ერთი ზაზა მილუოკიში
25 მარტი, 2014
3603
print

”კლიპერსმა” ზედიზედ მეორედ მოიგო რეგულარულში 50 თამაში. სოლიდური თემაა. ”მილუოკიმ” უკვე წააგო 58 თამაში. არასოლიდური მომენტი. ”კლიპერსში” ბლეიქ გრიფინი სტაბილურად იღებს 20+ ქულას, 3+ სადისტურ სლემს და 5+ მაგარ პასს კრის პოლისგან. ”მილუოკიში” ზაზა ფაჩულია გუნდს, სამწამიანს და ნერვებს უფრთხილდება. ”კლიპერსში” გრიფინი და პოლი ბოსობენ. ”მილუოკიში” ზაზა კლასია. და მილუოკიში კალათბურთმა უნდა დაისვენოს. იქ კალათბურთი უყვართ და იქ კალათბურთსაც უყვარს დარჩენა. იქ დიდი ბიჭები ოსკარებს იღებდნენ და ”მილუოკი” დაბრუნდება. შემდეგი სეზონიდან. ეს რეგულარული ჯერ მიდის და ”ბაქსისთვის” უკვე ისტორია, უინტერესო თემაა. ჩვენ ზაზა გვაინტერესებს. ბრექ და მოქნილ ”კლიპერსთან” ფაჩულიამ 14 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დაირტყა.

”მილუოკი” 98:106 აგებს. ზაზა პერსონალურად დაელაპარაკა დეანდრე ჯორდანს. და ”კლიპერსის” განიერმა მეომარმა ზაზასთან 6 ქულა და 10 მოხსნა დაიტოვა. ჯორდანს იქ გრიფინი და პოლი ამშვიდებენ, დიდი ბიჭის ნერვებს უფრთხილდებიან. ზაზა მილუოკიში მთელი გუნდის ნერვებს უფრთხილდება და ფაჩულია ”კლიპერსთან” ძალიან კარგი იყო.

ფაჩულიას სტატისტიკა- არასრული 36 წუთი, 14 ქულა, 11/7 თამაშიდან, 6 მოხსნა, 3 მოხსნა ”კლიპერსის” ტერიტორიაზე, 8 პასი, 1 შეცდომა, 2 ფოლი. ზაზამ ”კლიპერსთან” უფრო მეტი პასი გაშანსა, ვიდრე კრის პოლმა (7) ”მილუოკისთან”. ხდება ხოლმე. ფაჩულიამ საშინაო დავალება ჩააბარა და კაპიტანმა სტატისტიკას მიხედა.

ზაზა ამ რეგულარულში - 42 ტესტი, 25.1 წუთი, 7.3 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.4 პასი, 1.0 ჩაჭრა.

ფაჩულიამ სოლიდურად გახსნა სეზონი. ”მილუოკიც” არ კოჭლობდა და ”ბაქსის” რეგრესით ზაზაც არითმიით თამაშობს.

ფაჩულია უკეთ აკეთებს საქმეს გასვლაზე (8.0+5.9 მოხსნა+2.8 პასი), ვიდრე - საკუთარ არენაზე (6.7+6.2 მოხსნა+2.1 პასი). და ”მილუოკი” მაინც ბალასტია. საკუთარ ტერიტორიაზე. გასვლაზე. ”მილუოკი” ყველგან ბალასტია და ”კლიპერსთან” წაგება ზედიზედ მერვე იყო. 13:58 ცუდი, მძიმე შედეგია. ”მილუოკიც” ცუდ, მძიმე კალათბურთს თამაშობს. და ”მილუოკი” შემდეგი სეზონისთვის ემზადება.

”კლიპერსში” სეზონის სტარტამდე მიდის დოკ რივერსი. დოკს კარგი შემადგენლობა ჩააბარეს და დოკი უფრო მწვრთნელია, ვიდრე - ვინი დელ ნეგრო, ”კლიპერსის” ძველი ბოსი.

”მილუოკიში” მთავარი მწვრთნელის სავარძელი მიუჩოჩეს ლარი დრიუს და დრიუს ცუდი გუნდი დარჩა. დრიუს გუნდში ზაზა ფაჩულია მშვიდად იტანს დარტყმებს და ზაზა რინგზე რჩება. იმ რინგზე შემდეგ სეზონამდე დარჩება და ახალ რაუნდებს დაიწყებს. ფაჩულია კლასია. და ფაჩულიამ იცის, რომ შემდეგი სეზონი უკეთესი იქნება. გუნდისთვის, ზაზასთვის, მილუოკისთვის. ამაზე უარესი სეზონი არ მოსულა. ამაზე უარესი ალბათ, უთამაშებლობაა.

ბლეიქ გრიფინმა ზედიზედ 29-ე თამაშში დააგროვა 20 და მეტი ქულა. ”ლოს ანჯელეს კლიპერსის” ისტორიაში (1984/1985 წლების სეზონიდან) საუკეთესო შედეგი. გრიფინი მოსნტრია. ჰალკი, რომელიც ფლეი ოფისთვის ემზადება. იქ ”მილუოკიზე” სერიოზული კლუბები მოდიან და იქ სისხლიანი გარჩევები წავა. ზაზა ფაჩულიას მძიმე ტესტები შემდეგი რეგულარულიდან დაიწყება. გაქაჩავენ? ალბათ, უნდა გაქაჩონ. მილუოკიში კალათბურთი იციან. იქ კალათბურთი უყვართ. იქ კალათბურთი თემაა.

”მილუოკიში” ზაზა ფაჩულია გუნდს, სამწამიანს და ნერვებს უფრთხილდება. ”კლიპერსში” გრიფინი და პოლი ბოსობენ. ”მილუოკიში” ზაზა კლასია. და მილუოკიში კალათბურთმა უნდა დაისვენოს. იქ კალათბურთი უყვართ და იქ კალათბურთსაც უყვარს დარჩენა. იქ დიდი ბიჭები ოსკარებს იღებდნენ და ”მილუოკი” დაბრუნდება. შემდეგი სეზონიდან. ეს რეგულარული ჯერ მიდის და ”ბაქსისთვის” უკვე ისტორია, უინტერესო თემაა. ჩვენ ზაზა გვაინტერესებს. ბრექ და მოქნილ ”კლიპერსთან” ფაჩულიამ 14 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დაირტყა.

ცუდი ”მილუოკის” კარგი ცენტრი.

 

kaxa fachuashvili
ტეგები
სხვა სიახლეები
30 მარტი 11:32 ძალოსნობა. გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
23 მარტი 12:33 კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე