კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
17 ივლისი, 2014
1381
print

 კერძები ურთიერთობისათვის

„რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია

ეგზოტიკური, განსხვავებული, სწრაფი - ეს გახლავთ „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კონცეფციის მთავარი მახასიათებლები, რომლის დანერგვაშიც სასტუმროს გუნდს სპეციალურად მოწვეული შეფმზარეული, ლარს პალმი დაეხმარა. 15 წლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო აღიარების მქონე მზარეულის მიერ შედგენილი მენიუდან უგემრიელესი კერძების დაგემოვნება ბათუმის სტუმრებს რესტორან „მედეაში“ (სასტუმრო „რადისონ ბლუ“, ბათუმი) შეეძლებათ.

„მენიუ შედგენილია ჩინური, ტაილანდური, ვიეტნამური და ბურმული კერძებისაგან. ქართულის მსგავსად, ამ ქვეყნების სამზარეულოც მრაფალფეროვანი არომატების თაიგულის წარმოადგენს, ამიტომაც, ადგილობრივმა სტუმრებმა დადებითად მიიღეს აღმოსავლური სამზარეულოს განსხვავებული გემო“- განაცხადა პალმმა, რომელიც აზიური სამზარეულოს მთავარ ღირსებად კერძის სასაუბრო თემად ქცევას მიიჩნევს, -„ჩვენი მენიუ მრავალფეროვანი კერძებისაგან შედგება. შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნახევარი პორციის შეკვეთა, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად დააგემოვნონ რამდენიმე განსხვავებული არომატი.“

შვედეთში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ტაილანდსა და იტალიაში ნამუშევარი შეფმზარეულის აზრით, სხვადასხვა კულტურის შეცნობის საუკეთესო გზა ნაციონალური სამზარეულოა. სწორედ ამიტომ, სასტუმრო „რადისონ ბლუ“ ბათუმში სტუმრებს მაქსიმალურად მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. სასტუმროს მენეჯმენტს სჯერა, რომ აზიური მენიუ ძალიან მალე როგორც საერთაშორისო, ისე ქართველი სტუმრების საყვარელ კონცეფციად იქცევა.

 

 

lika andiashvili
სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014
09 აპრილი, 2014 სასტუმრო „რადისონ ბლუ“ ბათუმში ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ