რუსეთი-2018 და პიკასოს შტრიხები
02 დეკემბერი, 2014
1458
print

გიგა გურასაშვილი

ბრიტანული მედია არ ცხრება. 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელთა არჩევნებთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალთან მიმართებით ახალ ბრალდებებს ახმოვანებენ.

BBC News-ის ინფორმაციით, The Sunday Times-მა მორიგი მოხსენება მოამზადა და განსახილველად ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატას გადასცა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ინგლისის საგანაცხადო კომიტეტმა, როგორც 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის ერთ-ერთმა მსურველმა, კონკურენტებზე ინფორმაცია შეაგროვა, რისთვისაც მათ, როგორც ამბობენ, ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის MI6-ის ყოფილი თანამშრომლებიც დაიქირავეს.

გარდა ამისა, მონაცემების შეგროვებაში თავისი წვლილი შეუტანიათ ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებსაც.

ეგაა, ჟურნალისტებს კორუფციის რაიმე პირდაპირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. მოხსენებაში ძირითადად აღწერილია ის დეტალები თუ როგორ მოისყიდეს ფეხბურთის მაღალჩინოსნები.

ერთ-ერთ ასეთ ბრალდებას უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთან მივყავართ, რომელსაც რუსეთი-2018-ის ხმის სანაცვლოდ საჩუქრად პაბლო პიკაოს ნახატი მიუღია.

გამოცემის თანახმად, რუსეთისთვის მსოფლიო თასის გადაცემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელსაც ფიფას პრეზიდენტის ზეპ ბლატერის მხრიდან რუსეთი-2018-ის მხარდაჭერა საკუთარ თავზე აუღია.

ამასობაში უეფას პრეზიდენტი ცრუ ბრალდებებისთვის და მისთვის შელახული ღირსების საპასუხოდ პოპულარული ბრიტანული გამოცემისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

”მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ Sunday Times-ის ბრალდება წმინდა წყლის სიცრუეა. თავად გაზეთიც ადასტურებს, რომ ამ სასაცილო ჭორების არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ”, - პლატინის განცხადებას ციტირებს CNN.

ისიც ვთქვათ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთი-2018 და ყატარი-2022-ის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით ბრალდებები ისმის.

ისიც აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მედიის მიერ ინიცირებულმა გამოძიებამ, რომელმაც თითქმის ერთი წელიწადი გასტანა, ფიფას ოფიციალური განცხადებით, იმავე არჩევნების პროცესთან დაკავშირებით არანაირი დარღვევები არ აღმოუჩენია.

მოგვიანებით, ფიფას ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო პალატის ხელმძღვანელმა აშშ-ის ყოფილმა პროკურორმა მაიკლ გარსიამ განაცხადა, რომ მის მიერ მომზადებული მოხსენების მხოლოდ ნაწილმა იხილა დღის შუქი. მისი განმარტებით, ფიფას მიერ გამომზეურებული მოკლე მოხსენება შეიცავდა მრავალ არასრულ და მცდარ მტკიცებულებებს მისი გამოძიებიდან.

და კიდევ, ცოტა ხნის წინათ პლატინი, რომელიც მასპინძელ ქვეყანათა არჩევასთან დაკავშირებით სხვა მაღალჩინოსნების დარად დაიკითხა, ფიფას გარსიას მოხსენების სრული სახით გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.

საინტერსოა ისიც, რომ მაიკლ გარსიას მიერ მომზადებული გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო.

აქვე აღვნიშოთ, რომ 2018 და 2022 წლების მსოფლიო თასის მასპინძლის სტატუსი, შესაბამისად, რუსეთსა და ყატარს 2010 წლის 2 დეკემბერს ციურიხში ფიფას აღმასკომის ხდომაზე მიენიჭათ.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი