არ­და­ვიწყე­ბუ­ლი ტან­გო
06 დეკემბერი, 2014
1389
print

ნო­დარ ლა­და­რია

გარ­შე­მო სი­ნამ­დ­ვი­ლის არც ერთ აღ­წე­რას არ ექ­ნე­ბა ფა­სი, თუ არ ვა­ღი­ა­რეთ, რომ ისეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვე­კუთ­ვ­ნით, რო­მე­ლიც ერ­თ­ნა­ი­რად შფო­თავს აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­სა და აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის უზ­რ­დე­ლო­ბა­ზე გა­და­ცე­მა­ში "ბიზ­ნეს-კუ­რი­ე­რი". აქ შეშ­ფო­თე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას კი არ ვგუ­ლის­ხ­მობ, არა­მედ რიტმს - დაძ­ვე­ლე­ბი­სა და და­ვიწყე­ბის უც­ვ­ლელ სის­წ­რა­ფეს.

გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. ყო­ველ­თ­ვის ასე იყო. მეტ-ნაკ­ლე­ბად. არა­ფერს მოგ­ვი­ტანს ვინ­მეს გა­კიცხ­ვა ასე­თი უცოდ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მან­კი­ე­რე­ბი­სათ­ვის. მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლად ღირს დად­გე­ნა, თუ რა­ტომ ხდე­ბა ასე.

ერ­თი რამ შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს: ადა­მი­ა­ნებს მოს­წყინ­დათ. ყვე­ლას ერ­თი­ა­ნად - მომ­ხ­რე­ებ­საც და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ებ­საც. პირ­ვე­ლებს დღი­თი-დღე ეც­ლე­ბათ მხარ­და­ჭე­რის სა­ფუძ­ვე­ლი, მე­ო­რე­ე­ბი ვე­ღარ ხე­და­ვენ აზრს კრი­ტი­კა­ში. მარ­თა­ლია, რე­ა­ლუ­რი, ესე იგი, შე­დე­გი­ა­ნი კრი­ტი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცო­ტას თუ აქვს... აი, სწო­რედ აქ არის ძაღ­ლის თა­ვი და­მარ­ხუ­ლი: რე­ა­ლუ­რი, ესე იგი, შე­დე­გი­ა­ნი კრი­ტი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცო­ტას თუ აქვს.

აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ცხოვ­რე­ბის უშე­დე­გო­ბაც.

და­ვიწყოთ შო­რი­დან.

უკ­ვე ვწერ­დი, რომ კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოთ­ქ­მუ­ლი აზ­რე­ბი და ემო­ცი­ე­ბი უფ­რო მთქმელს ახა­სი­ა­თებ­და, ვიდ­რე ობი­ექტს. ამ თვალ­საზ­რი­სით სა­ინ­ტე­რე­სოა ერ­თი, ასე ვთქვათ, ზო­მი­ე­რი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი, რო­მე­ლიც თი­ნა ხი­და­შელს ეკუთ­ვ­ნის. ეს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, მმარ­თ­ვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ყვე­ლა­ზე "პროგ­რე­სუ­ლი", "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი", "პრო­და­სავ­ლუ­რი" და ა.შ. დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რია. გა­გახ­სე­ნებთ, რომ ყვე­ლა ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი ზედ­სარ­თა­ვი ბრწყი­ნავს და კაშ­კა­შებს მხო­ლოდ მმარ­თ­ვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის და­ნარ­ჩე­ნი შე­მად­გენ­ლო­ბის სტა­ბი­ლუ­რად ყომ­რალ ფონ­ზე.

თავს არ მო­ვა­ბეზ­რებ მკითხ­ველს ზედ­მი­წევ­ნით და­ცუ­ლი სტი­ლით და აკა­დე­მი­უ­რი ცი­ტი­რე­ბე­ბით. მოკ­ლედ, ხი­და­შელ­მა თქვა: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ იზი­ა­რებს და არ ეთან­ხ­მე­ბა, მა­ინც აფა­სებს და წუხს. ამ­გ­ვა­რი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის გა­მოვ­ლი­ნე­ბად იქ­ნა მიჩ­ნე­უ­ლი. ერ­თი შე­ხედ­ვით მარ­თ­ლაც ასეა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა არ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ კონ­ტექსტს. კონ­ტექ­ს­ტი კი ის არის, რომ "უკულ­ტუ­რო" გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბად უნ­და ჩავ­თ­ვა­ლოთ აშ­კა­რა და უშ­ვე­რი ლან­ძღ­ვა. ამ ლან­ძღ­ვის ფონ­ზე ჩანს ხი­და­შე­ლის სიტყ­ვე­ბი ისე, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ვოლ­ს­კის ფონ­ზე.

იგი­ვე ით­ქ­მის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რა­ღაც გა­ურ­კ­ვე­ველ მი­ნიშ­ნე­ბებ­ზე, თით­ქოს კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე რა­ღაც სას­წ­რა­ფო სა­შუ­ა­ლე­ბებს ეძებ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მმარ­თ­ვე­ლო­ბის შე­საც­ვ­ლე­ლად. უბ­რა­ლოდ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კონ­ტექ­ს­ტის მო­ძი­ე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა და ეს პა­ცი­ენ­ტი სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ კონ­სი­ლი­უმს უნ­და გა­და­ვა­ბა­როთ.

და­ვუბ­რუნ­დეთ ტი­პობ­რივ შემ­თხ­ვე­ვებს.

ფრა­ზე­ბი "არ ვე­თან­ხ­მე­ბო­დი" და "არ ვი­ზი­ა­რებ­დი" ბუ­ნებ­რი­ვად ჟღერს ამომ­რ­ჩევ­ლის პი­რი­დან. ჩვენ, ამომ­რ­ჩევ­ლებს, სხვა არც გვე­ვა­ლე­ბა, უნ­და და­ვე­თან­ხ­მოთ და უნ­და გა­ვი­ზი­ა­როთ - მე­ტი არა­ფე­რი. მაგ­რამ პო­ლი­ტი­კოსს მო­ეთხო­ვე­ბა ში­ნა­არ­სი: რომ არ იზი­ა­რებ, რას გვთა­ვა­ზობ? რას უპი­რის­პი­რებ? რას წარ­მო­ად­გენ?

ში­ნა­არ­სი პრობ­ლე­მაა.

და რად­გან და­საწყის­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ძა­ფი არ უნ­და და­ი­კარ­გოს, აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოწყე­ნი­ლო­ბას, რომ­ლის ასახ­ს­ნე­ლად და­ვიწყეთ ეს მსჯე­ლო­ბა, სწო­რედ მოვ­ლე­ნა­თა ში­ნა­არ­სის შე­უ­ფა­სებ­ლო­ბა იწ­ვევს. საკ­მა­რი­სია ვიც­ნოთ მოვ­ლე­ნის მოქ­მე­დი პირ­ნი და შემ­ს­რუ­ლე­ბელ­ნი - მა­შინ შეგ­ვეძ­ლე­ბა აღ­შ­ფო­თე­ბა­სა და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა. და­ნარ­ჩე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო აღარ არის. ად­ვი­ლი გარ­თო­ბაა, მაგ­რამ მო­საწყე­ნი. ახ­ლა კი გან­ვაგ­რ­ძოთ...

რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ გია ნო­დი­ამ გა­მოთ­ქ­ვა აზ­რი, რომ დრო დად­გა, ალა­სა­ნი­ას ჯგუ­ფის წევ­რებ­მა პა­სუ­ხი გაგ­ვ­ცენ: რა­ტომ გა­და­ვიდ­ნენ ოპო­ზი­ცი­ა­ში. მარ­თ­ლაც, დღემ­დე ისე ჩანს, რომ ეს დე­მარ­ში მხო­ლოდ "მა­თი­ა­ნე­ბის" და­ჭე­რამ გა­მო­იწ­ვია. ესეც კი­დევ ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა პრობ­ლე­მის არ­სის წვდო­მი­სათ­ვის: მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, პარ­ტი­ამ ელექ­ტო­რა­ტი მო­ი­პო­ვოს არა პროგ­რა­მის ში­ნა­არ­სი­თა და პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­მედ იმით, რომ "თა­ვი­სი­ა­ნე­ბის­თ­ვის" შეს­ტ­კი­ვა გუ­ლი.

ტი­პუ­რი ქარ­თუ­ლი ფრა­ზა: "პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რე­ბენ იმით, რომ თა­ვი­სი­ა­ნებს არ ღა­ლა­ტო­ბენ". ყვე­ლა­სათ­ვის სრუ­ლი­ად ცხა­დია, რომ, მა­გა­ლი­თად, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა ვე­რა­სო­დეს ვერ და­იძ­ლე­ვა, მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ვე­რა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბაც კი ვერ იარ­სე­ბებს, ვიდ­რე ოჯა­ხის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მოთ­მე­ნა ღირ­სე­ბად ით­ვ­ლე­ბა, მი­სი სა­ჯა­როდ აღი­ა­რე­ბა კი და­საგ­მობ საქ­ცი­ე­ლად. მცი­რე კო­ლექ­ტი­ვის, თე­მის ბა­ტო­ნო­ბა პი­როვ­ნე­ბა­ზე ყო­ველ­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო ამ ნა­ხევ­რად ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. ოდეს­ღაც თა­ვა­დი გლეხ­ზე მეტს ჭამ­და და უკე­თე­სად შე­კე­რილს თუ ნაქ­სოვს იც­ვამ­და. დღეს და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვე გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ვა­კე­ლი ბა­ნო­ვა­ნი ქო­და­ლო­ე­ლი გლე­ხის ქა­ლი­სა­გან, მაგ­რამ მა­თი ცხოვ­რე­ბის ში­ნა­არსს იდენ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი ქმნის: პა­ტი­მა­რი ქმა­რი, გა­ლო­თე­ბუ­ლი თუ ნარ­კო­მა­ნი შვი­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი დე­დამ­თი­ლი. ამ არ­სე­ბი­თი ში­ნა­არ­სის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას იშ­ვი­ა­თად თუ ახერ­ხებს ვინ­მე. ქარ­თულ კულ­ტუ­რულ მატ­რი­ცა­ში ცხოვ­რე­ბა იგი­ვუ­რია ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი­სა.

ამი­ტო­მაც ალა­სა­ნი­ას შე­უძ­ლია სა­ერ­თო­დაც არ იფიქ­როს პარ­ტი­ის პროგ­რა­მა­ზე. "თა­ვი­სი­ა­ნე­ბის" და­ჭე­რის გა­მო გაბ­რა­ზე­ბით მან უკ­ვე და­ამ­ტ­კი­ცა მთა­ვა­რი - კულ­ტუ­რუ­ლი მატ­რი­ცი­სად­მი ორ­გა­ნუ­ლო­ბა.

დი­ახ, ის უკ­ვე იმი­ტომ იმ­სა­ხუ­რებს ელექ­ტო­რატს, რომ "თა­ვი­სი­ა­ნებს" იცავს. არა­და ფრა­ზა სა­სა­ცი­ლოა: რას ამ­ტ­კი­ცე­ბენ, სა­ით ის­წ­რაფ­ვი­ან, რას აღი­ა­რე­ბენ ეს ყბა­და­ღე­ბუ­ლი "თა­ვი­სი­ა­ნე­ბი"? სა­ერ­თოდ რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ ადა­მი­ა­ნებს "თა­ვი­სი­ა­ნე­ბად" ირ­ჩე­ვენ?

ეს შე­კითხ­ვე­ბი მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში, არც არა­ვინ პა­სუ­ხობს. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს შემ­თხ­ვე­ვით ხვდე­ბი­ან, ძი­რი­თა­დად რა­ღაც ბნე­ლი საქ­მე­ე­ბი აკავ­ში­რებთ - არა, სის­ხ­ლი არა, ღმერ­თ­მა დაგ­ვი­ფა­როს! - იშ­ვი­ა­თად, ფუ­ლი, უფ­რო ხში­რად ნა­თე­სა­ო­ბა, ან სუ­ლაც კლა­სელ-ჯგუ­ფე­ლო­ბა და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, საჭ­მელ-სას­მე­ლი. ამ­გ­ვა­რად ყა­ლიბ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი: საძ­მა­კა­ცო­ე­ბი, კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბიც. ამი­ტომ პროგ­რა­მის არ­მ­ქო­ნე პარ­ტია უფ­რო ადეკ­ვა­ტუ­რია ქარ­თ­ვე­ლი ამომ­რ­ჩევ­ლის­თ­ვის, ვიდ­რე მკა­ფიო პროგ­რა­მის შემ­დ­გე­ნი და მიმ­დე­ვა­რი. სრუ­ლი­ად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძის და­ბა­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცენ­ტი სწო­რედ მის­მა რუ­სე­თის­კენ აშ­კა­რად აღე­ბულ­მა კურ­ს­მა გა­ნა­პი­რო­ბა, მაგ­რამ არა რუ­სე­თის­კენ მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­მო, არა­მედ იმი­ტომ, რომ აშ­კა­რა იყო.

ამ კურ­თხე­ულ ქვე­ყა­ნა­ში დი­დი პო­ლი­ტი­კაც უნ­და გა­კეთ­დეს სპონ­ტა­ნუ­რად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ბუ­ნებ­რი­ვად: აი, ისე, რო­გორც შო­რე­ულ სა­მოც­და­ა­თი­ა­ნებ­ში ძმა­კა­ცის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ნა­ხევ­რად ბნელ ოთახ­ში ქა­ლიშ­ვილ გო­გოს რომ ეცეკ­ვე­ბო­დი ხოლ­მე. ბევრს მი­აღ­წევ, მაგ­რამ მთა­ვა­რია, სიტყ­ვა არ დაგ­ც­დეს გრძნო­ბებ­ზე - მთა­ვა­რია, ში­ნა­არ­სი არ გა­ამ­ჟ­ღავ­ნო.

ში­ნა­არ­სი აში­ნებს. ეს ში­ში იმ­დე­ნად ღრმად არის გამ­ჯ­და­რი, იმ­დე­ნად არ­სე­ბი­თია, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბა­შიც რა­ღაც ალ­მა­ცე­რად შე­მო­დის, ერ­თ­გ­ვა­რი ქა­რაგ­მით, თით­ქოს გა­უ­ბე­და­ვად. აი, მა­გა­ლი­თად, ლა­შა ბუ­ღა­ძის ერ­თი ბლო­გი ავი­ღოთ, რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სა­იტ­ზე შე­იძ­ლე­ბა მი­სი პოვ­ნა, რუბ­რი­კა­ში "პა­რა­ლე­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა", 2011 წლის 5 ნო­ემ­ბ­რის თა­რი­ღით. აქ ვკითხუ­ლობთ:

"რა უც­ნა­უ­რია: კარ­გად რომ დავ­ფიქ­რ­დეთ, ლი­დე­რად არას­დ­როს გვყო­ლია "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი" ადა­მი­ა­ნი... ან წა­მე­ბულ-ჯვარ­ც­მუ­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი გვყავს, ან კედ­ლებ-და­მან­გ­რე­ველ-აღ­მა­შე­ნებ­ლე­ბი და ან მო­ჭარ­ბე­ბუ­ლად ქა­რიზ­მა­ტულ­ნი...

ექ­ს­ცენ­ტ­რუ­ლო­ბა - აი, რა იყო (და არის) მთა­ვა­რი მა­ხა­სი­თე­ბე­ლი! ამ დროს, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ მინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ყოვ­ლად არა­გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნოდ ნაც­რის­ფე­რი ლი­დე­რი!

არა გმი­რი, არა წმინ­და­ნი, არა კედ­ლებ­მ­ს­ხ­ვ­რე­ვი, არა პო­ლიგ­ლოტ-გი­გან­ტი, არა­მედ რა­ღაც­ნა­ი­რად სათ­ნოდ უსა­ხუ­რი პო­ლი­ტი­კოს-მე­ნე­ჯე­რი...

რა ვქნა, დამ­ქან­ცეს გმი­რებ­მა და ფა­ტა­ლის­ტებ­მა!"

ასეთ ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნად წარ­მო­ჩე­ნი­ლია გი­ვი გუმ­ბა­რი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ კომ­პარ­ტი­ის ცკ-ს ბო­ლო პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი. ბლო­გი გვარ­წ­მუ­ნებს: "გი­ვი გუმ­ბა­რი­ძე არაა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნი, ესაა ფე­ნო­მე­ნი, სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად მუ­შა­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში... გი­ვი გუმ­ბა­რი­ძე­ზე უკეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო არც არა­ვის უმარ­თია. ეს იყო სიმ­შ­ვი­დის, შე­თან­ხ­მე­ბა-და­თან­ხ­მე­ბე­ბის და ტაქ­ტი­ა­ნი ჭკუ­ის­კო­ლო­ფო­ბის ეპო­ქა".

ავ­ტო­რის ირო­ნია, რომ­ლი­თაც იგი სა­მი წლის წი­ნათ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდუ­ღა­რე ტემ­პე­რა­მენტს უმიზ­ნებ­და, მწვა­ვე სი­ზუს­ტით ასა­ხავს დღე­ვან­დელ გან­წყო­ბას: თუ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის დაკ­ნი­ნე­ბას, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა­სა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის იდი­ო­ტიზმს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ამ პრო­ცე­სებ­ზე არ­სე­ბუ­ლი დუ­ნე რე­აქ­ცია ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მი­იჩ­ნე­ვა ადეკ­ვა­ტუ­რად.

შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ში­ნა­არ­სი­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­ფა­სე­ბამ­დე ვერ მივ­დი­ვართ, სი­ტუ­ა­ცი­ის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას ვერ ვქა­ჩავთ. მაგ­რამ ამ­გ­ვა­რი ტო­ტა­ლუ­რი იდი­ო­ტიზ­მის აღი­ა­რე­ბა ჩემ­თ­ვის ზედ­მე­ტად რა­დი­კა­ლუ­რია. მე სხვა­ნა­ი­რად ვიტყო­დი...

გი­ვი გუმ­ბა­რი­ძე არ ვი­ცი, მაგ­რამ ამ ბე­დოვ­ლა­თებს, ვინც დღეს ძვე­ლე­ბუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ეს­წ­რაფ­ვის, ნამ­დ­ვი­ლად სწა­დი­ათ მჟა­ვა­ნა­ძე - წყნა­რი, უნი­ჭო, მაძღა­რი, სა­ი­დან­ღაც დე­ლე­გი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი და ოჯა­ხი­დან არ­გამ­ტან ქურ­დ­ბა­ცა­ცა­თა მფარ­ვე­ლი უფ­რო­სი. გუმ­ბა­რი­ძი­სა არ იყოს, ალა­სა­ნი­ა­საც სა­ხელ­მ­წი­ფო უშიშ­რო­ე­ბა­ში აქვს ღრმა ფეს­ვე­ბი - მოკ­ლედ, სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტუ­რაა მათ­თ­ვის, ვი­საც საქ­მე­ე­ბის ძვე­ლე­ბუ­რი ჩარ­ხ­ვა ენატ­რე­ბა და თან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც ეგო­ი­მე­ბა, თუმც კი ხმა­მაღ­ლა არ აღი­ა­რებს.

მხო­ლოდ ერ­თი გა­რე­მო­ე­ბაა... მჟა­ვა­ნა­ძის მო­დე­ლი მხო­ლოდ მა­შინ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­ცა, რო­გორც გაკ­ვ­რით უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ძა­ლა­უფ­ლე­ბა დე­ლე­გი­რე­ბუ­ლია, რო­ცა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო კი არა, კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მია არ­სე­ბობს, ეს კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მია სადღაც თამ­ბა­ქოს ბო­ლი­თა და ცუ­დი მუ­სი­კით გაჟ­ღენ­თილ ჰა­ერ­შია მოქ­ცე­უ­ლი და წელ­ზე მსუ­ბუ­ქად ადევს არა აშ­კა­რა მტარ­ვა­ლის, არა­მედ მი­სი შო­რე­უ­ლი თა­ნა­შემ­წის, ვინ­მე კა­რა­სი­ნის ხე­ლი, ასე მშვი­დად და და­უბ­რ­კო­ლებ­ლად რომ მი­ი­წევს ქვე­მოთ, დუნ­დუ­ლე­ბის­კენ, და მა­ლე მოკ­ლე კა­ბის კი­დე­საც მის­წ­ვ­დე­ბა.

ნოდარ ლადარია
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
15 დეკემბერი, 2015 ფსიქომანია
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია