”ლივერპული” ლიგიდან ევროპის ლიგაზე გადაბარგდა
10 დეკემბერი, 2014
1290
print

აკაკი ურუშაძე 

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ლიგაზე დაბრუნებული ”ლივერპული” ტურნირს მინიმუმ მომავალ წლამდე დაემშვიდობა,ინგლისელთა ბედი ”გაზპრომის” ”ზენიტმაც” გაიზიარა, ”რეალმა” კი ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო.

A ჯგუფი

ოლიმპიაკოსი” - ”მალმიო” 4:2

ბერძნებს გუშინდელი შეხვედრა აუცილებლად მოსაგები ჰქონდათ, როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო,შვედების კართან რამოდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა,მაგრამ ბრწყინვალედ თამაშობდა სტუმართა მეკარე ოლსენი. თუმცა 22-ე წუთზე მანაც ვერ უშველა საკუთარ გუნდს და ფუსტერმა ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა,მასპინძლები კვლავ უტევდნენ, თუმცა 59-ე წუთზე გაეპარათ შვედთა იშვიათი კონტრშეტევა და კროონმა ანგარიში გაათანაბრა. პირეოსელებმა მალევე შეძლეს წინ გასვლა მათმა არგენტინელმა ლეგიონერმა დომინგესმა 63-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახადა. 81-წუთზე სტუმრებმა კვლავ გაათანაბრეს ანგარიში გოლი როზენბერგმა გაიტანა,სამ წუთში მასპინძლები კვლავ წინ გავიდნენ გოლი სტუმართა კარში მიტროღლუმ გაიტანა,შეხვედრის სააბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა აფელაიმ დააფიქსირა-4:2. გამარჯვების მიუხედავად ბერძნები ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩნენ და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ.

იუვენტუსი” - ”ატლეტიკო” 0:0

მადრიდელებს,რომელთაც განაღდებული ჰქონდათ 1/8 ფინალის საგზური ამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ არ წაეგოთ და პირველი ადგილიდან გასულიყვნენ შემდეგ ეტაპზე. მიუხედავად იმისა,რომ პირველი ტაიმის განმავლობაში ბურთს ტურინელები აკონტროლებდნენ სახიფათო მომენტები მათ კართან იქმნებოდა და ბუფონსაც რამოდენიმეჯერ მოუწია საკუთარი კარის გადარჩენა. მასპინძლებმა მხოლოდ მეორე ტაიმში შეაწუხეს სერიოზულდ ესპანელთა კარის დარაჯი მოია,როდესაც მან ვიდალის დარტყმა მოიგერია ,შემდეგ კი პოკბას აუღო.მიუხედავად იტალიელთა მცდელობისა შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

B ჯგუფი

რეალი” - ”ლუდოგორეცი” 4:0

როგორც მოსალოდნელი იყო მადრიდელებმა იოლად ,ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე დაამარცხეს ბულგარელები. ანგარიში პენალტით რონალდუმ გახსნა,რითაც ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობა სამოცდათორმეტამდე გაზარდა, 38-წუთზე კი ტონი კროსის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი გარეტ ბეილიმ თავური დარტყმით მეტოქის კარში მოათავსა და შესვენებაზე მადრიდელები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცლილა მადრიდელები კვლავ უტევდნენ მეტოქის კარს და პირველ ტაიმში გატანილ ორ ბურთს კიდევ ორი მიუმატეს,გოლები  ალბეროამ და მედრანმა გაიტანეს 80-ე და 88-ე წუთებზე.”რეალმა” ჯგუფში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო,ხოლო ყველა ტურნირში გამარჯვებების სერია ცხრამეტამდე გაზარდა.

ლივერპული” - ”ბაზელი” 1:1

ამ მატჩის წინ ინგლისელები ორი ქულით ჩამორჩებოდნენ ”ბაზელს” და ფლეი-ოფში მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. პირველ ტაიმში ინგლისელებს არაფერი გამოსდიოდთ,უფო მეტიც შვეიცარიელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და 25-ე წუთზე ფრეიმ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში მასპინძელთა მწვრთნელმა მოედანზე მარკოვიჩი და მორენო გამოუშვა,თუმცა ”მერსისაიდელებს” ამან ხეირი ვერ მოუტანა.60-ე წუთზე კი მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახდა მოედნიდან შეცვლაზე შემოსული მარკოვიჩი გააძევეს.ამის შემდეგ,როცა ყველას ეგონა,რომ ”ლივერპულის” ბედი გადაწყვეტილი იყო სტივენ ჯერარდმა შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა,როდესაც 81-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ”ცხრიანში” მოათავსა.დარჩენილ დროში მასპინძლები მთელი ძალებით გადავიდნენ შეტევაზე,თუმცა სტუმრებმა ბოლომდე გაუძლეს და დამსახურებულად გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. ”ლივერპული” კი ამ ევროსეზონში ევროპის ლიგას უნდა დასჯერდეს.

C ჯგუფი

ბენფიკა” - ”ბაიერი”0:0

ლისაბონში ნათამაშები ფრის შემდეგ  ლევერკუზენელებმა პირველი ადგილი ჯგუფში ”მონაკოს” დაუთმეს. უმოტივაციო მასპინძლები მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოვიდნენ. თუმცა თავიდანვე შეუტიეს და საკუთარ კარს მიაჯაჭვეს სტუმრები.გერმანელები,რომელთაც ასევე აკლდათ ძირითადის ექვსი მოთამაშე ცდილობდნენ შეეტიათ მასპინძელთათვის,მაგრამ დაცვა და მეკარე არტური მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. მეორე ტაიმში,როდესაც ცნობილი გახდა,რომ ”მონაკო” იგებდა და ”ბაიერი” პირველ ადგილს ჰკარგავდა გერმანელთა მწვრთნელმა მოედანზე გუნდის ლიდერი კორეელი სონ ჰინ მინი შეუშვა,თუმცა სტუმრებს ამანაც ვერ უშველა და ახლა ფლეი-ოფში სავარაუდოდ,რომელიმე ევროპულ გრანდთან მოუწევთ დაპირისპირება.

მონაკო” - ”ზენიტი” 2:0 

პეტერბურგელებს მეორე ეტაპზე მოსახვედრად მონაკოში სამი ქულის აღება ესაჭიროებოდათ.შეხვედრაც მათი უპირატესობით დაიწყო, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა,რაც შეეხებათ მასპინძლებს ისინი ძირითადად საკუთარი კარის დაცვაზე ზრუნავდნენ და პირველ ტაიმში ხეირიანად არც შეუწუხებიათ პეტერბურგელთა კარის დარაჯი. მეორე ტაიმში მასპინძლები უფრო გააქტიურდნენ და ხშირად უტევდნენ სტუმართა კარს,რამაც 63-ე წუთზე შედეგი გამოიღო,როდესაც ფერნანდო-კარასკოს ჩაკიდებულ ბურთს აბდენურმა თავი დაუხვედრა და ანგარიში გახსნა.გაშვებული გოლის შემდეგ ”ზენიტი” მთელი გუნდით შეტევაში წავიდა,თუმცა ხეირიანი ვერაფერი შექმნეს მეტოქის კართან და უფრო მეტიც 89-ე წუთზე  ფაბიანოსგან მეორე გოლი მიიღეს საკუთარ კარში.

D ჯგუფი

გალათასარაი” - ”არსენალი” 1:4

პირველ ადგილზე გადასასვლელად ლონდონელებს სტამბოლში ექვსბურთიანი სხვაობით გამარჯვება ესაჭიროებოდათ.შეხვედრა ისე დაიწყო,რომ თითქოს მათ ამის გაკეთება არ უნდა გასჭირვებოდათ.უკვე შეხვედრის 3-ე წუთზე ლუკაშ პოდოლსკიმ ანგარიში გახსნა,11-წუთზე კი რამზიმ სტუმართა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.ამის შემდეგაც  ვენგერის შეგირდები არ გაჩერებულან და კიდევ რამოდენიმე მომენტი შექმნეს თურქთა კართან.შეხვედრის 29-ე წუთზე კი რამზიმ დუბლი შეასრულა და ეს მის მიერ თურქულ კლუბებთან ჩატარებულ ექვს შეხვედრაში მეექვსე გოლი აღმოჩნდა. მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და ვესლი სნაიდერმა შეძლო ერთი გოლის გაქვითვა,თუმცა მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში პოდოლსკიმ დუბლი შეასრულა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.

ბორუსია” - ”ანდერლეხტი” 1:1

”დორტმუნდელებს” ჯგუფში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ერთი ქულაც ეყოთ უმოტივაციო ”ანდერლეხტთან.”შეხვედრა გერმანელთა შეტევებით დაიწყო და უკვე  4-ე წუთზე ბელგიელთა მეკარე სილვიო პროტომ ჩირო იმობილეს უძლიერესი დარტყმა მოიგერია,ამას ბელგიელებმა საპასუხო შეტევით უპასუხეს,მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულ მიტროვიჩს მასპინძელთა მეკარემ აჯობა.მეორე ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ მხიტარიანმა და კაგავამ კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს,თუმცა 58-ე წუთზე მასპინძელთა იტალიელმა ლეგიონერმა  იმობილემ ლიგის წლევანდელ გათამაშებაში თავის მეოთხე გოლი გოლი გაიტანა.იტალიელს კიდევ შეეძლო გატანა,მაგრამ პროტომ აჯობა.შეხვედრის მიწურულს გერმანელები მოეშვნენ და 84-წუთზე მიტროვიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სიახლეები
23 მარტი 12:33 კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე