გადამწყვეტი ფაზა
21 მარტი, 2014
2649
print

ფეხბურთში ევროპის საკლუბო ტურნირები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. შვეიცარიის ქალაქ ნიონში მეოთხედფინალების კენჭისყრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლისაბონში გაიმართება და კენჭისყრაზე პორტუგალია ლუიშ ფიგუმ წარმოადგინა. მან წყვილები უაღრესად საინტერესოდ გაანაწილა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის ”რეალი” და დორტმუნდის ”ბორუსია” შარშან, ნახევარფინალურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ გერმანელებმა, ორი მატჩის ჯამში მოახერხეს სამეფო კლუბის დამარცხება. თუმცა ფავორიტად ესპანური კლუბი იყო მიჩნეული.

უაღრესად საინტერესოა ”ბარსელონა” მადრიდის ”ატლეტიკოს” წყვილიც, სადაც ფავორიტებად კატალონიელებს მიიჩნევენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ”ბარსამ” წელს ვერცერთხელ ვერ დაამარცხა მადრიდელები და შესაბამისად, ამ წყვილშიც მოსალოდნელია სიურპრიზები.

როგორც ვხედავთ, მეოთხედფინალში თავი მოიყარეს სამმა ესპანურმა, ორ-ორმა ინგლისურმა და გერმანულმა კლუბმა და ერთიც ფრანგულმა. ესპანელებს ინგლისელებზე ერთით მეტი წარმომადგენელი ჰყავთ და ამ მაჩვენებლით ინგლისელთა რეკორდი გააუმჯობესეს. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ესპანელები 36-ჯერ გავიდნენ, ინგლისელები კი 35-ჯერ. საინტერესოა ისიც, რომ 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა იტალიელებს ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე გუნდი არ ჰყავთ.

რაც შეეხება ევროპის ლიგის თამაშებს, მეოთხედფინალის პირველი მატჩები 3, განმეორებითი კი 10 აპრილს გაიმართება. ევროპის ლიგის ფავორიტად სპეციალისტები ”იუვენტუსს” მიიჩნევენ. მით უფრო, რომ წლევანდელი გათამაშების ფინალს ტურინი მასპინძლობს.

ჩემპიონთა ლიგა 1/4 ფინალი:

„მანჩესტერ იუნ" (ინგლისი) VS „ბაიერნი" (გერმანია)

„ბარსელონა" (ესპანეთი) VS „ატლეტიკო" (ესპანეთი)

„რეალი" (ესპანეთი) VS „დორტმუნდი" (გერმანია)

პსჟ (საფრანგეთი) VS „ჩელსი" (ინგლისი)

1-2 და 8-9 აპრილი

ევროპის ლიგა 1/4 ფინალი:

ალკმაარი (ჰოლანდია) - ბაზელი (შვეიცარია)

იუვენტუსი (იტალია) - ბენფიკა (პორტუგალია)

ლიონი (საფრანგეთი) - პორტუ (პორტუგალია)

სევილია (ესპანეთი) - ვალენსია (ესპანეთი)

3 და 10 აპრილი

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი