მესის საღამო
26 ნოემბერი, 2014
1309
print

აკაკი ურუშაძე

”ჩელსი” და ”შახტარი” ფლეი-ოფში არიან. აგუერომ ”ბაიერნს” ჰეთ-თრიკი შეუსრულა, მესიმ კი ლიგაზე გატანილი გოლებით რაულს გადაასწრო.

E ჯგუფი

ცსკა - რომა” 1:1 

ფლეი-ოფში მოსახვედრად, სადაც ისინი 2012 წლის შემდეგ არ ყოფილან, გუშინდელ შეხვედრას მოსკოველთათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. არმიელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, 18-ე წუთზე ალან ძაგოევის შორეულმა დარტყმამ კარის ძელს რამოდენიმე სანტიმეტრით ჩაუარა.ამის შემდეგ რომაელებმა შეძლეს თამაშის გათანაბრება და თავისი პირველივე შანსი გამოიყენეს. ტაიმის მიწურულს მასპინძლები საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან დაჯარიმდნენ. სტანდარტი ფრანჩესკო ტოტიმ შეასრულა, გატანილი გოლით კი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა (38 წელი და 59 დღე), ვისაც ლიგაზე გოლი გაუტანია. მეორე ტაიმში მოსკოველები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, თუმცა რომაელთა კარის აღებას ვერ და ვერ მოახერხეს. მსაჯის მიერ  კომპენსირებულ მესამე წუთზე, როდესაც ყველას ეგონა, რომ ”რომა” მოსკოვიდან სამ ქულას წაიღებდა, ვასილი ბერეზუცკის საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი კარში აღმოჩნდა. ამ ქულამ მოსკოველებს 1/8 ფინალში გასვლის შანსები შეუნარჩუნა.

სიტი- ბაიერნი” 3:2

თუ კი ”ბაიერნს” უკვე განაღდებული ჰქონდა ფლეი ოფის  საგზური, ინგლისელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. შეხვედრა ისეთი სცენარით წარიმართა, რომელზე უკეთესს მასპინძლები, ალბათ, ვერც ინატრებდნენ. უკვე 20-ე წუთზე მედხი ბენათიამ საკუთარ საჯარიმოში მეტოქის წაქცევისთვის წითელი ბარათი და პენალტი დაიმსახურა,რომელიც აგუერომ გოლად აქცია. თუმცა პირველი ტაიმის 40-ე წუთზე ჩაბი ალონსომ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისშივე რობერტ ლევანდოვსკის თავურით გატანილი გოლი მოჰყვა. როდესაც ინგლისელთა ყველაზე ოპტიმისტ გულშემატკივარსაც დაკარგული ჰქონდა შეხვედრის გადარჩენის იმედი კუნი აგუერომ  კომპენსირებულ დროში კიდევ ორი გოლი გაიტანა და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაუტოვა.

F ჯგუფი

აპოელი - ბარსელონა” 0:4

” ბარსელონას”, რომ აპოელის დამარცხება არ გაუჭირდებოდა, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში სხვა საინტერესო ფაქტი მოხდა - ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შესარულა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა,ახლა მას ლიგაზე უკვე 74 გოლი დაუგროვდა და სამი ბურთით გაუსწრო რაულს,მესამე პოზიციაზე კრიშტიანუ რონალდუა,რომელიც თავისი გოლების გატანას დღეს შეეცდება. არგენტინელის ჰეთ-თრიკამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ლუის სუარესმა პირველი გოლი გაიტანა კატალონიელთა მაისურით.ამ შეხვედრაში კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა ჩავიმ ლიგაზე 145-ე მატჩი გამართა და გადაასწრო ”რეალის” კიპერ იკერ კასილიას,რომელიც დღეს სავარაუდოდ ითამაშებს და კვლავ დაეწევა კატალონიელს.

პსჟ - აიაქსი 3:1

პარიზელებმა ლიგაზე მეოთხე შეხვედრა მოიგეს და 13 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან. გუშინდელი შეხვედრა ამსტერდამელთა შეტევებით დაიწყო,თუმცა სტუმრებმა ვერ მოახერხეს მასპინძელთა კარის აღება. 33-ე წუთზე კი  ურუგვაელმა ედისონ კავანიმ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ჰოლანდიელები კვლავ აქტიურობდნენ და 67-ე წუთზე კლაასენმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ამან მასპინძლები გამოაფხიზლა,ჯერ იბრაჰიმოვიჩმა ულამაზესი გოლით დააწინაურა პარიზელები, შეხვედრას წერტილი კი კავანიმ დაუსვა და ამ მატჩში დუბლიც გაიფორმა. ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გასულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა,როდესაც  ”ნოუ კამპზე” ერთმანეთს ”ბარსა” და პსჟ დაუპირისპირდებიან.

G ჯგუფი

შალკე - ჩელსი” 0:5

გელზენკირხენში მასპინძელთა განადგურებით ”ჩელსიმ” დროზე ადრე გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი და 1/8 ფინალის საგზური. ანგარიში უკვე შეხვედრის 2-ე წუთზე ჯონ ტერიმ გახნა,ტაიმის ბოლოს სტუმრები უკვე დიდი ანგარიშით იგებდნენ,ვილანმა 20-ე წუთზე ორამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა,ტაიმის მიწურულს კი გერმანელთა მცველმა იან კირკჰოფმა ულამაზესი თავური დარტყმით საკუთარი კარი დალაშქრა. მეორე ტაიმში შეხვედრას წერტილი შეცვლაზე შემოსულმა დროგბამ და რამირესმა დაუსვეს. ამ წაგების მიუხედავად  გერმანელები მაინც ინარჩუნებენ ჯგუფიდან გასვლის შანსს,თუ ბოლო ტურში ”მარიბორს” დაამარცხებენ, ”სპორტინგი” კი ”ჩელსისთან” დამარცხდება.

სპორტინგი - მარიბორი 3:1

პორტუგალიელებმა ამ გამარჯვებით ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს და თუ ბოლო ტურში უმოტივაციო ”ჩელსისთან” არ წააგებენ ფლეი ოფში აღმოჩნდებიან. ანგარიში 10-ე წუთზე კარლუშ მანემ გახსნა, შემდეგ ამას ნანის გოლი მოჰყვა,შეხვედრის 42-ე წუთზე პორტუგალიელთა მცველის ჯეფერსონის ავტოგოლმა შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. შესვენებაზე კი მოხდა ის, რაც სალიგო მატჩების დროს ფაქტიურად არ ხდება სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა და მეორე ტაიმი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ხანგრძლივმა შესვენებამ მასპინძლებზე უკეთ იმოქმედა და 65-წუთზე სლიმანის გოლით საბოლოო ანგარიშიც გაფორმდა.

H ჯგუფი

ბატე - პორტუ” 0:3

პორტუგალიელებს ბორისოვოში ნამდვილი არასაფეხბურთო ამინდი დახვდათ,მატჩის დროს თერმომეტრი -5 გრადუსს აჩვენებდა,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სამხრეთელებისთვის სამი უპასუხო ბურთი გაეტანათ ბელორუსებისთვის და პირველი ადგილით გასულიყვნენ შემდეგ ეტაპზე.გოლები ერერამ,ტელომ და ჯექსონმა გაიტანეს

შახტარი - ატლეტიკი” 0:1

ამ შეხვედრის წინ უკვე ცნობილი იყო ,რომ ”შახტარს” გარანტირებული ჰქონდა შემდეგი ეტაპის საგზური,მიუხედავად ამისა მასპინძლები აქტიურად უტევდნენ ბასკთა კარს,თუმცა გოლის გატანას  ვერ ახერხებდნენ.შეხვედრის მეორე ტაიმში სტუმართა იშვიათი შეტევა  სან-ხოსეს მიერ გატანილი გოლით დასრულდა,მიუხედავად იმისა ,რომ დონეცკელებმა ბოლოს რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს ანგარიში აღარ შეცვლილა. ახლა ამ ჯგუფის მთავარი ინტრიგა ისაა ,თუ ვინ მოიპოვებს ევროპის ლიგის საგზურს ბატე თუ ”ატლეტიკი”.

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი