ლიგა თებერვლამდე დაგვემშვიდობა
11 დეკემბერი, 2014
1233
print

აკაკი ურუშაძე

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. უმოტივაციო ”ჩელსიმ” და ”ბაიერნმა” ”სპორტინგი” და ცსკა ფლეი ოფში არ გაუშვეს,”ბარსელონამ” 1/8 ფინალის საგზური პირველი ადგილიდან მოიპოვა. 1/8 ფინალის კენჭისყრა 15 დეკემბერს ნიონში თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება.

E ჯგუფი 

რომა” - ”მანჩესტერ სიტი” 0:2 

რომაელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდათ, მაშინ,როდესაც ინგლისელებს არა თუ უნდა მოეგოთ არამედ იმის იმედზე ყოფილიყვნენ,რომ  ცსკა მიუნხენში დამარცხდებოდა. შეხვედრის დასაწყისი მასპინძლების იყო.ფრანჩესკო ტოტის გადაცემის შემდეგ ხოსე ოლებასი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ვერ გაიტანა. მორიგი სახიფათო მომენტი ჟერმინიოს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა კარს ასცდა. მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ და ამან შედეგიც გამოიღო 60-ე წუთზე ნასრიმ შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. გაშვებული ბურთის შემდეგ მასპინძლები მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ. ყველაზე რეალური შანსი კოსტას მანოლისს ჰქონდა, რომლის თაურიც ძელს მოხვდა. 87-ე წუთზე კი სტუმრების კონტრშეტევა გოლით დასრულდა ნასრის გადაცემის შემდეგ საბალეტამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბაიერნი” - ცსკა 3:0 

მოსკოველთა იმედები არ გამართლდა ”ბაიერნმა”, რომელსაც კარგა ხნით ადრე ჰქონდა გარანტირებული ფლეი ოფის საგზური მეტოქე არც გუშინ დაინდო. 17-წუთზე ტომას მიულერმა პენალტი გაიტანა, რომელიც ფრენკ რიბერის წაქცევისთვის დაინიშნა. მოსკოველთა მეკარე აკინფეევმა კი ანტირეკორდი დაამყარა ზედიზედ 27-ე გოლი გაუშვა ლიგაზე. მეორე ტაიმში მოედანზე რიბერი და ლევანდოვსკი გამოჩნდნენ. შეხვედრის სცენარი არ შეცვლილა გერმანელები უტევდნენ და არაერთხელ შეეძლოთ მოსკოველთა კარის აღება. 84-ე წუთზე როდემ შვაინშტაიგერის პასით ისარგებლა და ანგარიში ორამდე გაზარდა.შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე მარიო გიოტცემ დააფიქსირა -3:0.

F ჯგუფი

ბარსელონა” - ”პარი სენ ჟერმენი” 3:1

გუშინდელი დღის ყველაზე სანახაობრივი მატჩი ”ნოუ კამპზე” გაიმართა. კატალონიელებს  ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად აუცილებლად უნდა მოეგოთ,რაც წარმატებით განახორციელეს. თუმცა პირველი გოლის გატანა სტუმრებმა მოახერხეს,გოლი კატალონიელთა კარში  15-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეაგდო.ფრანგთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა უკვე ოთხ წუთში მესიმ წონასწორობა აღადგინა და სალიგო გოლების რაოდენობა სამოცდათხუთმეტამდე გაზარდა.ამის შემდეგ სტუმრებსაც ჰქონდათ,რამოდენიმე სახიფათო მომენტი,მაგრამ კავანიმ და ლუკასმა ვერ შეძლეს კარის აღება.შეხვედრის 42-ე წუთზე კი ნეიმარმა 25 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით წარიმართა, ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა,მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ბურთი ლუის სუარესმა გაიტანა.

აიაქსი” - აპოელი 4:0

ამ შეხვედრის მონაწილეებს მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურის მფლობელი უნდა გაერკვიათ.ჰოლანდიელებს ფრეც აძლევდათ ხელს,მაგრამ მასპინძლებს სულაც არ უფიქრიათ მხოლოდ საკუთარი კარის დაცვაზე,უფრო მეტიც მთელი შეხვედრა კვიპროსელთა ნახევარზე გაატარეს და არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს,თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გატანეს,ტაიმის მიწურულს ეს შენემ მოახერხა.მეორე ტაიმში ამსტერდამელებმა კიდევ სამი ბურთი შეუგდეს სტუმრებს,გოლები მილეკმა,შენემ და კლასენმა გაიტანეს.

G ჯგუფი

ჩელსი” - ”სპორტინგი” 3:1

პორტუგალიურ გუნდს ლონდონში 3000 გულშემატკივარი ჩაჰყვა იმის იმედად, რომ მათი გუნდი ფრეს მაინც გაახეხებდა და ფლეი-ოფის საგზურს მოიპოვებდა.თუმცა უმოტივაციო ”ჩელსიმ” მათ ამის გაკეთება არ დაანება და უკვე შეხვედრის 16-ე წუთზე ორი ბურთით უგებდა სტუმრებს,გოლები ფაბრეგასმა და შულრემ გაიტანეს 8-ე და 16-ე წუთებზე. მეორე ტაიმის დასაწყიში სილვამ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშში სხვაობა და იმედი ჩაუსახა ”ლომების” გულშემატკივრებს, თუმცა ექვსი წუთის შემდეგ ლონდონელმა მიკელმა მესამე შეაგდო და პორტუგალიელთა ოცნებაც აქ დასრულდა. ასპარეზობას ისინი ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ.

მარიბორი” - ”შალკე” 0:1

გერმანელებს აუცილებლად უნდა მოეგოთ გუშინდელი შეხვედრა და იმის იმედზე ყოფილიყვნენ,რომ ”სპორტინგი” ლონდონში დამარცხდებოდა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გერმანელებს სურდათ. 62-ე წუთზე მაიერის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მათ მოსაგები მოიგეს, ხოლო ”სპორტინგი” დამარცხდა.

თებერვალში ”შალკე” ფლეი ოფში ითამაშებს.

H ჯგუფი

ატლეტიკი” - ბატე 2:0

ეს გუნდები ევროპის ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობას არკვევდნენ.მასპინძლებს ფრეც ჰყოფნიდათ ევროპის რანგით მეორე საფეხბურთო ტურნირზე მოსახვედრად. როგორც მოსალოდნელი იყო ბასკებს არ გასჭირვებიათ ჯგუფის აშკარა აუტსაიდერის დამარცხება.უკვე შეხვედრის 6-ე წუთზე ანგარიში ბილბაოელმა სან-ხოსემ გახსნა. თამაში ცალ კარში მიდიოდა,თუმცა მეორე ბურთის გატანა მასპინძლებმა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს 88-ე წუთზე მოახერხეს, გოლი სუსაეტამ გაიტანა.

პორტუ” - ”შახტარი” 1:1

გუშინდელი სათამაშო დღის ერთადერთი შეხვედრა,რომლის არცერთ მონაწილეს არაფერი სჭირდებოდა. პორტუგალიელები პირველი ადგილით უკვე გასულები იყვნენ შემდეგ ეტაპზე, ხოლო დონეცკელები მოგების შემთხვევაშიც კი მეორე ადგილზე რჩებოდნენ. ანარიში 50-წუთზე  სტუმრებმა გახსნეს სტეპანენკოს დარტყმის შემდეგ,შეხვედრის 87-ე წუთზე კი მასპინძელთა მხრიდან გოლი აბუბაქარმა გაიტანა.

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი