ჩემპიონთა ლიგა ნოემბრამდე შესვენებაზე გავიდა
23 ოქტომბერი, 2014
1278
print

გიგა გურასაშვილი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის გუშინდელი შეხვედრები გატანილი გოლების რაოდენობით (40!) წინა დღის მსგავსი არ აღმოჩნდა. მეტიც, გუშინ საღამოს უპრესტიჟულესი საკლუბო პირველობაზე გუნდებმა მისი ნახევარიც ვერ გაიტანეს. ერთადერთი, ვინც ამ მხრივ თავი გამოიჩინა მადრიდის ”ატლეტიკოა”, რომელმაც შინაურ კედლებში ”მალმოს” ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. ერთი ნაკლები გოლი გაიტანა იურგენ კლოპის დორტმუნდის ”ბორუსიამ” რომელმაც გასვლაზე სტამბოლის ”გალათასარაის” 4:0 მოუგო.

ატლეტიკო” 5:0 ”მალმო 

მადრიდული მაქნანა სახელად ”ატლეტიკო” ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე მუშაობს, განსაკუთრებით კი დაცვაში. მეხუთე შეხვედრაა დიეგო სიმეონეს გუნდს გოლი არ გაუშვია.

”ატლეტიკოს” პირველ ტაიმში რაღაც დოზით გაუჭირდა, მაგრამ მეორეში აიწყვიტა და ”მალმოს” ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

ოლიმპიაკოსი 1:0 ”იუვენტუსი 

”ოლიმპიაკოს” ”იუვენტუსზე” გამარჯვებისთვის ერთი კომბინაცია ეყო, რომელიც ალეხანდრო დომინგესმა წამოიწყო და რომელიც პაიტიმ კასამის გოლით დაგვირგვინდა.

”ბებერმა ქალბატონმა” ლიგაზე ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. ერთადერთი ვისაც მოუგო ეს ”მალმოა”.

სატურნირო მდგომარეობა 

A ჯგუფი 

1. ”ატლეტიკო” – 6; 2. ”ოლიმპიაკოსი” – 6; 3. ”იუვენტუსი” – 3; 4. ”მალმო” – 3.

ლივერპული” 0:3 ”რეალი

”ლივერპულის” ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას ვოცნებობდი. ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე”, - წოტა ხნის წინ აღიარებდა ყოფილი ლივერპულელი, დღეს კი ”ბარსელონას” თავდასმხმელი ლუის სუარესი. ეგაა, ურუგვაელი თავდამსხმელის გარეშე მერისაიდელები ევროპის უმტავრეს საკლბუო ტურნირზე არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებიან. ჯერ იყო და ”ლუდოგორეცს” ძლივს გამოგლიჯეს გამარჯვება, მერე იყო და ”ბაზელთან” დამარცხდნენ. გუშინ კი...

”ენფილდის” სტადიონზეც კი ”რეალთან” მოგება წარმოუდგენელი იყო. ”სამეფო კლუბის” გაჩერება ვეჭვობთ, დღეს ვინმეს შეეძლოს.

მადრიდელებმა მერსისაიდელთა დაცვა ისევე ააოხრეს, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში თავად აკეთებდნენ პრემიერლიგის შარშანდელ სეზონში. ეგაა, მაშინ მათ სუარესი ჰყავდათ, დღეს კი მარიო ბალოტელი, რომელიც ვერა და ვერ შევიდა როლში.

”რეალმა” ”ლივერპულს” სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა. აქედან პირველი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა, მეორე და მესამე კი კარიმ ბენზემას დამსახურებაა.

და კიდევ, პორტუგალიელი თავდამსხმელისთვის ეს 70-ე სალიგო  გოლი იყო, რამაც მას ”ბარსას” არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესიზე ამავე მაჩვენებლით დაწინაურების საშუალება მისცა. ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით კი ისედაც ყველამ კარგად იცის, რომ საუკეთესო მაჩვენებელი ”რეალის” ყოფილ თავდამსხმელს რაულს აქვს - 71 გოლი, რომელსაც რონალდუ მალე ჩამოართმევს.

ლუდოგორეცი 1:0 ”ბაზელი 

ერთი შეხედვით ბულგარულ ”ლუდოგორეცსა” და შვეიცარიულ ”ბაზელს” შორის შეხვედრა ნულოვანი ფრეთი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90-ე წუთზე მასპინძელმა იორდან მინევმა ბევრისთვის მოულოდნელად თანაგუნდელებს გამარჯვების გოლი მოუტანა, გუნდს კი  B ჯგუფში მეორე ადგილი.

სატურნირო მდგომარეობა 

B ჯგუფი 

1. ”რეალი” – 9; 2. ”ლუდოგორეცი” – 6; 3. ”ლივერპული” – 3; 4. ”ბაზელი” – 3.

მონაკო” 0:0 ”ბენფიკა

მონაკოს ”ლუი მეორეს” სტადიონზე მისული გულშემატკივარი სანახაობით კმაყოფილი არ არ უნდა დარჩენილიყო. გოლი ვერც მასპინძებმა გაიტანეს და ვერც სტუმრებმა. უგოლო მატჩიდან ყველაზე დასამახსოვრებელი სტუმართა არგენტინელი მცველის ლისანდრო ლოპესის 76-ე წუთზე გაძევება იყო.

ბაიერი” 2:0 ”ზენიტი 

”ბაი არენას” ატმოსფერომ სანკტპეტერბურგელები მარწუხებში მოაქცია. ლევერკუზენელებმა ”ზენიტი” 2:0 დაამარცხეს.

57-ე წუთზე ლევერკუზენელთა იტალიელმა მცველმა ჯულიო ჯონატიმ საჯარიმოს კუთხეში მიღებული ბურთი ძლიერი დარტყმით რუსების კარში გაგზავნა. პირველი გოლიდან ექვს წუთში კირიაკოს პაპადოპულოსმა ჩალჰანოღლუს ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და ანგარიში ორამდე გაზარდა. გაძევების გარეშე არც ამ შეხვედრას ჩაუვლია - 78-ე წუთზე ნაჩვენები მეორე ყვითელი ბარათის გამო ბრაზილიელ ვენდელ ნასიმენტო ბორგეს მოედნის დატოვება, ლევერკუზენს კი ათი კაცით დარჩენა მოუწია.

სატუნირო მდგომარეობა 

C ჯგუფი: 

1. ”ბაიერი” – 6; 2. ”მონაკო” – 5; 3. ”ზენიტი” – 4; 4. ”ბენფიკა” - 1 

გალათასარაი” 0:4 ”ბორუსია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა დორტმუნდელებმა აქტიურად, შეიძლება ითქვას ჰიპერაქტიურად დაიწყეს და მე-6 წუთზე ანგარიშიც გახსნეს - ”გალათასარაიმ” პერ-ემერიკ ობამეანგის წყალობით სწრაფი გოლი იგემა. პირველი გოლის ავტორმა მე-18 წუთზე დუბლიც გაიფორმა, ხოლო შესვენებამდე ერთი წუთით ადრე მარკო როისმა სტამბოლელებს მესამე გოლით წაუხდინა ხასიათი.

შესვენების შემდეგ შეხვედრა მეტტნაკლებად მშვიდად წარიმართა. გასაკვირიც არ იყო. სამი ბურთით დაწინაურებულ დორტმუნდელებს არსად არ ეჩქარებოდათ, მაგრამ სარგებელი მშვიდ თამაშშიც ნახეს, როდესაც 83-ე წუთზე ადრიან რამოსმა თანაგუნდელებს 4:0 დაწინაურების საშუალება მისცა.

ანდერლეხტი” 1:2 ”არსენალი

D ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში ”ანდერლეხტი” ლონდონის ”არსენალს” მასპინძლობდა. სტუმრები საკმაო ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მეტოქის კარის აღებას, მაგრამ მცდელობა მცდელობაში 71-ე წუთზე ენდი ნახარისგან თავად მიიღეს გოლი.

ბელგიელთა ჰონდურასელი ლეგიონერის გოლმა ”მეთოფეებზე” ადრენალინივით იმოქმედა. შეტევები გაამძაფრეს, მაგრამ საწადელს მხოლოდ მაშინ მიაღწიეს, როდესაც ძირითადი დროის დასრულებამდე წუთით ადრე კირან გიბზმა ანგარიში გაათანაბრა, გოლიდან ორ წუთში კი ლუკაშ პოდოლსკიმ გასვლით შეხვედრაში არსენ ვენგერს გამარჯვების გოლი მოუტანა - 1:2.

სატუნირო მდგომარეობა

D ჯგუფი:

1. ”ბორუსია დ.” – 9; 2. ”არსენალი” – 6; 3. ”ანდერლეხტი” – 1; 4. ”გალათასარაი” – 1.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი