ვის უნ­და თურ­ქი?
19 დეკემბერი, 2013
1671
print

„ჰი­უს­ტონ­ში“ დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დი ჰა­კიმ ოლა­ჯუ­ო­ნის, მო­უ­ზეს მე­ლო­უ­ნის ჰა­მაკ­ში ჩა­აწ­ვი­ნეს და ახალ­მა ცენ­ტ­რ­მა ძვე­ლი ცენ­ტ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს.

ან „ჰი­უს­ტონს“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. „ჰი­უს­ტონ­ში“ ჯე­იმს ჰარ­დე­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს და ყვე­ლა­ფერს ას­წ­რებს. „ჰი­უს­ტონ­ში“ ჯე­იმსს ბევ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ და „ჰი­უს­ტონ­ში“ ეს მო­სუ­ლა. „ჰი­უს­ტონ­ში“ სტივ ფრენ­სი­სიც თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. და ჰარ­დე­ნი ცო­ტა სხვა მო­მენ­ტია. კლუ­ბი შე­იც­ვა­ლა და კლუ­ბის ბო­სებ­მა მკვლე­ლი კომ­ბი­ნა­ცია მი­ი­ღეს. ჰო­ვარ­დი და ჰარ­დე­ნი გკლა­ვენ პე­რი­მეტ­რ­ზე და სამ­წა­მი­ან­ში. ჯე­იმ­სი შეს­ვ­ლე­ბით, უსის­ტე­მო პე­ნეტ­რა­ცი­ით გღლის და ჰო­ვარ­დი ცო­ტა სხვა მო­მენ­ტია. დუ­ა­იტ­მა უნ­და მოხ­ს­ნას, დუ­ა­იტ­მა უნ­და მოგ­ხ­ს­ნას და ჰო­ვარ­დი სამ­წა­მი­ან­ში ყვე­ლა­ფერს ას­წ­რებს. დუ­ა­ი­ტი სა­შუ­ა­ლოდ 17.4 ქუ­ლას, 13.2 მოხ­ს­ნას, 1.8 და­ფა­რე­ბას აგ­რო­ვებს და დუ­ა­ი­ტი არ იღ­ლე­ბა. უფ­რო შენ გღლის. რო­გორც ბენ უოლა­სი. რო­გორც ალონ­ზო მურ­ნინ­გი. დუ­ა­იტ­მა უნ­და და­გამ­ცი­როს და ჰო­ვარ­დი მო­მა­ვა­ლია. ეს ძვე­ლი თე­მაა.

„რო­კეტ­სის“ მე­ო­რე ცენ­ტ­რი, ომერ აში­ქი უკ­მა­ყო­ფი­ლოა. მა­ღალ­მა თურ­ქ­მა მო­იწყი­ნა. მა­ღა­ლი თურ­ქი შარ­შან სა­შუ­ა­ლოდ 10.1 ქუ­ლას, 11.7 მოხ­ს­ნას და 1.1 და­ფა­რე­ბას იღებ­და. კარ­გი, სან­დო ცენ­ტ­რის კლა­სი­კუ­რი სტა­ტის­ტი­კა. და „ჰი­უს­ტონს“ სხვა დო­ნე­ზე გას­ვ­ლა მო­უნ­და. მო­ვი­და გა­ნი­ე­რი დუ­ა­ი­ტი და თურ­ქის დრო გა­და­იჭ­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რად შემ­ცირ­და. თურ­ქის დრო მი­დის და აშიქს სხვა­გან გა­დას­ვ­ლა უნ­და. ბი­ჭის სტა­ტის­ტი­კა გა­უ­ა­რეს­და (4.4+6.7 მოხ­ს­ნა+0.4 და­ფა­რე­ბა), მაგ­რამ აშიქს კარგ კუშს მა­ინც გა­და­უხ­დი­ან. ლი­გა­ში მა­ღა­ლი, მოძ­რა­ვი, ჭკვი­ა­ნი ტი­პე­ბის დე­ფი­ცი­ტია. თურ­ქი სა­მი­ვე კრი­ტე­რი­უმ­ში ჯდე­ბა. და თურქს ერთ სე­ზონ­ში 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნ­და. მიმ­დი­ნა­რე კონ­ტ­რაქ­ტით, ომერ აში­ქი ერთ სე­ზონ­ში ისე­დაც 10 მი­ლი­ონ დო­ლარს იღებს. თურ­ქი პო­ტენ­ცი­ა­ლით პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლის წევ­რია და „ჰი­უს­ტონ­ში“ ძი­რი­თა­დად, ჰო­ვარდს ას­ვე­ნებს. მის­ტერ აშიქს ეს არ აწყობს.

აშიქ­მა ამე­რი­კუ­ლი კა­რი­ე­რა „ჩი­კა­გო­ში“ და­იწყო. ძი­რი­თა­დად, ცვლი­და მის­ტერ ნო­ას და ომე­რი პირ­ველ ორ სე­ზონ­ში იღებს შე­სა­ბა­მი­სად, 2.8 და 3.1 ქუ­ლას, 3.7 და 5.3 მოხ­ს­ნას, 0.7 და 1.0 და­ფა­რე­ბას. სა­თა­და­რი­გო ცენ­ტ­რის­თ­ვის ნორ­მა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კაა.

თურ­ქი მო­ე­წო­ნა „ბოს­ტონს“ და თუ „ჰი­უს­ტო­ნი“ გაც­ვ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ იქ­ნე­ბა, ჰი­უს­ტონ­ში გა­და­ვა ძა­ლი­ან კარ­გი ფორ­ვარ­დი, ბრენ­დონ ბა­სი. სა­ინ­ტე­რე­სო გაც­ვ­ლა გა­მო­დის. ბა­სი კარ­გი მე­ოთხე ნო­მე­რია. „რო­კეტსს“ კარ­გი მე­ოთხე ნო­მე­რი უნ­და.

თურ­ქი მო­ე­წო­ნა „ფი­ლა­დელ­ფი­ას“ და თუ „ჰი­უს­ტო­ნი“ გაც­ვ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ იქ­ნე­ბა, ჰი­უს­ტონ­ში გა­და­ვა ძა­ლი­ან კარ­გი ფორ­ვარ­დი, ტა­დე­უშ იან­გი. სა­ინ­ტე­რე­სო გაც­ვ­ლა გა­მო­დის. იან­გი კარ­გი მე­ოთხე ნო­მე­რია. „რო­კეტსს“ კარ­გი მე­ოთხე ნო­მე­რი უნ­და.

თურ­ქი მო­ე­წო­ნა „კლივ­ლენდს“ და თუ „ჰი­უს­ტო­ნი“ გაც­ვ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ იქ­ნე­ბა, ჰი­უს­ტონ­ში გა­და­ვა ძა­ლი­ან კარ­გი ფორ­ვარდ-ცენ­ტ­რი, ან­დერ­სონ ვა­რე­ჟაო. სა­ინ­ტე­რე­სო გაც­ვ­ლა გა­მო­დის. ვა­რე­ჟაო კარ­გი მა­ღა­ლია. „რო­კეტსს“ კარ­გი მა­ღა­ლი ტი­პი უნ­და.

თურ­ქი მო­ე­წო­ნა „ატ­ლან­ტას“ და თუ „ჰი­უს­ტო­ნი“ გაც­ვ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ იქ­ნე­ბა, ჰი­უს­ტონ­ში გა­და­ვა ძა­ლი­ან კარ­გი ფორ­ვარ­დი, პოლ მილ­სა­პი. სა­ინ­ტე­რე­სო გაც­ვ­ლა გა­მო­დის. ბა­სი კარ­გი მე­ოთხე ნო­მე­რია. „რო­კეტსს“ კარ­გი მე­ოთხე ნო­მე­რი უნ­და. და თუ მილ­სა­პი გუნდს შე­იც­ვ­ლის, ალ ჰორ­ფორ­დი მე­ოთხე­ზე ავა და აში­ქი ისევ პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლის ცენ­ტ­რი გახ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ამას ატ­ლან­ტა­ში გა­ა­კე­თებს. და „ჰი­უს­ტო­ნი“ და­სავ­ლეთ­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლით მი­ხე­დავს საქ­მეს.

არის კი­დევ ერ­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კლუ­ბი, რო­მე­ლიც ჯერ არ ვი­ცით და რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რობს. რო­მე­ლიც „ჰი­უს­ტონს“ უბ­რა­ლოდ, აშიქ­ში შემ­დე­გი ორი დრაფ­ტის პირ­ველ წრე­ში სა­სურ­ვე­ლი მო­თა­მა­შის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. ესეც სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბაა.

„ჰი­უს­ტო­ნი“ არას­ტა­ბი­ლუ­რია და თუ აშიქ­ში იმ ოთხე­უ­ლი­დან რო­მე­ლი­მეს მი­ი­ღებს, „რო­კეტ­ს­ში“ ბევ­რი რა­ღაც და­ბა­ლან­ს­დე­ბა. „რო­კეტ­სი“ აგებს „სან ან­ტო­ნი­ოს­თან“ კლა­სით, „ოკ­ლა­ჰო­მას­თან“ ლი­დე­რე­ბის დო­ნით და „კლი­პერ­ს­თან“ კრის პო­ლით. მილ­სა­პის, ვა­რე­ჟა­ოს, ბა­სის ან იან­გის გა­დას­ვ­ლით, ბევ­რი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი. გაც­ვ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ არის „ჰი­უს­ტო­ნის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი დე­რილ მო­რი და რე­ა­ლუ­რად, ამ გაც­ვ­ლას მხარს უჭერს „ჰი­უს­ტო­ნის“ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, მის­ტერ კე­ვინ მაქ­ჰე­ი­ლიც. მთე­ლი ეს ამ­ბე­ბი 21 თე­ბერ­ვ­ლამ­დე უნ­და მორ­ჩეს.

„ჰი­უს­ტონ­ში“ ბევ­რი რა­ღაც შე­საც­ვ­ლე­ლია. კლუბ­მა უნ­და მო­უ­მა­ტოს ან ბო­სე­ბი ფრენ­ჩა­იზს კი­დევ ერ­თხელ შეც­ვ­ლი­ან. „ჰი­უს­ტონ­ში“ დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დი ჰა­კიმ ოლა­ჯუ­ო­ნის, მო­უ­ზეს მე­ლო­უ­ნის ჰა­მაკ­ში ჩა­აწ­ვი­ნეს და ახალ­მა ცენ­ტ­რ­მა ძვე­ლი ცენ­ტ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს. ან „ჰი­უს­ტონს“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. „ჰი­უს­ტონ­ში“ ჯე­იმს ჰარ­დე­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს და ყვე­ლა­ფერს ას­წ­რებს. „ჰი­უს­ტონ­ში“ ჯე­იმსს ბევ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ და „ჰი­უს­ტონ­ში“ ეს მო­სუ­ლა. „ჰი­უს­ტონ­ში“ სტივ ფრენ­სი­სიც თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო. და ჰარ­დე­ნი ცო­ტა სხვა მო­მენ­ტია. კლუ­ბი შე­იც­ვა­ლა და კლუ­ბის ბო­სებ­მა მკვლე­ლი კომ­ბი­ნა­ცია მი­ი­ღეს. ჰო­ვარ­დი და ჰარ­დე­ნი გკლა­ვენ პე­რი­მეტ­რ­ზე და სამ­წა­მი­ან­ში. ჯე­იმ­სი შეს­ვ­ლე­ბით, უსის­ტე­მო პე­ნეტ­რა­ცი­ით გღლის და ჰო­ვარ­დი ცო­ტა სხვა მო­მენ­ტია. დუ­ა­იტ­მა უნ­და მოხ­ს­ნას, დუ­ა­იტ­მა უნ­და მოგ­ხ­ს­ნას და ჰო­ვარ­დი აგ­რე­სო­რია. რო­გორც ბენ უოლა­სი. რო­გორც ალონ­ზო მურ­ნინ­გი. დუ­ა­იტ­მა უნ­და და­გამ­ცი­როს და ჰო­ვარ­დი მო­მა­ვა­ლია.

„რო­კეტ­სის“ მე­ო­რე ცენ­ტ­რი, ომერ აში­ქი უკ­მა­ყო­ფი­ლოა. მა­ღალ­მა თურ­ქ­მა მო­იწყი­ნა.

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი