სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
22 სექტემბერი, 2014
2240
print

შეტყობინება აუქციონის ჩატარების შესახებ

  1.  სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (შემდგომში – გაყიდვის ობიექტი) რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს (შემდგომში – აუქციონი).

ლოტის №

ობიექტის დასახელება

საწყისი  ღირებულება (ლარი დღგ-ს ჩათვლით)

ბიჯი (საწყისი ღირებულების 2%, ლარი დღგ-ს ჩათვლით)

ბე (საწყისი ღირებულების 5%, ლარი დღგ-ს ჩათვლით)

1

მიწის ნაკვეთი, ფართი - 418 კვ.მ. და მასზე განთავსებული ამორტიზებული შენობა-ნაგებობები, ფართი -145 კვ.მ. (მისამართი:  ქ. თბილისი, ნინო ჩხეიძის ქ. №22)

259,600.00

5,192.00

12,980.00

  1. გაყიდვის ობიექტის საწყისი ფასი: 259,600.00 ლარი (ორას ორმოცდაცხრამეტი ათას ექვსასი ) დღგ-ს ჩათვლით.
  2. აუქციონის ორგანიზატორია: სს „თელასი“, მისამართი: ქ. თბილისი, 0119, ვანის ქ. N3, +995 (32) 2779999 (7524), nino.nikolaishvili@telasi.ge, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერსებულმა პირმა უნდა შეავსოს  აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადი, რომელიც წარდგენილ უნდა იქნას ზემოაღნიშნულ მისამართზე 16.09.2014წ. 09:00სთ. - დან 16.10.2014წ. (ჩათვლით) 11:00 სთ-მდე. განაცხადი და მისი ყველა აუცილებელი დანართი ატვირთულია სს „თელასის“ ვებ-გვერდზე (http://www.telasi.ge). განაცხადის მიღება ხორციელდება ნებისმიერ სამუშაო დღეს  09:00სთ.-18:00სთ. წინამდებარე პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე.
  3. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა პირმა  ,,ბე“  უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 16.10.2014წ. 11:00სთ სა. ბე-ს ოდენობა შეადგენს 12,980.00 ლარს (თორმეტი ათას ცხრაას ოთხმოცი) დღგ-ს ჩათვლით.
  4. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მის მიერ აუქციონში დასახელებული ფასი უნდა გადაიხადოს სს „თელასის” შემდეგ ანგარიშზე: TBCBGE22, GE11TB1100000017467564 ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, შეძენილი ქონება გადაიფორმოს საკუთარი ხარჯებით და სს ,,თელასის“ ტერიტორიიდან გაიტანოს საფასურის გადახდიდან არა უგვიანეს 14  კალენდარული დღის განმავლობაში.
  5. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა მონაწილე პირის (თუ მონაწილე იურიდიული პირია მისი უფლებამოსილი ხელმძღვანელის) ხელმოწერილი სააუქციონო განაცხადი უნდა წარმოადგინონ  ზემოაღნიშნულ ვადებში,  აუქციონში მონაწილეობის და გაყიდვის ობიექტის შეძენის სურვილის შესახებ შესაბამისი წერილით,  განაცხადი  უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა)  მონაწილეობის  მსურველი პირის დასახელებას, იურიდიულ და ფაქტიურ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს, გაყიდვის ობიექტის დასახელებას;

ბ) გაყიდვის ობიეტის საწყის ფასს;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფი­ზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარ­მეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან;

დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში), რომელიც ძალაშია განაცხა­დის შეტანის მომენტისათვის;

ე) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ვ) ბე-ს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბე-ს თანხა უნდა ჩაირიცხოს სს ,,თელასის“ შემდეგ ანგარიშზე TBCBGE22, GE11TB1100000017467564 გადახდილი “ბე” აუქციონში გამარჯვებულს ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას).

  1. ზემოაღნიშნული ინფორმაციის და დოკუმენტაციის არწარმოდგენის ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში პირი ვერ მიღებს აუქციონის მონაწილის სტატუსს. აუქციონში  მონაწილეობის თაობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
  2. პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს აუქციონში    მონაწილეობაზე ბე-ს დაკავების გარეშე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. უარი დაფიქსირებული უნდა იქნას წერილობით.
  3. აუქციონში მონაწილე პირებს უფლება აქვთ წინასწარ დაათვალიერონ გაყიდვის ობიექტი.
  4. აუქციონში გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომელმაც გამოაცხადა ყველაზე მაღალი ფასი გაყიდვის ობიექტზე, ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაშვებული აუქციონის მონაწილე, რომლის აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი  დარეგისტრირებული იყო ყველაზე ადრე, ფასთან დაკავშირებით აუქციონის მონაწილეების წინადადებების არარსებობის შემთხვევაში.
  5. ვადა, რომელიც ეძლევა მყიდველს გაყიდვის ობიექტზე ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად: აუქციონში გამარჯვებულმა უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს გაყიდვის ობიექტის  ნასყიდობის მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის ხელმოწერის თარიღიდან  14 სამუშაო დღეში.
  6. აუქციონის ჩატარების თარიღი, დრო და მისამართი (შედეგების შეჯამება): 12:15სთ. 16.10.2014წ. ორგანიზატორის ადგილმდებარეობის მიხედვით.
  7. ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს აუქციონის პროცედურა  და უარი თქვას აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი ყველა განაცხადის განხილვაზე, ნებისმიერ დროს აუქციონის ჩატარების თარიღამდე (შედეგების შეჯამება), მიზეზების განმარტების გარეშე.

გაყიდვის ობიექტთან დაკავშირებით მიმართეთ სს „თელასის“ საკუთრების ურთიერთობების რეგულირების სამსახურს, ტელ:  +995 (32) 2779999 (7921)

შეთანხმებულია:

           ა.ლ. ბალჩუგოვი

           სააუქციონო  კომისიის თავმჯდომარე,

           სს „თელასის“ ფინანსური დირექტორი 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად