ზამ­თა­რია, სი­ცი­ვე…
06 დეკემბერი, 2014
1695
print

"Проблема этого мира в том, что воспитанные люди полны сомнении, а идиоты полны уверенности."

  ჩარლზ ბუკოვსკი

 არ მგო­ნია, რომ ამ გა­ზე­თის მკითხ­ველს ჩარლზ ბუ­კოვ­ს­კის ვი­ნა­ო­ბის შეხ­სე­ნე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­დეს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­სი წიგ­ნე­ბიც წა­უ­კითხავს და მი­სი თა­მა­მი ეპა­ტა­ჟე­ბის შე­სა­ხე­ბაც გა­უ­გია. აი, ხა­დუ­რებ­მა და ნარ­მა­ნი­ებ­მა კი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, ამა­შიც რა­ტომ­ღაც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არამ­ც­თუ ბუ­კოვ­ს­კით, არა­მედ ბევ­რად შო­რი­დან, მა­გა­ლი­თად, სადღაც "ბუ­რა­ტი­ნო­დან", ან "უთა­ვო მხედ­რი­დან" უნ­და და­იწყონ. არა­და, ეს წე­რი­ლი, მათ­თ­ვის თუ არა (მა­ინც არ კითხუ­ლო­ბენ), პირ­და­პირ მათ ეხე­ბათ. უფ­რო სწო­რად კი, იმ ტრა­გი­კო­მი­კურ რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­შიც ამ "полные уверенности идиот"-ების გა­მო აღ­ვ­მოვ­ჩ­ნ­დით. შე­იძ­ლე­ბა, უხე­ში გა­მოთ­ქ­მი­სა და ზედ­მე­ტი პირ­და­პი­რო­ბის­თ­ვის გამ­კიცხოთ, მაგ­რამ, ასე­ვე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ნა­ხე­ვარ­ტო­ნებ­ში, მი­კი­ბულ-მო­კი­ბუ­ლი სა­უბ­რის, დე­ლი­კა­ტუ­რო­ბის დრო არ გვაქვს. დღეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვ­ლის მე­სა­მე წელს, სამ­წუ­ხა­როდ, აშ­კა­რა გახ­და, რომ მთლი­ა­ნად სა­ქარ­თ­ვე­ლოს, თბი­ლისს… "полные уверенности идиот"-ები მარ­თა­ვენ! და შე­დე­გად კი ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ თვალ­წინ, სადღაც გარ­ბის, ვარ­დე­ბა, ეცე­მა, ბნელ­დე­ბა, მდა­ბი­ოვ­დე­ბა, მა­ხინ­ჯ­დე­ბა, კნინ­დე­ბა, ფუჭ­დე­ბა, უფა­სურ­დე­ბა, ირ­ყ­ვ­ნე­ბა…

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არც ერთ კონ­კ­რე­ტულ სფე­რო­ში ექ­ს­პერ­ტი არ ვარ. სიღ­რ­მი­სე­უ­ლად არც ერ­თი სა­კითხის ანა­ლიზს, პროგ­ნო­ზი­რე­ბას არ შეგ­ბე­დავთ, მაგ­რამ ზო­გა­დად, რო­გორც ამ "полные уверенности идиот"-ების იდი­ო­ტიზ­მ­ზე სრუ­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამ, მარ­თ­ლაც რომ ბედ­კ­რუ­ლი ქვეყ­ნის ერ­თი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე ვიტყ­ვი, რომ, მგო­ნი, ის დროა, არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად, რე­ა­ლის­ტუ­რად შევ­ხე­დოთ, ვა­ღი­ა­როთ. კუთ­ვ­ნი­ლი, შე­სატყ­ვი­სი სა­ხე­ლი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და­ვარ­ქ­ვათ და ილუ­ზო­რულ ოც­ნე­ბებს მო­ვეშ­ვათ. მეს­მის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მოტყუ­ე­ბულ ან თვით­მოტყუ­ე­ბულ ნა­წილს, იმე­რე­თის ლაჟ­ვარ­დო­ვან, ფი­რუ­ზის­ფერ ცა­ზე, ქათ­ქა­თა თეთ­რი, ფა­ფუ­კი ღრუბ­ლი­დან ღრუ­ბელ­ზე, ოც­ნე­ბე­ბით აღ­სავ­სეს, ფრე­ნა-ხტუნ­ვა ურ­ჩევ­ნია, მაგ­რამ დროა მი­წა­ზე და­ვეშ­ვათ… მით უმე­ტეს, რომ დღი­დან-დღემ­დე, ამ "полные уверенности идиот"-ების გა­დამ­კი­დე, ნი­ა­და­გი ფეხ­ქ­ვეშ გვეც­ლე­ბა და სულ მა­ლე, შე­იძ­ლე­ბა…

ლა­რი ყო­ველ­დღი­უ­რად ვარ­დე­ბა. ისე­დაც სა­სა­ცი­ლოდ და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი კი­დევ უფ­რო მცირ­დე­ბა. მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი, კა­ფე­ე­ბი… გა­ნა­ხევ­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას უჩი­ვი­ან. კლი­ენ­ტი ქრე­ბა. პრო­დუქ­ტი ძვირ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას უფუ­ლო­ბა თვალ­ნათ­ლივ და­ეტყო. ბი­უ­ჯეტ­ში, უკ­ვე ჩვე­უ­ლი, ხა­დუ­რი­სე­ბურ ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი, კო­ლო­სა­ლუ­რი გარ­ღ­ვე­ვაა. სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას, ნა­ხე­ვა­რი წლის თან­ხე­ბიც კი არ აქვთ ჯერ ათ­ვი­სე­ბუ­ლი… და полныи уверенности ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი, რომ­ლის თვლის უნა­რი, რო­გორც ჩანს, მხო­ლოდ მწვა­დის ულუ­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თა და რეს­ტორ­ნის "სჩო­ტით" შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, კი გვე­უბ­ნე­ბა, რომ "ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე­ზე, ფა­სე­ბის მა­ტე­ბა­ზე და ბი­უ­ჯე­ტის გარ­ღ­ვე­ვა­ზე პა­სუხს მე ნუ მომ­თხოვ­თო", "ჩემ კომ­პე­ტენ­ცი­ას აღე­მა­ტე­ბაო!". აი ახ­ლა, გნე­ბავთ ჩათ­ვა­ლეთ, რომ ზედ­მე­ტად პირ­და­პირ, უხე­შად გე­კითხე­ბით, მაგ­რამ ამ­გ­ვარ ფი­ნა­ნას­თა მი­ნისტრს რა უნ­და ვუ­წო­დოთ, თუ არა - "полныи уверенности ..."?

მთე­ლი გა­სუ­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე, ქა­ლა­ქი, სხვა­დას­ხ­ვა ში­ნა­არ­სის, დატ­ვირ­თ­ვის, სხვა­დას­ხ­ვა მას­შ­ტა­ბის, მაგ­რამ ერ­თ­ნა­ი­რად ტრა­გი­კო­მი­კურ­მა აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. რკი­ნიგ­ზის, ამ სულ ცო­ტა ხნის სა­ა­თი­ვით აწყო­ბი­ლი, უმ­დიდ­რე­სი სის­ტე­მის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა გა­ფიც­ვა მო­აწყეს. სადღაც "თი­თო ლიტ­რი ბენ­ზი­ნი­დან, თი­თო მო­პა­რუ­ლი ლა­რის" და­პი­რე­ბულ დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­დ­ნენ. სადღაც, ვი­ღა­ცა მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ძი­ძი­გურს "ლა­რის და­ხურ­და­ვე­ბას" სთხო­ვენ; უშუ­ქო­ბის­გან ვი­ღა­ცა კა­ლა­ძეს და მის ავ­ტო­გო­ლებს მო­იხ­სე­ნი­ებს; უწყ­ლო­ბა-უსი­ნათ­ლო­ბის გა­მო, სადღაც, ქუ­ჩე­ბის გა­და­კეტ­ვა და­იწყეს; სადღაც წარ­სუ­ლი­დან მობ­რუ­ნე­ბულ­მა ვირ­თხებ­მა შე­ა­წუ­ხეს; სადღაც, მა­გა­ლი­თად, შუ­ა­გულ ვე­რა­ზე, გა­უ­ტა­ნე­ლი, გა­დავ­სე­ბულ-გად­მო­პირ­ქ­ვა­ვე­ბუ­ლი ნაგ­ვის­გან ვიწ­რო ქუ­ჩა ჩა­ი­ხერ­გა; სა­ცო­ბებ­ში ვი­სი დე­დის, რო­მე­ლი სოფ­ლის სა­ხელს არ გა­ი­გო­ნებ?! რას არ მო­ის­მენ?! ყურს მოკ­რავ და შეგ­რ­ცხ­ვე­ბა, მო­გე­რი­დე­ბა, გა­წით­ლ­დე­ბი კი­დეც! გა­ი­გო­ნებ, დარ­ღ­ვე­ვის­თ­ვის პატ­რუ­ლის მი­ერ გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჯი­პის ახალ­გაზ­რ­და მძღო­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რო­მელს რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბა, რას "ებ­ლა­ტა­ვე­ბა" და და­გე­ნა­ნე­ბა. ჩა­დე­ბუ­ლი შრო­მა და­გე­ნა­ნე­ბა; ოდეს­ღაც და­გე­ბულ­მა ას­ფალ­ტ­მა მა­სი­უ­რად აყ­რა და­იწყო. ქა­ლაქ­ში ფე­ხით სი­ა­რუ­ლი გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და. გა­უხ­ვე­ტავ, სველ შე­მოდ­გო­მის ფოთ­ლე­ბის ხა­ლი­ჩა­ზე მოს­რი­ალ­დე­ბი თუ ფე­ხი გა­და­გიბ­რუნ­დე­ბა, ან რო­მე­ლი­მე ახალ­გა­ჩე­ნილ ორ­მო­ში ჩა­გი­ვარ­დე­ბა და უმალ ვინ გა­გახ­სენ­დე­ბა - რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი უთა­ვო ქა­ლა­ქის ახა­ლი… "полные уверенности идиоты!" დე­პუ­ტატს, მი­ნისტრს, მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს… ინ­გ­ლი­სუ­რად, რუ­სუ­ლად, ქარ­თუ­ლად… მო­ლა­პა­რა­კეს რომ უს­მენ, გე­რი­დე­ბა, წუხ­დე­ბი, დის­კომ­ფორ­ტი გაქვს და ერ­თა­დერ­თი, რა­საც ფიქ­რობ - ღმერ­თო, რა სა­მარ­ცხ­ვი­ნო, რა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, თვით­დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იდი­ო­ტია! ფი­ნა­ნას­თა ან ში­ნა­გან საქ­მე­თა ან გა­ნათ­ლე­ბის… მი­ნის­ტ­რის პორ­ტ­ფელს რომ გან­დო­ბენ, ან დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბას, თავ­კა­ცო­ბას, მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას რომ გთა­ვა­ზო­ბენ და ყო­ველ­გ­ვა­რი შე­კითხ­ვის, ეჭ­ვის გა­რე­შე, უყოყ­მა­ნოდ რომ თან­ხ­მ­დე­ბი, "полныи уверенности ...." ხარ, აბა, რა! ერ­თი წიგ­ნი, ჩარლზ ბუ­კოვ­ს­კი თუ არა, და­თა თუ­თაშ­ხია მა­ინც ხომ უნ­და გქონ­დეს წა­კითხუ­ლი? დე­და­ქა­ლა­ქის ერ­თი ქუ­ჩის, თუნ­დაც ცენ­ტ­რა­ლუ­რი პროს­პექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა ხომ უნ­და იცო­დე, ერთ თბი­ლი­სელს პი­რა­დად ხომ უნ­და იც­ნობ­დე? ათის ფარ­გ­ლებ­ში და "ასეტ­რი­ნა ნა ვერ­ტე­ლეს" ზე­მოთ თვლა ხომ უნ­და გე­ხერ­ხე­ბო­დეს?

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს­თან კი უკ­ვე ნამ­დ­ვი­ლად სრულ კო­მი­კუ­რო­ბა­ში გა­და­სუ­ლი - "ყა­ვის სმით უსაქ­მუ­რო­ბის" სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აქ­ცია იმარ­თე­ბა! დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ლო­ზუნგს - "არა ყა­ვას!", სულ მა­ლე და სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რად, "არა ალ­კო­ჰოლს-აც!" შე­უ­ერ­თ­დე­ბა.

ვი­ღა­ცამ კი, ტო­ტა­ლუ­რი ვარ­დ­ნა-დაკ­ნი­ნე­ბა-გა­უ­ფა­სუ­რე­ბა-გა­ი­დი­ო­ტე­ბის სა­ერ­თო ტენ­დენ­ცი­ით ისარ­გებ­ლა, ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტი ნა­ხა და თბი­ლის­ში, ვინ­მე გრი­გო­რი ლეპ­სი ჩა­მო­ყავს! რა­ტო­მაც არა?! ზუს­ტად უხ­დე­ბა! ისე, კი ერ­თი გა­მა­გე­ბი­ნა, ეს ლეპ­სი ვინ არის? სად უნ­და მო­მეს­მი­ნა? სად გა­მე­გო და მი­სი ჩა­მოყ­ვა­ნის იდეა და სურ­ვი­ლი, იდი­ო­ტე­ბის დროს­თან ასე კოხ­ტად მორ­გე­ბულ-ადაპ­ტი­რე­ბულ რო­მელ, მარ­თ­ლაც რომ, "поныи уверенности идиот-ს" გა­უჩ­ნ­და?

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი კი უკ­რა­ი­ნი­დან შე­თა­ვა­ზე­ბებს იღე­ბენ და თან­ხ­მ­დე­ბი­ან კი­დეც. "Полные уверенности..." ბრა­ზო­ბენ, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ, მდა­ბი­ოდ ილან­ძღე­ბი­ან, ჭო­რა­ო­ბენ. ხე­ლის შეშ­ლას, დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნას ცდი­ლო­ბენ. უკ­რა­ი­ნას თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მამ­ხი­ლე­ბელ წე­რილს წე­რილ­ზე, ნო­ტას ნო­ტა­ზე უგ­ზავ­ნი­ან. "საქ­მის ვერ­გამ­კე­თე­ბელ" ელჩს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ უპი­რე­ბენ…

თბი­ლის­ში, თით­ქოს, ცა ჩა­მოწ­ვა, დამ­ძიმ­და. ზამ­თა­რია, სი­ცი­ვე… ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ნაც­რის­ფე­რი, ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი, ჟა­მი, უსა­ხუ­რი გახ­და. ქა­ლაქს მა­სი­უ­რი უგუ­ნე­ბო­ბა, პე­სი­მიზ­მი, ინერ­ტუ­ლო­ბა, უიმე­დო­ბა და­ეტყო. სახ­ლებ­ში აცივ­და. ქუ­ჩებ­ში დაბ­ნელ­და. გზა გა­ფუჭ­და. ნა­გა­ვი აყ­როლ­და. პო­ლი­ცია დაკ­ნინ­და. ლა­რი და­ე­ცა. ბი­უ­ჯე­ტი გა­ირ­ღ­ვა. მეცხ­რე ბლო­კი აფეთ­ქ­და. ხა­დუ­რი-ნარ­მა­ნი­ე­ბი გა­ირ­კ­ვა. ზღუ­ლა­ძე წა­ვი­და. "პო­ლი­პა­ტი­მა­რი" გამ­ხეც­და. მან­ქა­ნა, ბი­ნა გა­ი­ძარ­ც­ვა. ტუ­რის­ტი გა­იქ­ცა. თე­ატ­რი, მა­ღა­ზია, კა­ფე და­ცა­რი­ელ­და. ადა­მი­ა­ნი მო­ი­ღუ­შა, ჩა­ი­კე­ტა, ჩა­ი­რა­ზა…

ზამ­თა­რია, სი­ცი­ვე… არა­საკ­მა­რი­სად გამ­თ­ბარ სახ­ლებ­ში, სარ­და­ფე­ბი­დან, წინ­და­ხე­დუ­ლად, ნავ­თის ლამ­ფე­ბი, ფე­ჩე­ბი, გე­ნე­რა­ტო­რე­ბი და­აბ­რუ­ნეს. სან­თ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნეს. საბ­ნე­ბი, პლე­დე­ბი შე­მო­იხ­ვი­ეს. ტე­ლე­ვი­ზო­რებს მი­უს­ხ­დ­ნენ…

…ამ­დე­ნი და ასე­თი "полныи уверенности идиоты" ერ­თად, სად, სა­ი­დან, რო­გორ შე­იკ­რი­ბა?... გა­ი­ფიქ­რეს და ნერ­ვე­ბის დამ­შ­ვი­დე­ბის მიზ­ნით გრი­გო­რი ლეპ­სის ჯა­დოს­ნურ ჰან­გებს მი­ენ­დენ. ასე­თია ჩვე­ნი ზამ­თ­რის პერ­ს­პექ­ტი­ვა?!…

…კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო­ში კი, ამ დროს, ყა­ვას სვავ­დ­ნენ!

 

P.S. ყა­ვა­ზე გა­მახ­სენ­და! ამას­წი­ნათ, კვი­რა დღეს, (ეტო რაზ!) დი­ლის ათ სა­ათ­ზე (ეტო დვა!), კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო­დან ვი­ღაც ქალ­ბა­ტონ­მა და­მი­რე­კა. "ჩვენ სა­მი­ნის­ტ­როს სუ­ვე­ნი­რე­ბის ორი კა­ტა­ლო­გი უკ­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს და ახ­ლა მე­სა­მეს გა­მო­ცე­მა გვინ­და და ავ­ტო­რე­ბის ტე­ლე­ფო­ნებს ვა­ზუს­ტებ­თო. თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი მინ­დაო". გა­მიკ­ვირ­და. არც ერ­თი სუ­ვე­ნი­რის ავ­ტო­რი არც მე და არც ჩე­მი მე­უღ­ლე არას­დ­როს ვყო­ფილ­ვართ. და­ზუს­ტე­ბა ვთხო­ვე და ჩე­მი მი­უხ­ვედ­რე­ლო­ბით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა მი­პა­სუ­ხა - "რო­გორ, ქალ­ბა­ტო­ნო, აქ შა­ვით თეთ­რ­ზე თქვე­ნი ქმა­რია მი­თი­თე­ბუ­ლი - ავ­ტო­რი კო­ბა იგ­ნა­ტო­ვა! აბა ეს კა­ცი ვი­ნაა?!" (ეტო, უკ­ვე, ტრი, ჩე­ტი­რე, პი­ატ!...) კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რო­მე­ლია, ალ­ბათ, სხვა "полные уверенности идиотк"-ებ­თან ერ­თად ყა­ვას სვამ­და და ეპა­ტი­ე­ბა… ხა­დურ­მა თუ თვლა არ იცის, ნარ­მა­ნია სა­ბურ­თა­ლო­დან რუს­თა­ველს თუ ვერ აგ­ნებს, ჭი­კა­ი­ძეს თა­ლი­ბა­ნი მდი­და­რი კა­ცი თუ გო­ნია, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თ­მა რი­გით­მა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა, 12 წლის წინ გარ­დაც­ვ­ლი­ლი კო­კა იგ­ნა­ტო­ვი, კო­ბა იგ­ნა­ტო­ვა-დ რომ მო­იხ­სე­ნი­ოს და მი­სი ტე­ლე­ფო­ნი მო­ი­კითხოს, დი­დი ამ­ბა­ვი!

P.SP.S. "კარ­გად მუ­შა­ობს მთავ­რო­ბა, ტყუ­ი­ლად ხა­რობს "ტა­ბუ­ლა", თქვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, კარ­გად მუ­შა­ობს", - გა­ნაცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ქეთევან იგნატოვა
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია