რონალდუს მეორასე გოლი, სარეკორდო ჰეთ თრიკი და მესის პასუხი
08 დეკემბერი, 2014
1338
print

აკაკი ურუშაძე

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ ლიგის მონაწილეებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართეს. ”ჩელსის” წაუგებელი სერია ”ნიუკასლმა” შეწყვიტა, ”რეალმა” და ”ბარსელონამ” რონალდუსა და მესის ჰეთ თრიკების წყალობით მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს, ”ბაიერნმა” კი პრინციპულ მატჩში ”ბაიერი” დაამარცხა.

A ჯგუფი

ხოსე-მარია ჰიმენესისა და მარიო მანჯუკიჩის გოლებმა ”ატლეტიკოს” ზედიზედ მესამე მატჩი მოაგებინეს პრიმერაში. მადრიდელებმა ამჯერად სტუმრად ”ელჩე” დაამარცხეს-2:0.

ფლორენციაში ნათამაშები ნულოვანი ფრის მიუხედავად ”იუვენტუსი” მაინც ლიდერობს იტალიის ჩემპიონატს და სამი ქულით უსწრებს მდევარ ”რომას.” ”ოლიმპიაკოსმა” სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა ”იანინასთან” და ოთხი ქულით ჩამორჩება ლიდერ პაოკს.

”მალმიოს” არ უთამაშია.

B ჯგუფი

”რეალმა” ზედიზედ მეთვრამეტე შეხვედრა მოიგო,მადრიდელებმა ”სელტა” 3:0 დაამარცხეს. კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთ თრიკი შესარულა და პრიმერადივიზიონში უკვე ორასი გატანილი გოლი დაუგროვდა.

მატიას დელგადოს დუბლი დაეხმარა ”ბაზელს”  ”ლუცერნის” დაამარცხებაში (3:0). ”ლივერპულმა” საკუთარ ”ენფილდზე” 0:0 ითამაშა ”სანდერლენდთან.” ”ლუდოგორეცმა” სტუმრად 4:0 დაამარცხა სტარო-ზაგორას ”ბეროე” და აგრძელებს საჩემპიონო დავას ლიდერ სოფიის ცსკა-სთან. გამარჯვებულთაგან ორი გოლი ვირჯილ მესიჯანმა გაიტანა.

C ჯგუფი 

მიუნხენში მინიმალური ანგარიშით(0:1) დამარცხების შემდეგ ”ბაიერი” სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას ინარჩუნებს და ლიდერ ”ბავარიას” ცამეტი ქულით ჩამორჩება.

დიმიტარ ბერბატოვის დუბლის წყალობით ”მონაკომ” სტუმრად ”ტულუზა” დაამარცხა(2:0).

”ზენიტმა” პეტერბურგში ”კრასნოდარი” 4:0 გაანადგურა და შვიდი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ცსკას.

”ბენფიკა” ინარჩუნებს პორტუგალიის ჩემპიონატში ლიდერობას, ამჯერად მათ ”ბელენენსეშს” მოუგეს-3:0.

D ჯგუფი  

ილქაი გიუნდოგანმა 2013 წლის აპრილის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა დორტმუნდელთა მაისურით და მინიმალური გამარჯვება მოუტანა ”ბორუსიას” ”ჰოფენჰაიმთან”,ამ გამარჯვებით დორტმუნდელებმა სატურნირი ცხრილის ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

”არსენალმა” პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე შეხვედრა წააგო,ისინი სტუმრად ”სტოკ სიტისთან” დამარცხდნენ(2:3).

”ანდერლეხტმა” მოულოდნელად 2:4 წააგო ”მუსკრონთან” და ლიდერ ”ბრიუგეს” ოთხი ქულით ჩამორჩება.

”ბელეიდესპორის” 2:1 დამარცხების შემდეგ ”გალათასარაი” ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ”ბეშიქთაშს.”

E ჯგუფი 

”ბაიერნმა” ”ალიანს არენაზე” 1:0 მოუგო ლევერკუზენის  ”ბაიერს.” ფრენკ რიბერიმ მიუნხენელთა მაისურით მეასე გოლი გაიტანა.

კომპენსირებულ დროში გატანილი გოლის წყალობით ”რომამ” ფრედ 2:2 ითამაშა ”სასუალოსთან” და ტურინის ”იუვენტუსს” სამი ქულით ჩამორჩება.

”მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო ”ევერტონს.”

აჰმედ მუსას ერთადერთმა გოლმა სტუმრად მოაგებინა ცსკას-ს  კრასნოდარში ”ყუბანთან.” არმიელები ახლა მეორე ადგილზე არიან და ”ზენიტს” შვიდი ქულით ჩამორჩებიან.

F ჯგუფი

”პარი სენ ჟერმენმა”  ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლის წყალობით 2:1 მოუგო ”ნანტს.” მესის ჰეთ თრიკი დაეხმარა ”ბარსელონას” თანაქალაქელი ”ესპანიოლის” განადგურებაში - 5:1.

”აიაქსმა” იოლად 5:0 დაამარცხა ”ვილემი.”

აპოელმა 2:1 მოუგო ”ანართოსისს.” აღსანიშნავია, რომ ნიქოზიელებს თორმეტ ტურში მხოლოდ ორი გოლი აქვთ გაშვებული.

G ჯგუფი

”ჩელსიმ” მიმდინარე  ჩემპიონატში პირველი შეხვედრა წააგო. ”არისტოკრატები” სტუმრად ”ნიუკასლთან” დამარცხდნენ(1:2).

”სპორტინგმა” გასვლაზე 3:1 მოუგო ”ბოავიშტას.”

ერიკ-მაქსიმ შუპო-მოტინგას ჰეთ თრიკის წყალობით ”შალკემ”  სტუმრად  4:0 მოუგო ”შტუტგარტს.”

”მარიბორმა” 4:1 დაამარცხა ”რადოვრე.”  

H ჯგუფი

”პორტუმ” 3:0 სძლია ”აკადემიკას.” გუნდის ლიდერმა ჯექსონ მარტინესმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

”გოვერლას” 5:1 განადგურების მიუხედავად ”შახტარი” კვლავ მეორე ადგილზეა უკრაინის ჩემპიონატში და ლიდერ  კიევის ”დინამოს” ხუთი ქულით ჩამორჩება. ბილბაოს ”ატლეტიკის” ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია  ”კორდობასთან” შეწყდა(0:1). ბელორუსის ჩემპიონატი დასრულებულია და გაჩემპიონებული ბატე ლიგის წინ ისვენებდა.

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი