სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
08 დეკემბერი, 2014
996
print

სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

სერვერული, მონაცემთა შენახვის სისტემის და პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირს (წარმოდგენილი საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში,  სააგენტო ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმრათველობის დანერგვა ადგილობივ თვითმართველობებში II”. 

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა და ადგილობრივი ინფარსტრუქტურის განვითარების გზით.

აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის წესების თანახმად,  სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს ადგილობივ ღია ტენდერს სერვერული, მონაცემთა შენახვის სისტემის და პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ადგილობივ ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, სატენდერო დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფისიდან (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზ. #67ა) სატენდერო განცხადების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ამა წლის 22დეკემბრის 14:00 საათამდე თბილისის დროით, ხოლო სატენდერო წინადადებების წარდგენა -16დეკემბრიდან22დეკემბრამდე არაუგვიანეს 15:00 საათისა. შესყიდვა ხორციელდება სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინსტრუქციის შესაბამისად. სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას ერთი დალუქული კონვერტის  სახით. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება დაგაუხსნელად დაუბრუნდება წარმდგენს. სატენდერო წინადადებების გახსნაზე დასწრების უფლება აქვთ, მხოლოდ ტენდერში მონაწილე ფიზიკურ დაიურიდიულ პირებს.

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 359970,00 (სამასორმოცდაცხრამეტი ათას ცხრაასსამოცდაათი) ლარს დღგ–ს გარეშე, პროექტი გათავისუფლებულია დღგ–საგან.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია საკონტაქტოს პირის მეშვეობით.

საკონტაქტო პირი:     

თამარ მაისურაძე  ტელ: 5 (99) 04 99 44; ელ. ფოსტა: t.maisuradze@sda.gov.ge

სხვა სიახლეები
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
27 მარტი, 2015 ძალადობა კლუბებში?!
17 თებერვალი, 2015 შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი”
11 თებერვალი, 2015 „შევარდენის“ რაგბის სანაკრებო ბაზაზე სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნა
29 დეკემბერი, 2014 „მათვისაცშეიძლებაეხებოდეს
29 დეკემბერი, 2014 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია :"კრედიტ პლუს ჯორჯია"
22 დეკემბერი, 2014 მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენაზე
22 დეკემბერი, 2014 „მათ ვისაც შეიძლება ეხებოდეს