ს.ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
20 ოქტომბერი, 2014
2478
print

ს.ს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს 

ს.ს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისსაკუთრებაში არსებულ ქ. ზესტაფონში, თამარ მეფის ქ#77–ში მდებარე მატერიალურ ტექნიკური ბაზის მასზე განთავსებულ ქონებასთან ერთად გაყიდვის მიზნით 

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:

მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

ქონების ადგილმდებარეობა: ქ. ზესტაფონი, თამარ მეფის ქ#77 (საკადასტრო კოდი: 32.10.35.117)

საწყისი სააუქციონო ფასი: 344 000  (სამას ორმოცდაოთხი ათასი) ლარი (დღგ–ს ჩათვლით);

 აუქციონში მონაწილეობის ბე: 28 000  (ოცდარვა ათასი) ლარი;

აუქციონის ბიჯის“ ოდენობა:  6 000 (ექვსი ათასი) ლარი;

 მონაწილის ბილეთის ფასი: 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 თანხის გადახდის ვადები: მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი.

 აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე, განსაკარგი ქონების დასახელებას და საწყის საფასურს;

ბ)  „ბეს“ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს. „საქართველოს ბანკი“, ცენტრალური ფილიალი, კოდი: BAGAGE22, ა/ა GE56BG0000000283534100,  საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია;

გ)  მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, სასამართლოს დადგენილება დაფუძნების შესახებ, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).

 ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:

აუქციონი ჩატარდება 2014 წლის 5 ნოემბერს 15:00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, ოთახი #417, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

 დამატებითი ინფორმაცია:

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.

 აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბეს“ თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი „ბეს“ თანხა უბრუნდებათ უკან.

 მონაწილეს უფლება აქვს „ბე“-ს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში – 2014 წლის 20 ოქტომბრიდან  2014 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით, 15.00 სთ-მდე. სხვა შემთხვევაში – აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება – გადახდილი „ბეს“ თანხა უკან არ უბრუნდება.

 აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის მაქსიმალური გასაყიდი ფასის (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.

 აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ #291 ბრძანებით დამტკიცებული „ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის, წესის“  შესაბამისად.

 აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ, ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინტერნეტ გვერდზე: www.gse.com.ge

 ს.ს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი

ტელეფონი: ქალაქის–2–510–281 მობილურის 577 240–233

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად