”რეალი” ”ჩელსისა” და ”ბაიერნზე” იღბლიანი აღმოჩნდა
27 ოქტომბერი, 2014
1360
print

აკაკი ურუშაძე

გასულ უქმეებზე  ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში, რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ”ჩელსიმ” შეხვედრის ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან გამარჯვება ”მანჩესტერ იუნაიტედთან”,  ”ბაიერნი” კი სტუმრად ფრეს დასჯერდა მიოხენგლადბახის ”ბორუსიასთან”, ხოლო ”რეალმა” ”სანტიაგო ბერნაბეუზე”  ”ბარსელონა” დაამარცხა. თვალი გადავალოთ თუ, როგორ იასპარეზეს ეროვნულ ჩემპიონატებში, ჩემპიონთა ლიგის  მონაწილეებმა.

A ჯგუფი 

მარიო მანჯუკიჩის მიერ პირველი ტაიმის 40-ე წუთზე გატანილმა გოლმა ”ატლეტიკოს” სტუმრად მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მოაპოვებინა ”ხეტაფესთან” (1:0). ”იუვენტუსმა”  შინ 2:0 დაამარცხა ”პალერმო” და სამი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ”რომას”.

შვედეთის ჩემპიონატის ლიდერი ”მალმო” დღეს საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ ”ბრომაპოიკარნას” მიიღებს.

”ოლიმპიაკოსს” პრინციპული მატჩი ჰქონდა თავის მუდმივ კონკურენტ ”პანათინაიკოსთან” და ტასოს ავლონიტისის გოლის წყალობით 1:0 მოიგო.

B ჯგუფი

”რეალმა” საკუთარ მოედანზე ”კლასიკო” მოუგო (3:1) კატალონიურ ”ბარსელონას”. კრიშტიანუ რონალდუმ კი ჩემპიონატის მერვე შეხვედრაში მეთექვსმეტე გოლი გაიტანა.

”ბაზელმა” ფრედ 1:1 ითამაშა ”სიონთან”. ბაზელთაგან გოლი ჯოვანი სომ გაიტანა. “ლივერპული” საკუთარ ”ენფილდზე” ნულოვან ფრეს დასჯერდა ”ჰალისთან.” ”ლუდოგორეცმა” 2:0 დაამარცხა ”ჩერნო მორე”,თუმცა შვიდი ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ სოფიის ცსკას.

C ჯგუფი

”მონაკომ” ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა,მათ გასვლაზე ”ბასტია” 3:1 დაამარცხეს.

რუსეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულმა  ლიდერმა ”ზენიტმა”  მშვიდად 5:0 დაამარცხა ”მორდოვია.”

ლევერკუზენის ”ბაიერმა” საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო ”შალკეს”,თუმცა თვალის ტრავმის გამო შტეფან რაინარტსი დიდიხნით გამოაკლდა გუნდს.

”ბენფიკამ” სწრაფად გახსნა ანგარიში ” ბრაგასთან” მატჩში, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა და სეზონში პირველი შეხვედრა წააგო - 1:2.

D ჯგუფი

დორტმუნდის ”ბორუსიამ” სახლში ”ჰანოვერთან” 0:1 წააგო და სატურნირო ცხრილში 15-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. ამასთან, ერთი ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.

ალექსის სანჩესმა ორივე ტაიმში თითო გოლი გაიტანა და ”არსენალს”  ”სანდერლენდთან” 2:0 მოაგებინა.

”გალათასარაი” სტუმრად 0:4 განადგურდა ”ისტანბულთან” და ლიდერობა დაკარგა. ბელგიის ჩემპიონატის ლიდერი ”ანდერლეჰტი” საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ ”სტანდარტთან” დამარცხდა 0:2.

 E ჯგუფი

”ბაიერნმა” მეორე ადგილზე მყოფ მიოხენგლადბახის ”ბორუსიასთან” 0:0 ითამაშა და ცხრილში ოთხქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

გენუაში ”სამპდორიასა” და ”რომას” შეხვედრა ასევე ნულოვანი ფრით დასრულდა. რომაელები ”იუვენტუსს” სამი ქულით ჩამორჩებიან.

ლონდონში ”ვესტ ჰემთან” 1:3 დაამარცხების შემდეგ ”მანჩესტერ სიტი” სატუნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაქვეითდა. 

მატჩის კონპენსირებულ დროში ბიბრას ნატხოს მიერ გატანილმა გოლმა მოსკოვის ცსკას ”უფასთან” ქულა მოაპვებინა (3:3).

F ჯგუფი

გრეგორი ვან დერ ვილის გაძევების მიუხედავად პსჟ იოლად გაუსწორდა ”ბორდოს” - 3:0.

მიუხედავად მადრიდში დამარცხებისა (1:3) ’ბარსელონა” ”სევილიასთან” ერთად მაინც ინარჩუნებს ლიდერობას, ისინი სამეფო კლუბს ერთი ქულით უსწრებენ. ლუის სუარესს დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და კატალონიელთა მაისურით პირველ ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

”აიაქსმა” ”ამსტერდამ არენაზე” 3:1 დაამარცხა ”იგლზი” და ახლა ლიდერ პსვ-ს ოთხი ქულით ჩამორჩება.

აპოელს სამი კვირა არ ჰქონდა ნათამაშები კვიპროსის ჩემპიონატში, გასულ შაბათს კი 1:0 დაამარცხა ”ნეია სალამისი.”

G ჯგუფი

ლონდონის ”ჩელსი” ბოლო წუთამდე უგებდა სტურად ”მანჩესტერს”, მაგრამ ბოლო წუთზე მასპინძლება შეძლეს ქულის გადარჩენა (1:1). დიდიე დროგბამ 2012 წლის შემდეგ პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

”შალკე” ლევერკუზენში 0:1 დაამარცხების შემდეგ ცხრილის მეთორმეტე საფეხურზე დაეშვა.

”ზავრიჩთან” 1:0 მოგებამ ვერ უშველა ”მარიბორს” სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერ  ”დომჟალესთან” ექვსქულიანი ჩამორჩენა შეემცირებინა.

 ლისაბონის ”სპორტინგმა” შინ 4:2 დაამარცხა ”მარიტიმუ.”

H ჯგუფი

”პორტუმ” გასვლაზე 5:0 გაანადგურა ”აროკა”. დუბლი ”დრაკონთა” ლიდერმა ჯექსონ მარტინესმა შეასრულა. 

ბელორუსი ჩემპიონატის ლიდერი ბატე, გასვლით შეხვედრას დღეს გამართავს ჟოდინოში ადგილობრივ  ”ტორპედოსთან.”

დღესვე ითამაშებს დონეცკის ”შახტარიც”, ისინი სათასო მატჩში ”პოლტავას” უმასპიძლებენ. პირველი შეხვედრა დონბასელებს 5:1 აქვთ მოგებული.

ბილბაოს ”ატლეტიკს” ათი ოფიციალური შეხვედრა არ ჰქონდა მოგებული, შაბათს კი ხაბიერ ეჩეიტას გოლის წყალობით სტუმრად ”ალმერია” 1:0 დაამარცხა.

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი