ერეკ­ლე დე­ი­სა­ძის აზ­რი
28 ნოემბერი, 2014
2365
print

"როგორც ამბობენ, ისევ გვისმენენ, ხო და მე მაქვს მარტივი კომენტარი ამ საკითხზე: უკეთესს ვის მოუსმენენ, მთავარია გაითვალისწინონ რასაც ვიძახი და მისმინონ რამდენიც უნდათ."

ერეკლე დეისაძე - მწერალი და მუსიკოსი

მოგ­ვატყუ­ეს

ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე დიდ სპექ­ტაკლს ვუ­ყუ­რებთ - დად­გ­მულს პარ­ლა­მენ­ტ­ში. რე­ა­ლუ­რად ხალ­ხი­სად­მი მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი არ სრულ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად - უმუ­შევ­რო­ბის შე­ჩე­რე­ბა, სა­წარ­მო­ე­ბი, მა­რი­ხუ­ა­ნის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია... მა­რი­ხუ­ა­ნის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე გვითხ­რეს, კა­ნო­ნი გა­და­ი­ხე­დე­ბაო, მაგ­რამ ნაც­ვ­ლად შემ­სუ­ბუ­ქე­ბი­სა, მი­ვი­ღეთ გამ­კაც­რე­ბუ­ლი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბევ­რი რა­ღაც მოგ­ვატყუ­ეს. მე­გობ­რე­ბო - ახ­ლოვ­დე­ბა ზამ­თა­რი, ხალ­ხი ქუ­ჩა­შია და რას უპი­რე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნებს, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. გარ­და ამი­სა მი­ლი­ონ ხე­საც ვე­ლო­დე­ბი, რო­მე­ლიც ჯერ ვერ მი­ვი­ღეთ. ამის ნაც­ვ­ლად შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნი ყ.. მი­ვი­ღოთ.

ალა­სა?!

ალა­სა­ნი­ას წას­ვ­ლა, რა თქმა უნ­და, ერ­თის მხრივ ცუ­დი იყო. ის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი, რა­საც ირაკ­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ატა­რებ­და, ძა­ლი­ან მომ­წონს და უნ­და შე­ნარ­ჩუნ­დეს აუცი­ლებ­ლად. ის იყო ერ­თა­დერ­თი სწორ ად­გი­ლას და სწორ დროს შერ­ჩე­უ­ლი მი­ნის­ტ­რი. მე­ო­რეს მხრივ მი­სი წას­ვ­ლით ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლა გაჩ­ნ­და, რაც ძა­ლი­ან კარ­გია იმ მხრივ, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი და­სავ­ლუ­რო­ბის ექ­ს­კ­ლუ­ზი­ვი წა­ერ­თ­ვა. თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის ოპო­ზი­ცი­ურ პლატ­ფორ­მა­ზე გა­მო­ჩე­ნას სა­ფუძ­ვ­ლად პრო­დას­ვ­ლუ­რო­ბა უდევს და მათ ღი­ად გა­ნაცხა­დეს, რომ დე­მოკ­რა­ტია საფ­რ­თხე­შია, ახ­ლოვ­დე­ბა დიქ­ტა­ტუ­რა - ბუ­კა პეტ­რი­აშ­ვი­ლის ფრა­ზაც გა­ვიხ­სე­ნოთ. კარ­გია ის, რომ ამ თე­მა­ზე უკ­ვე და­იწყო ღი­ად მსჯე­ლო­ბა და სა­ბო­ლო­ოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი ცალ­სა­ხად და ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად პრო­და­სავ­ლუ­რია. მე­ო­რე არის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვთა­ვა­ზობს - რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბა. ფაქ­ტია, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. პი­რი­ქით, აფხა­ზე­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ი­ფორ­მეს!

აბა პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბა?! 

 რო­დე­საც ხე­ლი­სუ­ფა­ლი გყავს, მან რა­ღა­ცა გზე­ბი უნ­და გა­მო­ნა­ხოს, რომ ეს ფაქ­ტი არ მოხ­დეს, მაგ­რამ თუ ამ კუთხით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უუნა­როა, ბუ­ნებ­რი­ვია, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც მას ეკის­რე­ბა. ამ ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი არას­წო­რია. რას ვთა­ვა­ზობთ აფხა­ზებს იმის­თ­ვის, რომ ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­დო­დეთ?! მუდ­მივ და­ძა­ბუ­ლო­ბას და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ქიშ­პო­ბას. ქვე­ყა­ნა ერთ წერ­ტილ­შია გა­ყი­ნუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია, აფხა­ზებს არ გა­უჩ­ნ­დე­ბათ ჩვენ­თან მე­გობ­რო­ბის სურ­ვი­ლი. ამ ფაქტს ძა­ლი­ან კარ­გად იყე­ნებს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი და ცხა­დია. ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­ზე გა­ბა­ტო­ნე­ბის იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ზრახ­ვე­ბი აქვს და ეს გა­მოჩ­ნ­და იგი­ვე უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­თაც. ჩვენ­თ­ვის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი მყა­რი და­სავ­ლუ­რი კურ­სია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

შეც­დო­მა, რომ­ლებ­მაც ქვე­ყა­ნა მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნა

 

 ძა­ლი­ან ბევ­რი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტია გა­და­სა­ხე­დი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­საც­ვ­ლე­ლი. პირ­ველ რიგ­ში ავი­ღოთ ამ­ნის­ტია. ამ­ნის­ტია ცალ­სა­ხად კარ­გი იყო, მაგ­რამ და­უხ­ვე­წა­ვი, ფორ­მე­ბი არას­წო­რი. რო­ცა ამ ხალხს ცი­ხი­დან უშ­ვებ, თუ მას სა­ჭი­რო ახა­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ შე­უქ­მე­ნი, რა უნ­და გა­ა­კე­თოს გა­რეთ?! თუ მას სა­მუ­შაო პი­რო­ბა არ და­ახ­ვედ­რე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში არ და­ეხ­მა­რე, ბუ­ნებ­რი­ვია ის პო­ტენ­ცი­უ­რი კრი­მი­ნა­ლია ისევ. ამ ამ­ნის­ტი­ით ისევ და ისევ მო­სახ­ლე­ო­ბა და­ზა­რალ­და. ამას აჩ­ვე­ნებს კრი­მი­ნა­ლის მო­მა­ტე­ბა. რა­ღაც­ნა­ი­რად ცუ­დი სუ­ნი დგას ქვე­ყა­ნა­ში. მიკ­ვირს ამ გახ­ში­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის და ძა­ლა­დო­ბის ფონ­ზე რა­ტომ არ იღე­ბენ მი­ნი­მუმ პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი. რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით გა­ა­კე­თეს ეს ამ­ნის­ტია, ესეც უც­ნო­ბია ჩვენ­თ­ვის, ბევ­რი დე­ტა­ლია სა­ეჭ­ვო. ყვე­ლა­ზე ცუ­დი კი ის არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შე­უ­თან­ხ­მებ­ლად ხდე­ბა რა­ღაც კა­ნონ­პ­რო­ექ­ტე­ბის მი­ღე­ბა. თუ ხალ­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბაა, პირ­ველ რიგ­ში ხალხს უნ­და ვკითხოთ და ეს ხალ­ხი არ ნიშ­ნავს მათ, ვინც პარ­ლა­მენ­ტ­შია. ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ უნ­და იყოს გან­ხი­ლუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალხს დას­ცილ­და და შე­დე­გად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ფრთა მი­ი­ღო. მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში ბევ­რად ნაკ­ლე­ბი მხარ­დამ­ჭე­რი ეყო­ლე­ბა ოც­ნე­ბას, ვიდ­რე დღეს ჰყავს. რა­ღაც­ნა­ი­რად გვა­მად­ლი­ან უკ­ვე თავს, რაც არ მომ­წონ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს. ისი­ნი გვა­მად­ლიდ­ნენ - "მე ედი­კა მო­გაშ­რეთ და მო­ვე­დი", ესე­ნი გვა­მად­ლი­ან - "სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­გა­შო­რეთ და მო­ვე­დით". მუდ­მი­ვად რა­ღაც უხერ­ხუ­ლად გვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბენ თავს, თით­ქოს არ ვართ ღირ­ს­ნი, რომ ისი­ნი გვმარ­თავ­დ­ნენ.

კითხ­ვა:

მა­ინ­ტე­რე­სებს, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე და ეკა ბე­სე­ლია, მა­თი და­უხ­ვე­წა­ვი ამ­ნის­ტი­ის გა­მო, რა­მაც შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რია მო­ი­ტა­ნა, თუ გრძნო­ბენ მი­ნი­მუმ პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და თუ არ გრძნო­ბენ, რა­ტომ არ გრძნო­ბენ?

ისევ ბი­ძი­ნა მარ­თავს ქვე­ყა­ნას?!

 

 ბუ­ნებ­რი­ვია, მეც მაქვს ეჭ­ვი, რომ ქვე­ყა­ნას ისევ ბი­ძი­ნა მარ­თავს. თუ პო­ლი­ტი­კი­დან მი­დი­ხარ, სა­ბო­ლო­ოდ უნ­და წახ­ვი­დე და არ გა­მოჩ­ნ­დე რა­ღაც ერ­თე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში. არ უნ­და ჩა­ე­რიო კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, მა­გა­ლი­თად ალა­სა­ნი­ას საქ­მე­ში. შეგ­ვიძ­ლია პრე­ზი­დენ­ტ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც გა­ვიხ­სე­ნოთ. რე­ა­ლუ­რად მას ხომ პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი არ აქვს, რო­გორც თა­ვად თქვა და თუ მა­ინც ერე­ვა, მა­შინ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბიც უნ­და აიღოს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე. თუ რა­ღა­ცა­ზე აკე­თებ შე­ფა­სე­ბას არა რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, არა­მედ რო­გორც "პირ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე", მა­შინ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და მი­სი პო­ზი­ცია იმა­ზე, რაც ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბა დღე­საც! ომ­ბუდ­ს­მე­ნი გა­მო­ვი­და და კონ­კ­რე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი და ფაქ­ტე­ბი და­დო, რომ მერ­ვე სა­პა­ტიმ­რო­ში პა­ტი­მა­რი ჯა­ჭე­ბით იყო დაბ­მუ­ლი და ნა­წა­მე­ბი. რა­ტომ არ აკე­თებს ამა­ზე კო­მენ­ტარს, რა­ტომ არ ის­ჯე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს ჩა­ი­დი­ნეს?! ანუ შიგ­ნით იგი­ვე ხდე­ბა. ზო­გა­დად კი, ომ­ბუდ­ს­მე­ნის ინ­ს­ტი­ტუ­ტი ძა­ლი­ან დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ქარ­თე­ლო­ში. მას თა­ვის დრო­ზეც არა­ვინ უს­მენ­და და ახ­ლაც არა­ვინ იწუ­ხებს თავს. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გა­მო­ძი­ე­ბა იწყე­ბა, მაგ­რამ შე­დე­გი არ არ­სე­ბობს. ან ის გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი - რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე, ჟვა­ნი­ას საქ­მე... რომ­ლე­ბი­თაც მო­ვიდ­ნენ და გვითხ­რეს, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფერს ფარ­დას ავ­ხ­დით, გა­მო­ვამ­ზე­უ­რებ­თო - სად არის?! იგი­ვე ბენ­ზი­ნის ფა­სი, რომ­ლი­და­ნაც ერ­თი ლა­რი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ჯი­ბე­ში მი­დი­ო­და... ბენ­ზი­ნის ფას­მა მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით და­იკ­ლო და ჩვენ­თან იგი­ვე დარ­ჩა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­ტა­ნა არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­მა გა­რე­მომ. ვი­ღაც მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვი­საც ეს ნავ­თო­ბი შე­მო­აქვთ ჩვენ­თან, იმ პლატ­ფორ­მას ინარ­ჩუ­ნე­ბენ, რაც სა­ა­კა­ში­ლის დროს ჰქონ­დათ. ეს კი ბუ­ნებ­რი­ვია ჩვენს ჯი­ბე­ზე აისა­ხე­ბა.

სა­ზო­გა­დო­­ბა

 

 სამ­წუ­ხა­როდ, ცუ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვყავს. თუ კად­რე­ბი არ ანა­ხე, რო­გორ აუპა­ტი­უ­რებს ერ­თი მე­ო­რეს, მა­ნამ­დე ხე­ლის გან­ძ­რე­ვა არ უნ­დათ. ომ­ბუდ­ს­მენს მთავ­რო­ბა თუ არ უს­მენს, ხალ­ხ­მა მა­ინც უნ­და უს­მი­ნოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და აიძუ­ლოს მთავ­რო­ბა, რომ პა­სუ­ხი აგოს. რო­ცა მათ სძი­ნავთ და ფე­ხებ­ზე კი­დი­ათ ვი­ღაც პა­ტიმ­რის წა­მე­ბა დღე­საც, ბუ­ნებ­რი­ვია არც მთავ­რო­ბა შე­ი­წუ­ხებს დი­დად თავს და მაქ­სი­მუმ თი­თო-ორი ადა­მი­ა­ნი და­სა­ჯოს, მა­შინ, რო­დე­საც სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მაა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი.

9 წე­ლი, 9 წე­ლი...

 

 იმის ნაც­ვ­ლად, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მსჯე­ლობ­დ­ნენ, სა­უბ­რო­ბენ, ჰიმ­ნის დროს ქუ­დი უნ­და მო­ი­ხა­დონ თუ არა და სულ გვეს­მის ეს "9 წე­ლი, 9 წე­ლი", რაც ისე­დაც ვი­ცით და იმი­ტო­მაც მო­ვი­შო­რეთ ის მთავ­რო­ბა. ეს არ არის მხო­ლოდ ბი­ძი­ნას და კო­ა­ლი­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ამი­ტომ ხალხს უნ­და გა­უ­წი­ონ ან­გა­რი­ში და მა­თი მოთხოვ­ნე­ბი შე­ას­რუ­ლონ.

ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი იდე­ის ირ­გ­ვ­ლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და ესე­ნი ფუ­ლის ირ­გ­ვ­ლივ გა­ერ­თი­ე­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ პარ­ტი­ებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხ­ვა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. ისი­ნი ძი­რი­თად ფა­სე­უ­ლობ­ბე­ზე ვერ შე­თან­ხ­მ­დე­ბი­ან ვე­რა­სო­დეს, ეს ისევ ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს. სა­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხე­ბის მი­მართ ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნი მიდ­გო­მე­ბი არ არის, ეს სა­კითხი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი რჩე­ბა.

ჩე­მი თა­­ბის მთა­ვა­რი ტკი­ვილ(ებ)ი

 

 მე და ჩემს თა­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად ორი რამ გვა­წუ­ხებს. პირ­ვე­ლი ეს არის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და მე­ო­რე - სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, უმუ­შევ­რო­ბა. ამას მოყ­ვე­ბა გა­ნათ­ლე­ბა, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა მოთხოვ­ნი­ლე­ბაც. თუმ­ცა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მში­ე­რია და მას არ გა­აჩ­ნია სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი, ბუ­ნებ­რი­ვია გა­ნათ­ლე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბაც არ ექ­ნე­ბა. გა­ან­თ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში კი ვხე­დავთ, რომ სი­ტუ­ა­ცია ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც ად­რე იყო.

ოც­ნე­ბის რე­­ტინ­გი ახალ­გაზ­­დებ­ში

 

 ახალ­გაზ­რ­დებ­ში ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი ძა­ლი­ან და­ე­ცა. რე­ა­ლუ­რად ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ფრთა, ახალ­გაზ­რ­დე­ბის აზ­რი ქმნის. ისი­ნი კი რა ენი­თაც სა­უბ­რო­ბენ, ჩვენ არ გა­ვინ­ტე­რე­სებს. სხვა მოთხოვ­ნე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს. გვინ­და, რომ ჩვე­ნი სივ­რ­ცე გვქონ­დეს, სა­დაც სა­კუ­თა­რი თა­ვის რჩე­ნის, ნი­ჭის გა­მომ­ზე­უ­რე­ბის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა! ახალ­გაზ­რ­დე­ბი უნ­და ფიქ­რობ­დ­ნენ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფუ­ლი. მთავ­რო­ბამ უნ­და შექ­მ­ნას ის გა­რე­მო, სა­დაც ჩვე­ნი თა­ვე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას მო­ვახ­დენთ. ამის ნაც­ვ­ლად ისი­ნი რა­ღა­ცებს გვა­მად­ლი­ან, შე­სა­ბა­მი­სად მა­თი რე­ი­ტინ­გი მკვეთ­რად და­ე­ცა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ახ­ლა უფ­რო არის, ვიდ­რე მი­შას დროს იყო. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე ცუ­დი არის ის, რომ ისევ პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ვართ. რე­ი­დე­ბი რომ კრი­მი­ნა­ლის ამ­ცი­რებ­დეს, კა­ხა თარ­გა­მა­ძე დღე­საც სა­უ­კე­თე­სო მი­ნის­ტ­რი იქ­ნე­ბო­და. ახ­ლაც ვხე­დავ, რომ ვი­ღა­ცე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ზი­ან ცი­ხე­ში, თუნ­დაც იმის გა­მო, რომ მა­რი­ხუ­ა­ნა მო­იხ­მა­რეს. რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ჯარ­თის მო­პარ­ვის გა­მო თერ­თ­მეტ წელს მი­უს­ჯიდ­ნენ არას­რულ­წ­ლო­ვანს თუ ცო­ტა მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის გა­მო მი­უს­ჯი იგი­ვეს. ორი­ვე სა­სა­ცი­ლოა.

სა­ბო­ლო­ოდ

 

 მთა­ვა­რია არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ვი­დეთ. ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ქვე­ყა­ნას არ აწყობს. სა­ვი­ზო რე­ჟი­მი უკ­ვე იმ ეტაპ­ზეა, რო­ცა ძლივს ეს რკი­ნის ფარ­და ირ­ღ­ვე­ვა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია ისევ ხალ­ხის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, მე­ო­რეს მხრივ კი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ამი­ტომ იმე­დი მაქვს, რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. არ­ჩევ­ნებ­ზე კი ყვე­ლა თა­ვის არ­ჩე­ვანს თვი­თონ გა­ა­კე­თებს.

ქვე­ყა­ნა­ში დამ­კ­ვე­თე­ბი ჩვენ უნ­და ვი­ყოთ! თუ ჩვენ­გან არ წა­ვი­და დაკ­ვე­თე­ბი, ყო­ველ­თ­ვის ვიქ­ნე­ბით იმ დღე­ში, რა დღე­შიც ვართ!

რჩე­ვა

 

 ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვურ­ჩევ­დი ყვე­ლა­ზე მთა­ვარს - მე­ტი დი­ა­ლო­გი ჰქონ­დეთ ხალ­ხ­თან და ახალ­გაზ­რ­დებ­თან, რომ რე­ა­ლო­ბას არ მოწყ­დ­ნენ და არ დარ­ჩ­ნენ იმ სა­ბურ­ველ­ში, რო­მე­ლიც უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი აქვთ.

რაც მეტ ადა­მი­ანს და­ლე­ა­პა­რა­კე­ბი­ან, მით მე­ტი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ექ­ნე­ბათ. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში ვერ გა­დარ­ჩე­ბი­ან. ორ წელ­ში ამ­ხე­ლა რე­ი­ტინ­გის ასე და­ცე­მა?! ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი კარ­გად მუ­შა­ო­ბენ. იმათ ცალ­კე პრობ­ლე­მა აქვთ. ამათ შეც­დო­მებ­ზე ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი სტა­ტუ­სის აღ­დ­გე­ნას, რაც სა­სა­ცი­ლოა. მათ თა­ვი­ან­თი დრო ჰქონ­დათ. ახ­ლა ჯე­რი ამათ­ზეა. უბ­რა­ლოდ, ხალ­ხი იმ­დენ ხანს აღარ მო­უთ­მენს აღა­რა­ვის, რამ­დე­ნიც ნა­ცებს უთ­მი­ნეს!

lika andiashvili
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი