განლაგება მეხუთე ტურის წინ
25 ნოემბერი, 2014
1154
print

აკაკი ურუშაძე

“რეალმა”, ”ბარსელონამ” ”ბაიერნმა”, ”პარი სენ ჟერმენმა” და დორტმუნდის ”ბორუსიამ” უკვე დაიბევეს ადგილები ფლეი ოფში. ახლა ისაა საკითხავი დღეს, რომელი გუნდები შეძლებენ ჯგუფიდან გასვლას.

სამშაბათი, 25 ნოემბერი 

E ჯგუფი

ბაიერნსუკვე გარანტირებული აქვს  ჯგუფში პირველი  ადგილი.

რომამ პირველ ტურში 5:1 გაანადგურა ცსკა და თუ დღესაც შეძლებენ არმიელთა დამარცხებას ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებენ,იმ შემთხვევაში თუ ”სიტი” ვერ მოუგებს ”ბაიერნს.”

ცსკას შანსი აქვს გავიდეს ჯგუფიდან,თუ 5:1 დიდი ანგარიშით დაამარცხებს ”რომას” და ”სიტი” ვერ მოუგებს  მიუნხენელებს.

სიტის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დღეს მოგება სჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში თუ პარალელური შეხვედრა ფრედ დასრულდება.

F ჯგუფი

პსჟ უკვე ფლეი ოფშია, ისინი პირველ ადგილზე გადავლენ,თუკი დღეს  აპოელს დაამარცხებენ  და ” ბარსა” ”აიაქსთან” დამარცხდება.

ბარსელონაც გასულია ჯგუფიდან და პირველ ადგილს დაიკავებენ თუ დღეს ამსტერდამელებს დაამარცხებენ.

აიაქსი მხოლოდ ევროპის ლიგაზე თუ მოახერხებს მოხვედრას, ისიც იმ შემთხვევაში თუ კატალონიელებს დაამარცხებენ და აპოელი ფრანგებთან წააგებს.

აპოელი მესამე ადგილს დაიკავებს თუ შემდეგ ტურში ”ბარსელონას” დაამარცხებს.

G ჯგუფი

ჩელსიფლეი ოფში გავა თუ დღეს მოიგებს ან ფრედ ითამაშებს.

შალკეს შანსი აქვს მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.

სპორტინგიდამარცხების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის ყველანაერ შანსს ჰკარგავს.

მარიბორი წაგების შემთხვევაში ყველნაირ შანსს ჰკარგავს. ამ შემთხვევაში სლოვენიური გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩება.

H ჯგუფი

შახტარი შეიძლება ვერ მოხვდეს ფლეი ოფში თუ დარჩენილ ორივე  შეხვედრას წააგებს, ხოლო ბატე ექვს ქულას დააგროვებს.

ბატე ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს თუ დღეს გაიმარჯვებს, ხოლო ”ატლეტიკი” ქულებს დაკრგავს.

პორტოს ფლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილის დაკავების შანსიც ექნება თუ  ”შახტარი” ვერ მოახერხებს სამი ქულის აღებას.

ატლეტიკი მხოლოდ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს და ისიც იმ შემთხვევაში,თუ დღეს მოიგებენ და  ბატე  პარალელურ შეხვედრაში სამ ქულას აიღებს.

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი