შერ­მა­დი­ნი, სა­ნი­კი­ძე და „სა­რა­გო­სა“ ევ­რო­თა­სის მე­ო­რე ეტაპ­ზე არი­ან
20 დეკემბერი, 2013
1608
print

გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნი­სა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის „სა­რა­გო­სამ“ ევ­რო­თა­სის მე­ო­რე ეტაპ­ზე თა­მა­შის უფ­ლე­ბა ბო­ლოს­წი­ნა ტურ­ში­ვე მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უმო­ტი­ვა­ცი­ოდ დარ­ჩე­ნილ­მა კლუბ­მა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბო­ლო მატ­ჩ­ში ფრან­გულ „გრა­ვე­ლინ­თან“ მძი­მედ დაწყე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მე­ტო­ქეს გა­სა­ქა­ნი არ მის­ცა და სა­ბო­ლო­ოდ 86:73 მო­უ­გო.

ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­გე­ბულ­მაც და წა­გე­ბულ­მაც 6 მო­გე­ბი­თა და 4 წა­გე­ბით ჯგუ­ფი­დან გამ­ს­ვ­ლე­ლი მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლე­ბი გა­იყ­ვეს. D ჯგუ­ფის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი 8 მო­გე­ბი­თა და 2 წა­გე­ბით გერ­მა­ნულ­მა „ალ­ბამ“ და­ი­კა­ვა.

არა­გო­ნუ­ლი კლუ­ბის ქარ­თ­ვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რე­ბი თა­მაშს სას­ტარ­ტო ხუ­თე­უ­ლი­დან შე­უდ­გ­ნენ. ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ მო­ე­დან­ზე 16:39 წუ­თი დაჰ­ყო და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნაკ­ლუ­ბე­ლებს 9 ქუ­ლით, 4 მოხ­ს­ნი­თა და 1 პა­სით შე­ე­წია (ვი­კამ 2-დან 1 ორ­ქუ­ლი­ა­ნი, 4-დან 2 სამ­ქუ­ლი­ა­ნი და 2-დან 1 სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, ბურ­თი კი ერ­თხელ და­კარ­გა; 2 პერ­სო­ნა­ლუ­რი ჯა­რი­მა მი­ი­ღო, მის წი­ნა­აღ­მ­დეგ კი ერ­თხელ და­ჯა­რიმ­დ­ნენ).

სა­ნი­კი­ძის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ნაკ­ლე­ბი სა­თა­მა­შო დრო ჰქონ­და შერ­მა­დინს - 12 წუთ­ში

4 ქუ­ლა, 2 მოხ­ს­ნა და 1 ჩაჭ­რა (2-დან 1 ორ­ქუ­ლი­ა­ნი და ორი­ვე სა­ჯა­რი­მო გა­მო­ი­ყე­ნა, 2-ჯერ და­ჯა­რიმ­და, მას­ზე კი ერ­თხელ და­ირ­ღ­ვა თა­მა­შის წე­სე­ბი).

ერ­თი სიტყ­ვით, „სა­რა­გო­სამ“ ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი გა­და­ლა­ხა და ევ­რო­თა­სის მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის­თ­ვის მე­ტო­ქე­ე­ბიც გა­არ­კ­ვია.

არა­გო­ნუ­ლი კლუ­ბი P ჯგუფ­ში მოხ­ვ­და, სა­დაც ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა მო­უ­წევს ხორ­ვა­ტი­ულ „ცე­დე­ვი­ტას­თან“, თურ­ქულ „ბე­შიქ­თაშ­თან“ და ლიტ­ვურ „ლი­ე­ტუ­ვოს რი­ტას­თან“.

მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი ორ წრედ ჩა­ტარ­დე­ბა. გა­მარ­თუ­ლი 6 ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გავ­ლენ ჯგუ­ფებ­ში I და II ად­გი­ლებ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დე­ბი. ევ­რო­თა­სის მო­სა­პო­ვებ­ლად 16 გუნ­დი მერ­ვედ­ფი­ნა­ლი­დან გა­ნაგ­რ­ძობს ბრძო­ლას.

ევ­რო­თა­სის მე­ო­რე ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი 7 იან­ვარს აიღებს სტარტს.

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი