"დინამომ" სუპერთასი მოიგო, ჩისკომ - "დინამო"
11 დეკემბერი, 2014
1225
print

საქართველოს სუპერთასი "დინამო არენაზე" წუთიერი დუმილით გაიხსნა. გულშემატკივარმა პატივი მიაგო "დინამოს" სტადიონის არქიტექტორის გია ქურდიანის ხსოვნას.

საქართველოს სუპერთასი საშუალო ტემპში დაიწყო. მეოცე წუთზე საბა ლობჟანიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ვერ ისარგებლა მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომით. მანამდე დეკანოიძე ურტყავდა სახიფათოდ დინამოელთა კარისკენ. პირველი ტაიმის შუაში დინამოელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, ჩიხურას კართან ზედიზედ რამდენჯერმე კუთხურიც მოაწოდეს, თუმცა უშედეგოდ.  მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დაიწყო. 57- ე წუთზე ჩიხურამ თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთთან თეიმურაზ ღონღაძე მივიდა, მისი დარტყმული კი ხარიხას გადასცდა. 10 წუთის შემდეგ დინამოელთა კომბინაციას გიორგი პაპუნაშვილი ასრულებდა კარში დარტყმით. ბურთი მეკარემ მოიგერია. რამდენიმე წუთში ცინცაძემ ასრულებდა საჯარიმო დარტყმას ტექნიკურად. მაქსიმე ქვილითაიამ ამ შემთხვევაშიც ზუსტად ითამაშა. თბილისელთა მომდევნო შეტევაც ძალიან სახიფათო გამოდგა, ჯერ გიორგი პაპუნაშვილი არტყავდა კარისკენ, შემდეგ კი საბა ლობჟანიძე, მაგრამ ბურთი საჩხერელთა მცველმა კუთხურზე მოიგერია. ლაშა პარუნაშვილის ტექნიკური და მოჭრილი დარტმა მე-80-ე წუთზე ოდნავ ასცდა ჩიხურას კარის ცხრიანს. მომდევნო შეტევაში კი მუმლაძის დარტყმა მოიგერია ხარიხამ. შეხვედრის ბოლო წუთზე მათე ცინცაძის შორიდან ჩაწოდებული ბურთი შოთა კაშიამ გამოიტანა, ბურთს კი ჩისკომ თავი შეაგება და ჩვენი გუნდის კაპიტანმა ლამაზი დარტყმით 2014 წლის საქართველოს სუპერთასი "დინამოს" არგუნა.

მატჩის დასრულების შემდეგ "დინამომ" გულშემატკივართან და ხელმძღვანელობასთან ერთად იზეიმა გამარჯვება. თბილისურ კლუბს ტიტული სფფ-ს ვიცე პრეზიდენტებმა ალექსანდრე ჩივაძემ და გია ფირცხალავამ გადასცეს.

...ჩისკომ კი ლურჯ-თეთრი გუნდის შემადგენლობაში პროფესიული კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა და კაპიტნის სამკლავური ახალგაზრდა ნიკა ჭანტურიას გადასცა.

ესპანელი ფორვარდი სამნახევარი სეზონის განმავლობაში იცავდა დედაქალაქური გუნდის ღირსებას. "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა 127 შეხვედრაში 78 გოლი გაიტანა. ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. ორჯერ ჩემპიონობა იზეიმა და ამდენივეჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასი აღმართა. მისი მდიდარი კარიერის ბოლო აკორდი კი საქართველოს სუპერთასი გახდა. ტიტული, რომელიც "დინამომ" მეექვსედ მოიპოვა. დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, სფფ-ს წარმომადგენლებმა და "ჩიხურას" ხელმძღვანელობამ ჩვენი გუნდის 28 ნომერს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. დინამოს 28-ნომრიანი მაისურა კი სამუდამოდ გადავიდა ესპანელის მფლობელობაში.

სუპერთასის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე საჩხერელთა და დინამოელთა მწვრთნელები სოსო ფრუიძე და კახა გოგიჩაიშვილი წარსდგნენ.

სოსო ფრუიძე:  პირველ რიგში ვულოცავ კახას ამ ტიტულს. გუშინ აღვნიშნე, რომ ფინალში სხვა "დინამო" იქნებოდა. უფრო მობილიზებული და მონდომებულიც. ეს თამაშმაც დაამტკიცა და ჩვენი ვერგატანილი პენალტის მიუხედავად ვიტყვი, რომ "დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

კახა გოგიჩაიშვილი: მადლობა კოლეგას და ჩემი მხრიდანაც წარმატებებს ვუსურვებ "ჩიხურას" მომავალში. ჩემი ფეხბურთელების მხრიდან იყო განწყობაც და მონდომებაც. ვფიქრობ, სანახაობრივი შეხვედრა ვნახეთ. ნაწილობრივ გაგვიმართლა, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელია. მინდა ყველას მივულოცო დამსახურებული წარმატება. მადლობა ფეხბურთელებს და ჩვენს გულშემატკივარს. ბიჭებისთვის ეს გამარჯვება სტიმულია და წარმატებებს ვუსურვებ მათ.

საქართველოს სუპერთასი

"დინამო"  1:0  "ჩიხურა"

გოლი: 1:0 ჩისკო 90’

გაფრთხილება: თოთაძე 49’  ოდიკაძე 57’  ცინცაძე 75’ 

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, გველესიანი, ჭანტურია, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯანელიძე (ჩირგაძე 63), ლობჟანიძე (შერგელაშვილი 79), პაპუნაშვილი, ჩისკო (პაპავა 90)

ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ჭელიძე, ქიმაძე, სიხარულია (მუმლაძე 46), კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე

მსაჯი: ა. კრიჭაშვილი

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი