რომან გოცირიძე: საჯარო სამართლს იურიდიული პირებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების ხაზინაში გადატანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს!
03 ოქტომბერი, 2014
1344
print

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის აზრით, იმ სახელმწიფო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დღემდე კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშების ხაზინაში გადატანა სწორია, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა განხორციელდეს. ხშირად სწორი იდეა მოუმზადებლობის გამო უკუშედეგით მთავრდება ხოლმე. უნდობლობას ხელისუფლების წარმომადგენელთა არასწორი განცხადებებიც იწვევს, თითქოს ამით არაფერი იცვლება და კომერციული ბანკები ან თვითმმართველობის ორგანოები არ ზარალდებიან. იმის გამო, რომ ეს ანგარიშები ბანკშია, თვითმმართველობები წელიწადში ათ მილიონ ლარამდე შემოსავალს იღებენ თავისუფალი ნაშთების გამოყენების უფლების ბანკებისათვის „მიყიდვის“ გამო. როცა ბანკები ამოდენა ფულს იხდიან, ესე იგი, ისინიც საკმაოდ ხეირობენ.

ფინანსთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ბანკების საკრედიტო რესურსებზე, ბუნებრივია, ძალიან იმოქმედებს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საგანმანათლებო დაწესებულებებიც ხაზინაში გადავა, მაგრამ, ეს არ არის მთავარი. ბიუჯეტის ფული ხაზინამ უნდა მართოს , თუ მას ამის უნარი აქვს. ეს მაკროეკონომიკური რეგულირების კუთხითაც სწორია.

 რატომ არ იყო აქამდე ხაზინაში?

იმიტომ, რომ ხაზინა არ იყო მზად. არის კი ახლა მზად? ფინანსთა სამინისრომ უნდა დაასაბუთოს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ეს მომსახურება ქვეყანას დაუჯდება უფრო იაფი, იქნება ისეთივე სწრაფი, ხარისხიანი და თუნდაც კომფორტული, როგორც ბანკშია. ხომ არ გამოიწვევს ეს ხაზინის შტატების გაბერვას და ისეთი დამატებითი ხარჯების გაწევას, როგორც თავდაპირველი, ასევე საექსპლოატაციო ხასიათის, რომელიც გააძვირებს სამომავლოდ ხარჯებს. ხომ არ გაჩნდება რიგები. დღეს პენსიებს ბანკი არიგებს. წარმოვიდგინოთ, რომ ამას აკეთებდეს სამინისტრო ან ჩვენი მოუქნელი სახელმწიფო ფოსტა, რომელსაც ჰყავს ცუდი მენეჯმენტი და კონკურენციის შეზღუდვის ფასად ცდილობენ ბაზარზე დამკვიდრებას. ძველი დრო მონაგონი იქნება მათ რომ ეს საქმე ანდო.

თუ ყველა ამ კითხვაზე არსებობს დადებითი პასუხი, მაშინ ეს კარგი ნაბიჯია. სწორია, რომ ეტაპობრივად კეთდება და საგანმანათლებლო დაწესებულებები ამჯერად არ გადაჰყავთ, რადგან მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სერიოზული შეფერხებები წარმოიქმნებოდა. საბოლოოდ, მათმა ანგარიშებმაც ხაზინაში უნდა მოიყაროს თავი.

sophio chkhaidze
სხვა სიახლეები
24 ოქტომბერი, 2014 ბიუჯეტი 2014 შარშანდელ გზას დაადგა!