უძველესი საფეხბურთო დაპირისპირება
18 ნოემბერი, 2014
1295
print

აკაკი ურუშაძე 

ინგლისელთა და შოტლანდიელთა საფეხბურთო დაპირისპირება 144 წელს ითვლის. დღეს ეს გუნდები გლაზგოში ერთხელაც შეხვდებიან. ასე რომ, ურიგო არ იქნება თუ ბრიტანული დერბის ხუთი ყველაზე დასამახსოვრებელ შეხვედრას გავიხსენებთ.

ინგლისი - შოტლანდია 1:5  31 მარტი 1928 წელი

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ბრიტანულ დერბიში შოტლანდიელები დომინირებდნენ. ათი შეხვედრიდან მათ ექვსი მოგბული ჰქონდათ. ამ პერიოდის გვირგვინია ინგლისელთა დამცირება ”უემბლიზე”, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა რიგებში ”ევერტონის” ფორვარდი დიქსი დინი გამოდიოდა, რომელმაც იმ წელს ეროვნულ ჩემპიონატში სამოცი გოლის გატანა მოახერხა.

ანგარიში მესამე წუთზე ”ჰადესფილდ თაუნის” ნახევრმცველმა  ალექს ჯექსონმა გახსნა, რომელმაც ამ მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ორი გოლი კი საკუთარ ანგარიშზე ალექს ჯეიმსმა მიითვალა.

”ჩვენ ათი გოლის გატანაც შეგვეძლო”, - ამბობდა მატჩის შემდეგ ჯეიმსი.

შოტლანდიის იმ ნაკრებს კი ”უემბლის” ”ჯადოქრები” შეარქვეს.

ინგლისი - შოტლანდია 9:3  15 აპრილი 1961 წელი

ბრიტანეთში ხუმრობენ, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა შოტლანდიელთა მეკარე  ფრენსის ჰეფმა ავსტრალიაში ემიგრირება. ეს მისი მეორე და უკანასკნელი შეხვედრა იყო ნაკრების შემადგენლობაში. ჰეფსს ისიც ვერ ამართლებს, რომ მის კარს ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები უტევდნენ. ანგარიში ბობი რობსონმა გახსნა, შემდეგ ჯიმი გრივზმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ორ-ორი გოლი ბობი სმიტმა და ჯონ ჰეინსმა გაიტანეს, ერთი კი ბრაიან დუგლასის ანგარიშზეა.

”ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეც ვერ შეგვაჩერებდა. ნებისმიერ გუნდს დავამარცხებდით, ნებისმიერ სტადიონზე”, - ამბობდა მოგვიანებით ჰეინსი.

ინგლისი - შოტლანდია 2:3  15 აპრილი 1967 წელი

ამ შეხვედრის შემდეგ შოტლანდიელებმა საკუთარ გუნდს მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონები უწოდეს. ისინი ხომ პირველები იყვნენ, ვინც 1966 წლის მუნდიალზე ტრიუმფის შემდეგ ინგლისელთა დამარცხება შეძლეს. სწორედ ამ მატჩის შემდეგ შეწყდა ინგლისელთა ცხრამეტმატჩიანი წაუგებელი სერია. სტადიონზე შეკრებილი 99 000 გაოცებული გულშემატკივრის თვალწინ დენის ლოუმ და ბობ ლენოქსმა ორი ბურთით დააწინაურეს სტუმრები. ამის შემდეგ ჯეკი ჩარლტონმა მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა, რასაც მალე მათ კარში ჯიმი მაკალიოგის მიერ გატანილ მესამე გოლი მოჰყვა, ინგლისელებმა ჯეფრი ჰერსტის გოლის წყალობით ანგარიშის მხოლოდ მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს.

შოტლანდია - ინგლისი 0:2  15 ივნისი 1996 წელი

ეს იყო ამ გუნდების პირველი დაპირისპირება დიდ საფეხბურთო ტურნირზე. ევრო-1996-ის სასტარტო შეხვედრები ორივე გუნდმა ფრედ ითამაშა და ამ მატჩში გამარჯვება ორივეს ჰაერივით სჭირდებოდა. ანგარიში 23- წუთზე ალან შირერმა გახსნა. შოტლანდიელებს შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ დევიდ სიმენმა პოლ მაკალისტერის დარტყმული პენალტი მოიგერია. ამის შემდეგ კი პოლ გასკოინმა ნამდვილი საფეხბურთო შედევრი გამოაცხო: ბურთი მიწაზე დაუშვებლად თავზე გადაუგდო პოლ ჰენდრის და მეორედ აიღო შოტლანდიელთა კარი.

”შესანიშნავი იყო, მაგრამ არა გასაკვირი. ეს ხომ გასკოინია”, - განაცხადა მატჩის შემდეგ ინგლისელთა თავკაცმა ტერი ვენეიბელზმა.

შოტლანდია - ინგლისი 0:2 13 ნოემბერი 1999 წელი 

ინგლისი - შოტლანდია 0:1 17 ნოემბერი 1999 წელი 

ევრო-2000-ის საფლეიოფო შეხვედრებში ორივე გუნდმა სტუმრად გამარჯვება მოახერხა. პირველი შეხვედრა გლაზგოში სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ორივე გოლი მასპინძელთა კარში პოლ სქოულზმა გაიტანა. განმეორებით შეხვედრაში შოტლანდიელებმა ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს მასპინძლებს. დონ ჰატჩინსონის გოლმა ინტრიგა დაუბრუნა ამ დაპირისპირებას. სტუმრებს შეეძლოთ შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა, მაგრამ ბოლო წუთზე სიმენმა ურთულესი ბურთი აუღო კრისტიან დეილის.

”ჩემი გუნდი ზედიზედ ორ შეხვედრას არ აგებს, ჩვენ ინგლისელებზე უკეთ ვთამაშობდით და ერთ გოლზე მეტს ვიმსახურებდით”, - განაცხადა მატჩის შემდეგ შოტლანდიელთა მწვრთნელმა კრეიგ ბრაუნმა. 

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი