მაიკლ ჯეკსონი - ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი
31 ოქტომბერი, 2014
1488
print

გიგა გურასაშვილი

მაიკლ ჯეკსონის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ მისი ქონება ასტრონომიულად გაიზარდა. ამასთან, შოუ-ბიზნესის სხვა გარდაცვლილ ვარსკვლავებზე სწრაფად.

სხვათა ფინანსების დათვლაში გაწაფულ ჟურნალ ”ფორბსის” ვერსიით, პოპ-მუსიკის მეფე ზედიზედ მეორე წელია სათავეში ჩაუდგა ყველაზე მდიდარ, გარდაცვლილ ცნობილ ადამიანთა რეიტინგს.

გამოცემის ექსპერტთა დათვლებით, 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ამავე პერიოდამდე ჯეკსონის ქონება 140 მილიონი დოლარით გაიზარდა. ჯეკსონის ეს მილიონები ორჯერ აღემატება 1977 წელს გარდაცვლილი როკ-ენ-როლის მეფის ელვის პრესლის მიერ გამომუშავებულ 55 მილიონს და სამჯერ მეტია კარიკატურისტისა და Peanuts-ის კომიქსების სერიის შემქმნელის ჩარლზ ”სპარკი” შულცის შემოსავალზე, რომელსაც 40 მილიონით მესამე საფეხურზე მოუკიდებია ფეხი.

აქვე განვმარტოთ, რომ ჯეკსონის წარმატება განსაზღვრა სიკვდილის შემდეგ გამოცემულმა ალბომმა Xscape, ასევე Billboard Music Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე მომღერლის ჰოლოგრამის გამოჩენამ. გარდა ამისა, ჯეკსონს შემოსავალის დიდი ნაწილი მოუტანა მისადმი მიძღვნილმა ორმა წარმოდგენამ Cirque du Soleil – Immortal და и One.  

თვალს თუ გადავავლებთ რეიტინგს, იმასაც აღმოვაჩენთ, რომ მასში კუთვნილი ადგილები უკავიათ ელიზაბეტ ტეილორს (25 მილიონი), ბობ მარლის (20 მილიონი) და ჯონ ლენონს (12 მილიონი).

მთლიანობაში ”ფორბსის” სიაში 13 აწ გარდაცვლილი ცნობილი პიროვნებაა, რომლებმაც ბოლო წელს, სიკვდილის შემდეგ, მთლიანობაში 363,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

აქვე დავძინოთ, რომ ”ფორბსი” თავის რეიტინგს მემკვიდრეობის საკითხებით დასაქმებული მენეჯერების, ლიცენზიანტებისა და იურისტთა მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე ადგენს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
10 ივლისი, 2015 კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის