მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
13 ოქტომბერი, 2014
1217
print

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტუბერკულოზის ეროვნული სათაო ოფისის ლაბორატორიის მშენებლობის დასრულების სამუშაოები (BMZ No. 200766 204)

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს ტუბერკულოზის ეროვნული სათაო ოფისის ლაბორატორიის მშენებლობისათვის ქ. თბილისში.

მშენებლობის ვადა არის 4 (ოთხი) თვე

2.  ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შეუძლიათ 300 (სამასი) ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ, მისამართზე: საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144, მე-6 სართული, N601 ოთახი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

3. სატენდერო მოსაკრებელი უნდა ჩაირიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები: - ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 302006300, მომსახურე ბანკი -“სახელმწიფო ხაზინა”, კოდი: TRESGE22. შენიშვნა: აუცილებლად უნდა მიეთითოს, რომ მოსაკრებელი ირიცხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით (დამატებითი ინფორმაციის ველში უნდა მიეთითოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, კოდი: 350101).

4. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე სატენდერო დოკუმენტაციას გაეცნოს შემსყიდველ ორგანიზაციაში, სამუშაო დღეებში 11:00-17:00 საათებში. მისამართი: ქ. თბილისი 0159; აკ. წერეთლის გამზ. 144, მე-6 სართული, ოთახი N601.

5. სატენდერო წინადადება ძალაშია 90 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნის დღიდან და უნდა იყოს უზრუნველყოფილი 2,000 ევროს ექვივალენტური თანხის ოდენობის საბანკო გარანტიით ლარებში (სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო წინადადებასთან ერთად).

6. სატენდერო წინადადება უნდა იყოს ჩაბარებული ქვემოთ აღნიშნულ მისამართზე 2014 წლის 27 ნოემბერს, 15 საათამდე, რა დროსაც წინადადებები გაიხსნება იმ კონკურსანტების თანდასწრებით, ვისაც ექნება დასწრების სურვილი. მისამართი: ქ. თბილისი, 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144, მე-6 სართული, ოთახი N601.

7. დაგვიანებული წინადადებები არ განიხილება და გაუხსნელად დაუბრუნდებათ კონკურსანტებს.

8. 2014 წლის 4 ნოემბერს, 14:00 საათზე დამკვეთის მიერ ჩატარდება წინასატენდერო კონფერენცია ტენდერში მონაწილეთათვის. მისამართი: ქ. თბილისი, აჭარის ქ#8, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, საკონფერენციო დარბაზი.

საკონტაქტო პირები: ირმა აბრამიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს უფროსის მ/შ; ტელ: 2510041 (შიდა 0705); 599 858485; ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი შიხაშვილი  _ “GOPA კონსულტანტის”, უფლებამოსის წარმომადგენელი; ტელ: 599 505431.

9. მოწვევის ნახვა შეგიძლიათ ასევე http://procurement.gov.ge -ზე (შესყიდვები დონორის სახსრებით).

სხვა სიახლეები
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
27 მარტი, 2015 ძალადობა კლუბებში?!
17 თებერვალი, 2015 შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი”
11 თებერვალი, 2015 „შევარდენის“ რაგბის სანაკრებო ბაზაზე სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნა
29 დეკემბერი, 2014 „მათვისაცშეიძლებაეხებოდეს
29 დეკემბერი, 2014 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია :"კრედიტ პლუს ჯორჯია"
22 დეკემბერი, 2014 მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენაზე
22 დეკემბერი, 2014 „მათ ვისაც შეიძლება ეხებოდეს