­ვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა ამ კონ­ცეფ­ცი­ის და­მა­ტე­ბა ეროვ­ნუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის დოქ­ტ­რი­ნა­ში. რუს­მა დიპ­ლო­მა­ტებ­მა მას სხვა სა­ხე­ლი შე­ურ­ჩი­ეს: - "კულ­ტუ­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია".

2013 წელს კი, ტერ­მი­ნი "რბი­ლი ძა­ლა" ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სი­ით გა­მოჩ­ნ­და დოქ­ტ­რი­ნის ახალ ვერ­სი­ა­ში და გა­ნი­საზღ­ვ­რა რო­გორც - "სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო, კულ­ტუ­რუ­ლი, და ტრა­დი­ცი­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით".

ჯო­ზეფ სა­მუ­ელ ნე­ის ნამ­დ­ვი­ლად ეკუთ­ვ­ნის ტერ­მი­ნის შე­მომ­ღე­ბის პა­ტი­ვი, მაგ­რამ თა­ვად "რბი­ლი ძა­ლის" კონ­ცეფ­ცია ისე­თი­ვე ძვე­ლია, რო­გორც კა­ცობ­რი­ო­ბა. შორს რომ არ წა­ვი­დეთ, ამ მე­თო­დი­კას ბრწყინ­ვა­ლედ იყე­ნებ­და რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი ჟან­დარ­მე­რია და დიპ­ლო­მა­ტია კავ­კა­სი­ის დაპყ­რო­ბი­სას, ე.წ."შოლ­ტი­სა და შა­ქარ­ლა­მას" პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით. ასე ჩა­ა­ნაც­ვ­ლეს მძვინ­ვა­რე და სა­დის­ტი მმარ­თ­ვე­ლი ერ­მო­ლო­ვი რბი­ლად მო­უ­ბა­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მე­ფის­ნაც­ვა­ლი ვო­რონ­ცო­ვით. ქარ­თულ სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბას და თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბას სრუ­ლად შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბი რუ­სულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ამ­წე­სეს.

აკა­კი წე­რე­თელს აქვს აღ­წე­რი­ლი თა­ვის თავ­გა­და­სა­ვალ­ში, თუ რო­გო­რი სით­ბო­თი და პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყ­რო­ბოდ­ნენ პე­ტერ­ბურ­გ­ში ჩა­სუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი ვო­რონ­ცო­ვის ქვრივს. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ვალ­დე­ბუ­ლად თვლი­და თავს, რომ მას სწვე­ო­და და პი­რა­დად გა­მო­ე­ხა­ტა სა­კუ­თა­რი მად­ლი­ე­რე­ბა. თით­ქოს პა­რა­დოქ­სუ­ლია, რომ ამას წერს აკა­კი, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში წას­ვ­ლა­ზე ოც­ნე­ბობ­და, რა­თა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ქვე­ყა­ნას კონ­რად ვა­ლენ­რო­დი­ვით გა­მოდ­გო­მო­და.

ასე შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო შე­ნიღ­ბუ­ლი "რბი­ლი ძა­ლის" კონ­ცეფ­ცია ჭკვი­ა­ნი რუ­სი დიპ­ლო­მა­ტე­ბის მი­ერ. არა­და, სულ მცი­რე და­ფიქ­რე­ბაა სა­ჭი­რო, რომ გა­აც­ნო­ბი­ე­რო მი­სი აღ­მა­ტე­ბუ­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა ნე­ბის­მი­ერ "ხისტ ძა­ლა­ზე".

ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გად და ნათ­ლად მხო­ლოდ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მო­ა­ხერ­ხა და ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი უბე­დუ­რე­ბა ის გახ­ლ­დათ, რომ ილი­ას შუბ­ლ­ში ტყვია და­ა­ხა­ლეს და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო კი, რუ­სუ­ლი რბი­ლი ძა­ლის კონ­ცეფ­ცი­ით ტვინ­გა­მო­რეცხილ ქარ­თ­ველ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებს ჩა­ა­ბა­რეს. შე­დე­გიც ლო­გი­კუ­რი გახ­ლ­დათ. ის­ტო­რი­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი შო­რე­უ­ლი და ახ­ლო წარ­სუ­ლი­დან იმ­დე­ნია, რომ მა­თი სა­თი­თა­ოდ ჩა­მოთ­ვ­ლა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა შორს წაგ­ვიყ­ვანს; ამი­ტომ და­ვუბ­რუნ­დეთ ამ კონ­ცეფ­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სულ ვერ­სი­ებს.

პრო­ფე­სორ­მა ნე­იმ თა­ვის ნაშ­რომ­ში ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ რბილ ძა­ლას გარ­კ­ვე­უ­ლი შეზღუდ­ვე­ბიც აქვს და ზოგ­ჯერ ხისტ ძა­ლას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია. ეს მარ­ტი­ვი აქ­სი­ო­მა გახ­ლავთ. თა­ნა­მედ­რო­ვე დიპ­ლო­მა­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბი სწო­რედ ამ ორი ძა­ლის ეფექ­ტუ­რი ჩა­ნაც­ვ­ლე­ბის კონ­ცეფ­ცი­ებ­ზეა აგე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტ­მა პუ­ტინ­მა სა­დის­ტუ­რად გა­ა­ნად­გუ­რა ჩეჩ­ნე­თი, ხის­ტი ძა­ლა სწრა­ფად ჩა­ა­ნაც­ვ­ლა კა­დი­რო­ვის პრო-რუ­სუ­ლი კლა­ნის შექ­მ­ნით. ეს მან იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად მო­ა­ხერ­ხა, რომ ეროვ­ნე­ბა "ჩე­ჩე­ნი" სის­ხ­ლის­მ­ს­მე­ლი ტე­რო­რის­ტის სი­ნო­ნი­მად იქ­ცა მთელ მსოფ­ლი­ო­ში; თა­ვად პუ­ტი­ნი კი, წლის ადა­მი­ა­ნად გა­მო­აცხა­და ამე­რი­კულ­მა ჟურ­ნალ­მა "Time".

2003 წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ საკ­მაო წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია რუ­სულ რბილ ძა­ლას­თან და­პი­რის­პი­რე­ბით. მათ ზუს­ტად ანა­ლო­გი­უ­რი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნეს ამი­სათ­ვის. ამ­ჟა­მად მას­ხ­რად აგ­დე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი რი­ტო­რი­კა, ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა და ახა­ლი დატ­ვირ­თ­ვის მი­ცე­მა; მხედ­რუ­ლი სუ­ლის აღორ­ძი­ნე­ბა; თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის გა­და­ხედ­ვა და ჩას­წო­რე­ბა; ეროვ­ნუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის შექ­მ­ნა; რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი არ­ხე­ბის აკ­რ­ძალ­ვა და რუ­სულ კულ­ტუ­რას­თან ასო­ცი­რე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნა - ეს ის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბია, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი "რბი­ლი ძა­ლის" კონ­ცეფ­ცი­ის ქვა­კუთხე­დი გახ­და და ეფექ­ტუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და რუ­სულს. იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად, რომ რუ­სეთ­მა წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და "ხის­ტი ძა­ლა" გა­მო­ი­ყე­ნა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ველ "ექ­ს­პერ­ტებს" კო­მი­კუ­რად მი­აჩ­ნი­ათ იმ ფაქ­ტის აღ­ნიშ­ვ­ნა, რომ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ქარ­თუ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე, სა­დაც ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნას "რბი­ლი ძა­ლის კონ­ცეფ­ცია" უდევს სა­კუ­თა­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვარ პრინ­ცი­პად, რუ­სეთ­მა თა­ვი­სი­ვე დოქ­ტ­რი­ნა და­არ­ღ­ვია და იარა­ღი გა­მო­ი­ყე­ნა.

ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ეს აგ­რე­სია უმ­ძ­ლავ­რეს უკუ-ეფექტს გა­მო­იწ­ვევ­და და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის "რბი­ლი ძა­ლა" გა­ათ­მაგ­დე­ბო­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი, რუ­სუ­ლი "რბი­ლი ძა­ლის" სა­შუ­ა­ლე­ბით ტვინ­გა­მო­რეცხილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ეს ეფექ­ტი უპი­რო­ბოდ გა­ა­ნე­იტ­რა­ლა.

2008 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა. ქარ­თ­ველ­მა სამ­ხედ­რომ გა­და­ლა­ხა უდი­დე­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბა­რი­ე­რი და სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად იარა­ღით და­უ­პი­რის­პირ­და უზარ­მა­ზარ იმ­პე­რი­ას. ეს იყო იმ­დე­ნად მძლავ­რი ფაქ­ტო­რი, რომ რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის "რბი­ლი ძა­ლის" არ­სე­ნა­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რჩე­ბო­და; მაგ­რამ…

ქარ­თუ­ლი "რბი­ლი ძა­ლის" კონ­ცეფ­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა ეფექ­ტუ­რად და­იწყო კო­ა­ლი­ცი­ამ "ოც­ნე­ბა".

კო­ა­ლი­ცი­ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეროვ­ნუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის ანუ­ლი­რე­ბა და უპი­რო­ბო კა­პი­ტუ­ლა­ცია გახ­ლ­დათ. ოკუ­პან­ტის ბა­ზარ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა, ე.წ. კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის აღ­დ­გე­ნა, რუ­სუ­ლად მა­უწყე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის შეწყ­ვე­ტა და ა.შ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სუ­ლი "რბი­ლი ძა­ლის" ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხელ­წო­დე­ბას რუ­სუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის დოქ­ტ­რი­ნა­ში "კულ­ტუ­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია" ჰქვია. ბრწყინ­ვა­ლედ გა­ი­თა­მა­შა რუ­სულ­მა დაზ­ვერ­ვამ ქარ­თულ-რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის ენ­დ­შ­პი­ლი. ე.წ. "კულ­ტუ­რუ­ლი დე­სან­ტიც" არა­ერ­თხელ გად­მოს­ვეს დი­დი წარ­მა­ტე­ბით და ქარ­თ­ვე­ლი კულ­ტუ­რო­სა­ნი რე­ნე­გა­ტე­ბიც ტაშ-ფან­დუ­რი­თა და ცეკ­ვა-სიმ­ღე­რით ჩა­ა­პორ­წი­ა­ლეს მოს­კოვ­ში.

რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის გავ­ლე­ნის აგენ­ტუ­რამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის გა­მო­თაყ­ვა­ნე­ბა იმ დო­ნე­ზე მო­ა­ხერ­ხა, რომ ამ­ჟა­მად კა­მა­თი იმა­ზე კი არ მი­დის, უხერ­ხუ­ლია თუ არა ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას­თან ნე­ბის­მი­ერ დო­ნე­ზე თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, არა­მედ იმა­ზე, ერ­თ­მა­ნეთ­თან კავ­შირ­შია თუ არა პო­ლი­ტი­კა და კულ­ტუ­რა, ან თუნ­დაც, სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა. ბო­ლო მა­გა­ლი­თად თბი­ლის­ში ან­შ­ლა­გით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რუ­სი მომ­ღერ­ლის, გრე­გო­რი ლეფ­სის კონ­ცერ­ტიც კმა­რა. უაღ­რე­სად სიმ­ბო­ლუ­რი გახ­ლ­დათ ის ფაქ­ტი, რომ ამე­რი­კა­ში და და­სავ­ლე­თის წამ­ყ­ვან ქვეყ­ნებ­ში კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­საც აკ­რ­ძა­ლუ­ლი აქვს იქ შეს­ვ­ლა, დი­დი წარ­მა­ტე­ბით ატა­რებს კონ­ცერტს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სწო­რედ ეს გახ­ლავთ რუ­სუ­ლი "რბი­ლი ძა­ლის" და­მან­გ­რე­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა. ქარ­თ­ვე­ლებ­მა სა­კუ­თა­რი მოქ­მე­დე­ბით კი­დევ ერ­თხელ და­უ­დას­ტუ­რეს მსოფ­ლი­ოს, რომ მა­თი მენ­ტა­ლუ­რი ად­გი­ლი რუ­სულ იმ­პე­რი­ა­შია.

ზურაბ გურული
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი