აგუერო,მესი და რონალდუ
20 ოქტომბერი, 2014
1384
print

აკაკი ურუშაძე

სერხიო აგუერომ „ ტოტენჰემთან“ პოკერი შეასრულა, მესიმ  თავისი 250–ე საიუბილეო გოლი გაიტანა პრიმერა დივიზიონში, ხოლო რონალდუმ ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა. თვალი გადავავლოთ თუ, როგორ იასპარეზეს გასულ უქმეებზე ეროვნულ ჩემპიონატებში იმ გუნდებმა,რომლებიც ხვალ და ზეგ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

A ჯგუფი 

მადრიდის „ატლეტიკომ“  საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „ესპანიოლი“ და  „ვინსენტე კალდერონზე“ წაუგებელი სერია გააგრძელა.

„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. ტურინელები სტუმრად „სასუალოსთან“ მარცხდებოდნენ,თუმცა პოლ პოგბას გოლმა მათ ქულა მოუტანა – 1:1.

შვედეთის მოქმედი ჩემპიონი „მალმო“ სტუმრად 1:2 დამარცხდა „ელფსბორგთან“ „ოლიმპიაკოსი“ გასვლაზე ორჯერ აგებდა “ერგოტელისთან“, მაგრამ კოსტას მიტროღლუს ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა პირეოსელებს სამი ქულა მოუტანა.

22ოქტომბერი 

ატლეტიკო“ – „მალმო

ოლიმპიაკოსი“ – „იუვენტუსი

B ჯგუფი

„რეალმა“ გასვლაზე  „ლევანტე“ 5:0 გაანადგურა, კრიშტინუ რონალდუმ კი პრიმერას ახალი რეკორდი დაამყარა, რვა სასტარტო მატჩში მას უკვე თხუთმეტი გოლი აქვს გატანილი.

შკელზენ გაშის სეზონში გატანილმა მეხუთე გოლმა „ბაზელს“ „იანგ ბოიზთან“ 1:0 გამარჯვება მოუტანა.

“ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე სამი

ქულა გამოსტაცა“ ქუინს პარკ რეინჯერსს“ – 3:2. გადამწყვეტი გოლი სტუმართა მცველმა სტივენ კოლკერმა საკუთარ კარში გაიტანა.

„ლუდოგორეცმა“ შინ აუტსაიდერი „ჰაშკოვო“ 3:1 დაამარცხა. კლუბის ბრაზილიელი ლეგიონერი მარსელინიო 26 გატანილი გოლით ბულგარეთის ჩემპიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

22 ოქტომბერი

ლუდოგორეცი“ – „ბაზელი

ლივერპული“ – „რეალი

ჯგუფი

„მონაკო“ ერთადერთი მასპინძელი გუნდი აღმოჩნდა ,რომელმაც შაბათს გამართულ მატჩებში საშინაო გამარჯვება მოიპოვა, მათ „ევიენი“ 2:0 დაამარცხეს,გოლები ჟოაუ მოუტინიომ და იანიკ ფერეირა–კარასკომ გაიტანეს.

„ზენიტი“ კვლავ დაუმარცხებელია რუსეთის ჩემპიონატში. გასულ ტურში ისინი სტუმრად 0:2 აგებდნენ სტუმრად „კრასნოდართან“, თუმცა ჰალკმა და ხავი გარსიამ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება – 2:2.

„ბაიერი“  საკუთარ მოედანზე 3:0 უგებდა „შტუტგარტს“, მაგრამ ვერ შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა და შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.

„ბენფიკამ“  პორტუგალის თასის შეხვედრაში მეორე დივიზიონის „კოველია“ 3:2 დაამარცხა.სამივე გოლი ბრაზილიელმა ფორვარდმა ჟონასმა გაიტანა.

22 ოქტომბერი

ბაიერი“ – „ზენიტი“ 

მონაკო“ – „ბენფიკა

D ჯგუფი

ტრავმამოშუშებული ილქაი გიუნდოგანი თოთხმეტთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს, თუმცა „დორტმუნდს“ ამანაც ვერ უშველა - საკუთარ მოედანზე „კიოლნთან“ 1:2 წააგო.

„არსენალი“ ბოლო წუთზე დენი უელბეკის გატანილმა გოლმა გადაარჩინა წაგებას „ჰალისთან“ – 2:2.

უესლი სნაიდერის დუბლის წყალობით „გალათასარაიმ“ სტამბოლურ დერბიში 2–1 დაამარცხა „ფენერბაჰჩე“.

“ბელგიაში კვლავ დაუმარცხებელია „ანდერლეხტი.“ სტივენ  დეფურის გოლის წყალობით მათ სტუმრად „მეხელენთან“ ფრეს მიაღწიეს – 1:1.

22 ოქტომბერი

არსენალი“ – „გალათასარაი

ბორუსია“ – „ანდერლეხტი 

E ჯგუფი

”ბაიერნმა“ ”ალიანს არენაზე” 6:0 გაანადგურა „ვერდერი“. ჩაბი ალონსომ მიუნხენელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

ფრანჩესკო ტოტიმ, მატია დესტრომ და ადემ ლაიჩმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს რომში „კიევოს“.

სერხიო აგუეროს პოკერმა 4:1 გამარჯვება მოუტანა „სიტის“ „ტოტენჰემთან“ საშინაო შეხვედრაში.

მოსკოვის ცსკამ საკუთრ მოედანზე „ყუბანი“ 6:0 გაანადგურა.

21 ოქტომბერი

ცსკა – „სიტი

რომა“ – „ბაიერნი

F ჯგუფი

„პარი სენ ჟერმენმა“  სტუმრად 3:1 მოუგო „ლანსს.“ ედისონ კავანიმ გოლიც გაიტანა და მოედნიდანაც გააძევეს,სხვა ორ ფეხბურთელთან ერთად.

„ეიბარი“ ერთი საათი გმირულად უმკლავდებოდა „ბარსელონას“ შეტევებს „კამპ ნოუზე“, მაგრამ მეტი ვეღარ გაძლო და მესის, ნეიმარისა და  ხავისგან სამი გოლი მიიღო საკუთარ კარში. მესიმ საიუბილეო 250–ე გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში.

შეხვედრის 71–წუთზე კოლბეინ სიტგორსონის მიერ გატანილმა გოლმა „აიაქსს“ სტუმრად ფრე მოუტანა „ტვენტესთან“.

კვიპროსის აპოელს ამ უქმეებზე არ უთამაშია. მორიგ შეხვედრას ისინი 26 ოქტომბერს გამართავენ.

21 ოქტომბერი

აპოელი–„პარი სენ ჟერმენი

ბარსელონა“– „აიაქსი

G ჯგუფი

სესკ ფაბრეგასისა და ოსკარის გოლების წყალობით ჩელსიმ“ სტუმრად 2:1 დამარცხა „კრისტალ პალასი“.

რობერტო დი მატეოს თავკაცობით „შალკემ“ პირველი მატჩი მოიგო -  „ჰერტა“ 2:0 დაამარცხა.

შვიდმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ „მარიბორი“ საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა „ცელიესთან“.

„სპორტინგმა“ პორტუგალიის თასის გათამაშებიდნ გამოთიშა ლიგი კიდევ ერთი მონაწილე „პორტუ“ მათ „დრაკონები“ 3:1 დამარცხეს.

21 ოქტომბერი

შალკე“ – „სპორტინგი

ჩელსი“ – მარიბორი

H ჯგუფი

ბატემ 4:1 დაამარცხა სოლიგორსკის „შახტარი“. აღსანიშნავია რომ „შახტარი“ერთადერთი გუნდია, რომელმაც წლეულს ბელორუსის ჩემპიონატში ბატე დაამარცხა. მათ ეს პირველ წრეში მოახერხეს.

დონეცკის „შახტარმა“ 6:2 გაანადგურა „ვოლინი“. ლუის ადრიანომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა „შახტარის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში.

არიცა ადურიცის გოლის წყალობით „ატლეტიკი“ „სელტას“ უგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო.შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ბასკები კვლავ გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

21 ოქტომბერი

ბატე – „შახტარი

პორტუ“ – „ატლეტიკი

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი