ზა­ზას სე­ზო­ნი
31 დეკემბერი, 2013
2539
print

NBA და­უნ­დო­ბე­ლი უბა­ნია. 11 სე­ზო­ნი ამ უბან­ში უნ­და და­იმ­სა­ხუ­რო. 11 სე­ზო­ნით ამე­რი­კულ ლი­გა­ში არ დაგ­ტო­ვე­ბენ, თუ ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო არ ხარ.

ამე­რი­კუ­ლი ექ­ს­კურ­სია და­იწყო ორ­ლან­დო­ში. ფლო­რი­დას და­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ და გა­და­ვე­დით მი­ლუ­ო­კი­ში. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლა­ქი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი „ბაქ­სით“ და მი­ლუ­ო­კიც წარ­სულ­ში გა­დავ­კე­ცეთ. და­იწყო ახა­ლი ეტა­პი, ატ­ლან­ტა. იქ, სა­დაც იმე­დე­ბი იმ­ს­ხ­ვ­რე­ვა. იქ, სა­დაც დო­მი­ნიკ უილ­კინ­სი იგებ­და, აგებ­და და მო­გე­ბუ­ლიც წა­გე­ბუ­ლი იყო. იქ, სა­დაც სპად უები ხორ­ცი­ა­ნად ატე­ნი­და ყვე­ლას, ვი­საც მის­წ­ვ­დე­ბო­და. იქ, სა­დაც ილია კო­ვალ­ჩუკ­მა ბევ­რი ფუ­ლი იშო­ვა. იქ, სა­დაც „ჰოქ­სის“ ფრენ­ჩა­ი­ზია. იქ რვა სე­ზო­ნით დავ­რ­ჩით და იმ რვა სე­ზონ­ში ბევ­რი მო­ვას­წა­რით. ორ­მა­გი დუბ­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე გა­მომ­წ­ვე­ვი ჟეს­ტი და კე­ვინ გარ­ნე­ტის ცხვირ­ზე სა­კუ­თა­რი ცხვი­რის მი­დე­ბა. ატ­ლან­ტა­ში ტე­რი სტოტ­სი და მა­იკ ვუდ­სო­ნი ლექ­ცი­ებს გვი­კითხავ­დ­ნენ და ატ­ლან­ტა­ში თით­ქ­მის ვე­რა­ფე­რი ვერ მო­ვი­გეთ. მწვრთნე­ლებს ის ნი­ჭი უკეთ რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, „ჰოქ­სი“ აღ­მო­სავ­ლე­თის ფი­ნა­ლის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი წევ­რი იქ­ნე­ბო­და. და გახ­და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა ატ­ლან­ტე­ლე­ბის­თ­ვის, მო­თა­მა­შე­ე­ბის­თ­ვის და მწვრთნე­ლე­ბის­თ­ვის. ალ­ბათ, კლუ­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თ­ვის. ალ­ბათ, ნე­იტ­რა­ლუ­რი გულ­შე­მატ­კივ­რის­თ­ვი­საც.

ეს იყო ჩვე­ნი ვო­ი­ა­ჟის ბო­ლოს­წი­ნა გა­ჩე­რე­ბა და დავ­ბ­რუნ­დით მი­ლუ­ო­კი­ში. ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა. ვე­ტე­რა­ნი ძველ, ჩვე­უ­ლებ­რივ ქა­ლაქ­ში დაბ­რუნ­და.

ფა­ჩუ­ლია ყვე­ლა გუნ­დ­ში სა­ჭი­როა. თი­თო ზა­ზა ყველ­გან უნ­და იყოს. იცი, რომ ხუ­თე­ულ­ში დად­გე­ბა ტი­პი, რო­მე­ლიც არ არის ქა­რი­მი ან შა­კი, მაგ­რამ რო­მე­ლიც ცვლის ქა­რი­მებს და შა­კებს. ზა­ზას დროს ქა­რი­მი უკ­ვე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის დამ­რი­გე­ბე­ლი იყო და შაკ­თან ჩვე­ნი ბი­ჭიც იღ­ლე­ბო­და, ცდი­ლობ­და, კლდეს მის­წო­ლო­და და ეს კლდე და­ეძ­რა. ფა­ჩუ­ლი­ამ ძა­ლი­ან კარ­გად და­იწყო ეს რე­გუ­ლა­რუ­ლი და მი­სი სე­ზო­ნი ტრავ­მამ გა­ა­ჩე­რა. კარ­გი, სტა­ბი­ლუ­რი, ზა­ზას­თ­ვის და ზა­ზას­გან კლა­სი­კუ­რი სე­ზო­ნი. „ბაქ­ს­მა“ ჩვე­ნი ბი­ჭის­გან თა­ვი­სი 6.9 ქუ­ლა (კა­რი­ე­რით - 6.8), 6.5 მოხ­ს­ნა (კა­რი­ე­რით - 5.5), 1.8 შე­დე­გი­ა­ნი გა­და­ცე­მა (კა­რი­ე­რით - 1.1) მი­ი­ღო. ფა­ჩუ­ლი­ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და­იწყო და „ბაქ­სის“ პრობ­ლე­მა სი­მაღ­ლის დე­ფე­ცი­ტი იყო. ლა­რი სან­დერ­ს­მა ძველ­ბი­ჭო­ბა და­იწყო და ლა­რის ყუ­რი აუწი­ეს. სან­დერ­სი ვერ თა­მა­შობ­და, ტრავ­მით და „მი­ლუ­ო­კის“ ბო­სე­ბის საყ­ვე­დუ­რით ის­ვე­ნებ­და და ძი­რი­თა­დი ცენ­ტ­რი ფა­ჩუ­ლია გახ­და. ზა­ზა ამ როლ­ში ად­რეც შე­ვი­და და ფა­ჩუ­ლი­ამ იცის, თუ რამ­დე­ნად პრეს­ტი­ჟუ­ლია თა­მა­შის დაწყე­ბა. ზა­ზამ ბევ­რი პრო­ცენ­ტით გა­მო­ი­ყე­ნა შან­სი და ფა­ჩუ­ლი­ამ მო­უ­მა­ტა. ზა­ზა მო­სა­ლოდ­ნელ­ზე კარ­გი, სტა­ბი­ლუ­რი იყო. შემ­დეგ მო­ვი­და ტრავ­მა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭა. ფა­ჩუ­ლი­ას შემ­დეგ „მი­ლუ­ო­კიმ“ სხვე­ბიც გა­ცენ­ტ­რა და ფა­ჩუ­ლი­ა­ზე უკეთ ვე­რა­ვინ ვერ ითა­მა­შა. ეპი­ზო­დუ­რად ყვე­ლას აქვს პრობ­ლე­მე­ბი და „მი­ლუ­ო­კის“ პრობ­ლე­მე­ბი უფ­რო ღრმად მი­დის, უფ­რო სიღ­რ­მი­დან მო­დის. გუნ­დი ნორ­მა­ლუ­რი ცენ­ტ­რის გა­რე­შე დარ­ჩა და გუნ­დ­მა არ იცის მო­გე­ბა. „მი­ლუ­ო­კი“ აღ­მო­სავ­ლეთ­ში ყვე­ლა­ზე სუს­ტი გუნ­დია. თუ აღ­მო­სავ­ლე­თი და­სავ­ლეთ­ზე გა­ცი­ლე­ბით სუს­ტი კონ­ფე­რენ­ციაა, მა­შინ „მი­ლუ­ო­კი“ ლი­გის ყვე­ლა­ზე სუს­ტი გუნ­დიც გა­მო­დის. ფა­ჩუ­ლია ჯერ ვერ თა­მა­შობს.

ზა­ზა ფა­ჩუ­ლია ამ სე­ზონ­ში სა­უ­კე­თე­სო ქარ­თ­ვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლია. ზა­ზა სტა­ბი­ლუ­რია და სხვე­ბი ერთ დო­ნე­ზე ვერ რჩე­ბი­ნა. ფა­ჩუ­ლია გა­მო­ირ­ჩე­ვა და ზა­ზა პირ­ვე­ლია. ეს ვი­ცო­დით, ეს ვი­ცით, ეს გვე­ცო­დი­ნე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია.

ფა­ჩუ­ლია არ გვყავ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე და იქ ზა­ზას გა­რე­შე პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მ­ნა. შე­იძ­ლე­ბა ეს პრობ­ლე­მე­ბი ყო­ფი­ლი­ყო ზა­ზას­თან ერ­თა­დაც, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში ფა­ჩუ­ლია ჩანს და ევ­რო­ბას­კე­ტის ამ­ბებ­ში ზა­ზას ერი­დე­ბი­ან. რო­გორ ფორ­მა­შიც უნ­და იყოს, ფა­ჩუ­ლია არ და­გა­ღა­ლა­ტებს. შე­იძ­ლე­ბა თა­მა­ში არ გა­მო­უ­ვი­დეს, მაგ­რამ ზა­ზა ზედ­მეტს არ გა­ა­კე­თებს.

ფა­ჩუ­ლია წელს - 6.8 ქუ­ლა, 6.5 მოხ­ს­ნა, 1.1 პა­სი, 0.9 ჩაჭ­რა, 0.3 და­ფა­რე­ბა.

ფა­ჩუ­ლია კა­რი­ე­რით - 6.5 ქუ­ლა, 5.5 მოხ­ს­ნა, 1.0 პა­სი, 0.9 ჩაჭ­რა, 0.3 და­ფა­რე­ბა.

„მი­ლუ­ო­კი“, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ გა­ვა ფლეი ოფ­ში. „ბაქ­სი“ იქ ზედ­მე­ტია, მაგ­რამ „მი­ლუ­ო­კის“ არც უმარ­თ­ლებს. რამ­დე­ნი­მე მო­გე­ბუ­ლი თა­მა­ში გუნ­დ­მა უსა­მარ­თ­ლოდ წა­ა­გო და „ბაქ­სი“ სუს­ტი აღ­მო­სავ­ლე­თის ყვე­ლა­ზე სუს­ტი კლუ­ბია. 6 მო­გე­ბა, 24 ვერ­მო­გე­ბა და ბო­ლო ად­გი­ლი დი­ვი­ზი­ონ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, ლი­გა­ში, სა­კა­ლათ­ბურ­თო გა­ლაქ­ტი­კა­ში. „მი­ლუ­ო­კი­ში“ არი­ან კარ­გი ბი­ჭე­ბიც, მაგ­რამ ისი­ნიც იღ­ლე­ბი­ან.

ლი­გა გაკ­ვირ­დე­ბა, ლი­გამ გა­გიც­ნო და ლი­გამ იცის, რო­მელ წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­გიწ­ვი­ოს. ლი­გა თა­ვის იმიჯს უფ­რ­თხილ­დე­ბა და ლი­გამ იცის, რომ, ად­რე თუ გვი­ან, შენ, არა­ლებ­რო­ნი და არა­დი­უ­რა­ნი, მა­ინც სა­ჭი­რო გახ­დე­ბი. ლი­გამ ყვე­ლა შე­ის­წავ­ლა. ლი­გამ იცის, რომ სულ იმ ვიწ­რო ბი­ლიკ­ზე უნ­და იაროს და არ­სად არ უნ­და გა­და­უხ­ვი­ოს, თო­რემ სად­მე ჩა­ი­ჩე­ხე­ბა და იქი­დან ვერ ამო­ვა. ლი­გამ ზა­ზა ფა­ჩუ­ლია ბევ­რი წლის წინ მი­ი­ღო, და­აკ­ვირ­და, ზა­ზას პლუ­სე­ბი მო­ი­ნიშ­ნა და ლი­გა ზა­ზას თა­ვის როლს ყო­ველ­თ­ვის მის­ცემს. ლი­გამ ეს იცის. ეს მი­სი სტი­ლია. ზედ­მე­ტი არა­ვინ არ უნ­და იყოს. ყვე­ლას თა­ვი­სი რო­ლი აქვს. და ამ როლ­ში ყვე­ლა ბო­ლომ­დე უნ­და შე­ვი­დეს. ან მას და­ი­წუ­ნე­ბენ.

ზა­ზამ იცის, რომ სა­ჭი­როა და ფა­ჩუ­ლი­ამ თა­ვი­სი პლუ­სე­ბი შე­ი­ნა­ხა. რო­ცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, გახ­დე­ბა, ამ პლუ­სებს მი­ხე­დავს, მე­რე ისევ გა­და­კე­ცავს და შე­ი­ნა­ხავს.

ად­რე, „ორ­ლან­დო­ში“, ზა­ზა სი­ტუ­ა­ცი­ას ეჩ­ვე­ო­და და დიდ ბი­ჭებ­თან სა­უ­ბარს შე­ეჩ­ვია.

მე­რე „მი­ლუ­ო­კი­ში“ მოხ­ვ­და, ზა­ზამ სხვა­საც გა­არ­ტყა და ფა­ჩუ­ლი­ამ აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცია გა­ი­ა­რა. ბო­ლომ­დე გა­ი­ა­რა და ზა­ზას ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მეს.

ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა წა­მო­ვი­და „ატ­ლან­ტას­გან“, სა­დაც, ზა­ზას გარ­და, ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და შეკ­რი­ბეს და იმ გუნ­დ­მა კი­ნა­ღამ გა­მო­აგ­დო იმ წლის (2008) მო­მა­ვა­ლი ჩემ­პი­ო­ნი, პოლ პი­რის, რეი ალე­ნის, კე­ვინ გარ­ნე­ტის და რა­ჟონ რონ­დოს „ბოს­ტო­ნი“.

დღეს ზა­ზა მი­ლუ­ო­კი­ში დაბ­რუნ­და. ატ­ლან­ტა­ში რეს­ტო­რა­ნი დარ­ჩა. მი­ლუ­ო­კი­ში ოჯა­ხი ჰყავს. ფა­ჩუ­ლია ერ­თი და ბევ­რია და ზა­ზა ყვე­ლა­ფერს უნ­და ეყოს. ალ­ბათ, ეყო­ფა.

ვი­ცით, რომ NBA და­უნ­დო­ბე­ლი უბა­ნია. 11 სე­ზო­ნი ამ უბან­ში უნ­და და­იმ­სა­ხუ­რო. 11 სე­ზო­ნით ამე­რი­კულ ლი­გა­ში არ დაგ­ტო­ვე­ბენ, თუ სა­ჭი­რო არ ხარ. ამე­რი­კუ­ლი ექ­ს­კურ­სია და­იწყო ორ­ლან­დო­ში. ფლო­რი­დას და­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ და გა­და­ვე­დით მი­ლუ­ო­კი­ში. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლა­ქი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი „ბაქ­სით“ და მი­ლუ­ო­კიც წარ­სულ­ში გა­დავ­კე­ცეთ. და­იწყო ახა­ლი ეტა­პი, ატ­ლან­ტა. იქ, სა­დაც იმე­დე­ბი იმ­ს­ხ­ვ­რე­ვა. იქ, სა­დაც დო­მი­ნიკ უილ­კინ­სი იგებ­და, აგებ­და და მო­გე­ბუ­ლიც წა­გე­ბუ­ლი იყო. იქ, სა­დაც სპად უები ხორ­ცი­ა­ნად ატე­ნი­და ყვე­ლას, ვი­სად მის­წ­ვ­დე­ბო­და. იქ, სა­დაც ილია კო­ვალ­ჩუკ­მა ბევ­რი ფუ­ლი იშო­ვა. იქ, სა­დაც „ჰოქ­სის“ ფრენ­ჩა­ი­ზია. იქ რვა სე­ზო­ნით დავ­რ­ჩით და იმ რვა სე­ზონ­ში ბევ­რი მო­ვას­წა­რით. ორ­მა­გი დუბ­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე გა­მომ­წ­ვე­ვი ჟეს­ტი და კე­ვინ გარ­ნე­ტის ცხვირ­ზე სა­კუ­თა­რი ცხვი­რის მი­დე­ბა. ატ­ლან­ტა­ში ტე­რი სტოტ­სი და მა­იკ ვუდ­სო­ნი ლექ­ცი­ებს გვი­კითხავ­დ­ნენ და ატ­ლან­ტა­ში თით­ქ­მის ვე­რა­ფე­რი ვერ მო­ვი­გეთ. მწვრთნე­ლებს ის ნი­ჭი უკეთ რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, „ჰოქ­სი“ აღ­მო­სავ­ლე­თის ფი­ნა­ლის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი წევ­რი იქ­ნე­ბო­და. და გახ­და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა ატ­ლან­ტე­ლე­ბის­თ­ვის, მო­თა­მა­შე­ე­ბის­თ­ვის და მწვრთნე­ლე­ბის­თ­ვის. ალ­ბათ, კლუ­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თ­ვის. ალ­ბათ, ნე­იტ­რა­ლუ­რი გულ­შე­მატ­კივ­რის­თ­ვი­საც.

ეს იყო ჩვე­ნი ვო­ი­ა­ჟის ბო­ლოს­წი­ნა გა­ჩე­რე­ბა და დავ­ბ­რუნ­დით მი­ლუ­ო­კი­ში. ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ას ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა. ვე­ტე­რა­ნი ძველ, ჩვე­უ­ლებ­რივ ქა­ლაქ­ში დაბ­რუნ­და.

ზა­ზა ჯერ ის­ვე­ნებს და ფა­ჩუ­ლია 2013-ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო კა­ლათ­ბურ­თე­ლი იყო.

ეს ას­პ­რო­ცენ­ტი­ა­ნია.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი
20 დეკემბერი, 2013 და­ი­ძი­ნე, თო­რემ ჯი­ნო­ბი­ლი მო­ვა