”საბას” დღევანდელი ეპოქის ხმები და სიტყვები
16 სექტემბერი, 2014
1413
print

 

 

ჩვენთან კულტურული ცხოვრება სექტემბრის დადგომისთანავე იღვიძებს: ერთი მეორეს მიყოლებით აქვეყნებენ საერთაშორისო თეატრალური, ბათუმის საავტორო კინოსა და ჯაზ ფესტივალის პროგრამებს, ჩატარების თარიღსა და სტუმრების სიას. ამავე პროცესში ერთვება ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია ”საბაც”, რომელიც წელს 12-ედ გაიმართება და, როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, ნომინაციებში გადანაწილებული ავტორების მხრივ ყველაზე მასშტაბურია.

როგორც წესი, ”საბას” მთავარი საქმის ანუ გამარჯვებულთა დაჯილოდების გარდა საზეიმო პროგრამაც ახლავს ხოლმე. უკვე მესამე წელიწადია, ღინისძიებას რუსთაველის თეატრი მასპინძლობს, რომლის სცენაზეც წელს, იმავე ორგანიზატორების, კერძოდ კი თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს მაია ძირკველიშვილის თქმით, ჯერ არნახულ წარმოდგენას ვიხილავთ.

წარმოდგენას სახელწოდებით ”ეპოქის ხმები” ზაალ ჩიქობავა დგამს, მუსიკალურ მხარეზე კი ერთდროულად ხუთი კომპოზიტორი ზრუნავს: ნიკა მაჩაიძე, მიშა მდინარაძე, ზვიად ბოლქვაძე, არჩილ გიორგობიანი და ტუსია ბერიძე. წარმოდგენის ჩონჩხი ოქროს ფონდში დაცული ჩანაწერებია, რომლებიც მუსიკასა და ქორეოგრაფიაში იშლება. როგორც მაია ძირკველიშვილი ამბობს, ეს იქნება სიმბოლური განსახიერება იმისა, თუ როგორ განაპირობებს მხატვრული სიტყვა ხელოვნების სხვა დარგებს. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო აღმოჩნდა, რომელიც მსახიობების გარდა ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტს, მოცეკვავეებსა და გუნდის წევრებს აერთიანებს. დადგმა უკვე დასრულების ეტაპზეა, ამრიგად 22 სექტემბერს ”საბას” დაჯილდოების ცერემონიალის სტუმრებსა და ტელემაყურებელს ნამდვილად უჩვეულო სანახაობა ელის.

”ეპოქის ხმებს” დაჯილდოების ცერემონიალის შუალედებში წარმოადგენენ. თუმცა ზოგისთვის მთავარი წარმოდგენა სწორედ ნომინაციებში გამარჯვებულთა დასახელება იქნება.

როგორც გითხარით, წელს ”საბას” ისტორიაში ყველაზე მეტი კონკურსანტია. ყველაზე ვრცელი კი ქართულენოვანი ნაწარმოების უცხოურ ენაზე თარგმანის ნომინაციაა. აქ მოხვდა ბესო ხვედელიძისა და ანა კორძაია-სამადაშვილის ნაწარმოებების გერმანული თარგმანი, ინგლისურადაა თარგმნილი ზაზა ბურჭულაძის „ადიბასი“, ლაშა ბუღაძის „ლიტერატურული ექსპრესი“, აკა მორჩილაძის „მოგზაურობა ყარაბაღში“, ოთარ ჭილაძის „აველუმი“ და გურამ დოჩანაშვილის „თანამგზავრი“. ფრანგულადაა თარგმნილი ასევე ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი“, იტალიურად და ჰოლანდიურად დათო ტურაშვილის „თვითმფრინავის ბიჭები“, ხოლო აკა მორჩილაძის „ძველი გულებისა და ხმლისა“, ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი“ და ქართული მოთხრობების კრებული - შვედურად.

 

აქვე შეგახსენებთ დანარჩენ ნომინაციებში მოხვედრილ ავტორებსა და ნაწარმოებებს:

საუკეთესო რომანი

1. აკა მორჩილაძე - ”მორიდებული ზურმუხტი”;

2. ზვიად კვარაცხელია - ”ფორმა N100”;

3. ეკატერინე ტოგონიძე - ”ასინქრონი”;

4. ლაშა ბუღაძე - ”Lucrecial 515”.

 

საუკეთესო პროზაული კრებული

1. დიანა ანფიმიადი - ”პირადი კულინარია”;

2. ბაჩო კვირტია - ”ტასმანიური ვეფხვი”;

3. ირმა ტაველიძე - ”აღმოსავლეთის გამოგონება”;

4. არჩილ ქიქოძე - ”ჩიტის და კაცის ამბავი”;

5. ბექა ქურხული - ”ქალაქი თოვლში”.

 

საუკეთესო პოეტური კრებული

1. სალომე ბენიძე - ”ამბავი უძინართა”;

2. ბათუ დანელია - ”სიყვარული ბალასტია”;

3. გიორგი ლობჟანიძე - ”არაბულის მასწავლებელი”;

4. გაგა ნახუცრიშვილი - ”ორი ათას 13”;

5. ეკა ქევანიშვილი - ”სახლის გაყიდვა”.

 

საუკეთესო თარგმანი

1. ია ბერსენაძე - ორჰან ორჰან ფამუქის „გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“;

2. გიორგი გოკიელი - ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“;

3. დავით კაკაბაძე - არტურ შნიცლერის „ბენეფისი“;

4. დავით კახაბერი - მიშელ უელბეკის „რუკა და ტერიტორია“;

5. გიორგი ლობჟანიძე - თანამედროვე სპარსული დრამატურგია;

6. ზვიად რატიანი - ტომას სტერნზ ელიოტის „უნაყოფო მიწა“;

7. ქეთი ქანთარია - ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“;

8. ნინო ქაჯაია - ჯულიან ბარნსის „ფლობერის თუთიყუში“;

9. ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე - რადიარდ კიპლინგის „კიმი“;

10. ნანა ჯანაშია - ორჰან ფამუქის „შავი წიგნი“.

 

საუკეთესო პიესა

1. ლაშა ბუღაძე - ”პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა”;

2. დავით გაბუნია - ”პიესები”;

3. თეონა დოლენჯაშვილი - ”გაქცევა”;

4. ირაკლი სამსონაძე - ”კომედიიდან ტრაგედიამდე აბსურდის ბილეთით”.

 

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

1. ლია ლიქოკელი - ”დევის ცოლის სიცილი”;

2. ლაშა მილორავა - ”ბაბუა ბუკოვსკი”;

3. Toresa Mossy - ”სიბრძნე სიცრუისა”;

4. რუსუდან რუხაძე - ”ჩაისთან მოსაყოლი ამბავი”;

5. ანინა ტეფნაძე - ”ჩემი შეყვარებულის შეყვარებული”;

6. თორნიკე ჭელიძე - ”კონცენტრიკული წრეები”;

7. გურამ ჯახუტაშვილი - ”თევზის ოთახი”.

 

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

1. ამირან გომართელი - ”კლასიკოსების ფარული მხატვრული პოლემიკა”;

2. თამაზ კვაჭანტირაძე - ”განსჯანი”;

3. ნონა კუპრეიშვილი -”სიტყვის დეგუსტაცია”.

 

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

1. ლევან ბრეგაძე - ”მოგზაურობა „ლე კოკაზ ილიუსტრეს“ ფურცლებზე”;

2. გოგი გვახარია - ”ცრემლიანი სათვალე”;

3. იური ვაჩნაძე - ”საუბრები მუსიკაზე”;

4. დავით ზურაბიშვილი - ”ესსეები”;

5. ზურაბ კიკნაძე - ”სიტყვითა და საქმითა”;

6. აკა მორჩილაძე - ”ქართულის რვეულები - XIX საუკუნის სურათები”;

7. ბექა ქურხული - ”ჩანაწერები 1993-2011 (საუნჯე)8. მაკა ჯოხაძე, ჩაძირული დღესასწაული”;

9. მალხაზ ხარბედია - ”მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან”.

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული