კო­ბი, ლებ­რო­ნი, ჰო­ვარ­დი, ჯა­ზი
14 დეკემბერი, 2013
1737
print

ამ სე­ზო­ნის „ოლ სთა­რი“ ნიუ ორ­ლე­ან­ს­ში იქ­ნე­ბა.

კარ­გი დარ­ბა­ზი, რო­მელ­მაც ხუ­თი წლის წინ მი­ი­ღო ორი­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბი­ჭე­ბი და დარ­ბაზ­მა და­ის­ვე­ნა. შემ­დე­გი თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გ­მის­თ­ვის და­ის­ვე­ნა და ლი­გა მზად არის ძვე­ლი გლა­დი­ა­ტო­რე­ბის ახა­ლი წარ­მოდ­გე­ნის­თ­ვის. მა­ნამ­დე ხმებს ით­ვ­ლი­ან. ბო­ლო დროს ყველ­გან ხმებს ით­ვ­ლი­ან და ამ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებ­ში ორი­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან 12-12 ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

შარ­შან MVP ლებ­რონ ჯე­იმ­სი იყო. ლებ­რო­ნი გახ­და რე­გუ­ლა­რუ­ლის MVP, ამ თე­ატ­რის MVP და სუ­პერ­ფი­ნა­ლის MVP. ლებ­რო­ნი წლის სა­უ­კე­თე­სო კა­ლათ­ბურ­თე­ლი, წლის სა­უ­კე­თე­სო ლებ­რო­ნი და ალ­ბათ ამე­რი­კა­ში წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნი იყო. ლებ­რონ­მა გა­მო­კითხ­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პი აღ­მო­სავ­ლე­თის მაღ­ლებ­ში (ფორ­ვარ­დე­ბი და ცენ­ტ­რე­ბი) პირ­ველ ად­გილ­ზე და­ას­რუ­ლა. ლო­გი­კუ­რია. იქ­ვეა კი­დევ ერ­თი კარ­გი ბი­ჭი. ამ ბიჭ­მაც და­იმ­სა­ხუ­რა აღი­ა­რე­ბა. პოლ ჯორ­ჯი „ინ­დი­ა­ნას“ ლებ­რო­ნია და „პე­ი­სერ­ზ­მა“ ამ რე­გუ­ლა­რულ­ში უკ­ვე მო­უ­გო „მა­ი­ა­მის“. ჯორ­ჯი ლი­გის მო­მა­ვა­ლია და ნიუ ორ­ლე­ან­ს­ში იქ­ნე­ბა. 16 თე­ბერ­ვალს ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც მი­კი რურ­კი და ბო­ბი დე ნი­რო ჰა­რი ეინ­ჯე­ლის ამ­ბებს აგ­ვა­რებ­დ­ნენ, ლი­გის 63-ე „ოლ სთარს“ მი­ი­ღებს. ტე­ლეტ­რან­ს­ლა­ცი­ე­ბი უკ­ვე შე­ი­ძი­ნა ორას­ზე მეტ­მა ქვე­ყა­ნამ. სო­ლი­დუ­რია და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­იზ­რ­დე­ბა. ნიუ ორ­ლე­ან­ს­ში ჯა­ზი და ლებ­რო­ნი და­იწყე­ბა. ლებ­რო­ნი ჯერ არ არის ჯა­ზი. ლი­გა­ში ეს სტა­ტუ­სი მის­ტერ კო­ბი ბრა­ი­ანტს აქვს და კო­ბიც პირ­ველ­ზეა. და­სავ­ლე­თის პა­ტა­რებ­ში (გამ­თა­მა­შე­ბე­ლი და მსრო­ლე­ლი) პირ­ველ­ზეა. კო­ბი პირ­ველ­ზე უნ­და იყოს. ყვე­ლა­ფერ­ში. და ბრა­ი­ან­ტ­მა ეს იცის. სხვებ­მაც იცი­ან.

ალ­ბათ ლო­გი­კუ­რია, რომ, კო­ბის­თან ერ­თად, და­სავ­ლეთ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ხმა კრის პოლ­მა მი­ი­ღო. პო­ლი კლა­სი­კა და ლი­გის სა­უ­კე­თე­სო პირ­ვე­ლი ნო­მე­რია. და­სავ­ლე­თის უკა­ნა ხა­ზი ლოს ან­ჯე­ლე­სი­დან წა­მო­ვა. „ლე­ი­კერ­სი“ და „კლი­პერ­სი“. წა­ვა. თუ მწვრთნე­ლე­ბის ნდო­ბას მი­ი­ღებს, სა­თა­და­რი­გო­ებ­ში იქ­ნე­ბა „სან ან­ტო­ნი­ოს“ პირ­ვე­ლი ნო­მე­რი, მის­ტერ ტო­ნი პარ­კე­რი.

ლო­გი­კუ­რია, რომ და­სავ­ლე­თის ფორ­ვარ­დებ­ში და კონ­ფე­რენ­ცი­ის ცენ­ტ­რებ­ში ფა­ვო­რი­ტო­ბენ კე­ვინ დი­უ­რა­ნი და ბლე­იქ გრი­ფი­ნი. დი­უ­რა­ნი უფ­რო კლა­სით და კა­ლათ­ბურ­თით იღებს ხმებს და გრი­ფი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლია. ბლე­ი­ქი რამ­დე­ნი­მე ჯე­ბირს გა­და­აფ­რინ­დე­ბა, ვინ­მეს მან­ქა­ნას გა­და­ა­ბი­ჯებს და ჩა­ტენ­ვე­ბის კონ­კურ­სის მო­გო­ნე­ბებს გახ­ს­ნის. გრი­ფი­ნი და დე­ან­დ­რე ჯორ­და­ნი პო­ლის პა­სე­ბის დი­ე­ტა­ზე არი­ან. „კლი­პერ­სი“ მა­ინც არ არის სტა­ბი­ლუ­რი. ტიმ დან­კა­ნი ჯერ უკან ზის და თუ ბე­ბერ­მა მე­ო­მარ­მა მწვრთნე­ლე­ბის ნდო­ბა უნ­და მი­ი­ღოს, ეს არ მო­წო­ნე­ბა გრეგ პო­პო­ვიჩს. ტი­მის დროს უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან და ტი­მი ფლეი ოფის ტი­პია. არა „ოლ სთა­რის“.

მე­ო­რე­ზე და­სავ­ლე­თის მაღ­ლებ­ში დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დი ჩა­მოჯ­და. ყვე­ლა­ზე გა­ნი­ე­რი კლი­ენ­ტი, რო­მე­ლიც წელს ბევრ ქუ­ლას, ბევრ მოხ­ს­ნას , ბევრ და­ფა­რე­ბას და ბევრ მი­ლი­ონ დო­ლარს იღებს. ესეც ლო­გი­კუ­რია. ჰო­ვარ­დებ­მა ბევ­რი მი­ლი­ო­ნი უნ­და წა­მო­ი­ღონ. ჰო­ვარ­დე­ბი ამას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, ჰო­ვარ­დ­თან ერ­თად, ნიუ ორ­ლე­ან­ს­ში „რო­კეტ­სის“ კი­დევ ერ­თი ბი­ჭი, სწრა­ფი და მო­უს­ვე­ნა­რი ჯე­იმს ჰარ­დე­ნი ჩა­ვი­დეს.

აღ­მო­სავ­ლე­თის კონ­ფე­რენ­ცია

მაღ­ლე­ბი: 1. ლებ­რონ ჯე­იმ­სი (მა­ი­ა­მი), 609 336; 2. პოლ ჯორ­ჯი (ინ­დი­ა­ნა), 489 335; 3. კარ­მე­ლო ენ­ტო­ნი (ნიუ იორ­კი), 424 211; 4. როი ჰი­ბერ­ტი (ინ­დი­ა­ნა), 208 369; 5. კრის ბო­ში (მა­ი­ა­მი), 156 364; 6. კე­ვინ გარ­ნე­ტი (ბრუკ­ლი­ნი), 102 825; 7. იოაკიმ ნოა (ჩი­კა­გო), 75 229; 8. ჯეფ გრი­ნი (ბოს­ტო­ნი), 55 912; 9. ლუ­ოლ დენ­გი (ჩი­კა­გო), 54 340; 10. ტა­ი­სონ ჩენ­დ­ლე­რი (ნიუ იორ­კი), 51 738; 11. ან­დ­რე დრა­მონ­დი (დეტ­რო­ი­ტი), 51 351; 12. კარ­ლოს ბუ­ზე­რი (ჩი­კა­გო), 48 375; 13. პოლ პირ­სი (ბრუკ­ლი­ნი), 45 145; 14. ბრუქ ლო­პე­სი (ბრუკ­ლი­ნი), 37 153; 15. ჯოშ სმი­ტი (დეტ­რო­ი­ტი), 32 025.

პა­ტა­რე­ბი: 1. დუ­ე­ინ უეიდი (მა­ი­ა­მი), 396 279; 2. კა­ი­რი ირ­ვინ­გი (კლივ­ლენ­დი), 365 712; 3. დე­რიკ რო­უ­ზი (ჩი­კა­გო), 272 410; 4. ჯონ უოლი (ვა­შინ­გ­ტო­ნი), 124 851; 5. რეი ალე­ნი (მა­ი­ა­მი), 99 464; 6. რა­ჟონ რონ­დო (ბოს­ტო­ნი), 80 889; 7. დე­რონ უილი­ამ­სი (ბრუკ­ლი­ნი), 44 282; 8. ჯორჯ ჰი­ლი (ინ­დი­ა­ნა), 42 536; 9. ივან ტერ­ნე­რი (ფი­ლა­დელ­ფია), 33 605; 10.მა­რიო ჩალ­მერ­სი (მა­ი­ა­მი), 32 996.

და­სავ­ლე­თის კონ­ფე­რენ­ცია

მაღ­ლე­ბი: 1.კე­ვინ დი­უ­რა­ნი (ოკ­ლა­ჰო­მა), 607 407 ხმა; 2. დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დი (ჰი­უს­ტო­ნი), 295 120; 3. ბლე­იქ გრი­ფი­ნი (კლი­პერ­სი), 292 925; 4. კე­ვინ ლა­ვი (მი­ნე­სო­ტა), 275 506; 5. ტიმ დან­კა­ნი (სან ან­ტო­ნიო), 217 271; 6. ენ­ტო­ნი დე­ვი­სი (ნიუ ორ­ლე­ა­ნი), 149 579; 7. პო გა­სო­ლი (ლე­ი­კერ­სი), 133 199; 8. ლა­მარ­კუს ოლ­დ­რი­ჯი (პორ­ტ­ლენ­დი), 132 818; 9. ან­დ­რე იგუ­ო­და­ლა (გოლ­დენ სტე­ი­ტი), 109 745; 10. დირკ ნო­ვიც­კი (და­ლა­სი), 89 093; 11. ჩან­დ­ლერ პარ­სონ­სი (ჰი­უს­ტო­ნი), 77 179; 12. დე­მარ­კუს კა­ზენ­სი (საკ­რა­მენ­ტო), 60 923; 13. დე­ვიდ ლი (გოლ­დენ სტე­ი­ტი), 60 215; 14. კა­ვაი ლე­ო­ნარ­დი (სან ან­ტო­ნიო), 55 023; 15.ომერ აში­ქი (ჰი­უს­ტო­ნი), 55 827.

პა­ტა­რე­ბი: 1. კო­ბი ბრა­ი­ან­ტი (ლე­ი­კერ­სი), 501 215; 2. კრის პო­ლი (კლი­პერ­სი), 393 313; 3. სტი­ვენ კა­რი (გოლ­დენ სტე­ი­ტი), 327 449; 4. ჯე­რე­მი ლი­ნი (ჰი­უს­ტო­ნი), 240 404; 5. ჯე­იმს ჰარ­დე­ნი (ჰი­უს­ტო­ნი), 198 667; 6. რა­სელ უეს­თ­ბ­რუ­ქი (ოკ­ლა­ჰო­მა), 149 065; 7. ტო­ნი პარ­კე­რი (სან ან­ტო­ნიო), 112 423; 8. რი­კი რუ­ბიო (მი­ნე­სო­ტა), 63 096; 9. სტივ ნე­ში (ლე­ი­კერ­სი), 60 782; 10. და­მი­ან ლი­ლარ­დი (პორ­ტ­ლენ­დი), 55 847.

ამ სე­ზო­ნის „ოლ სთა­რი“ ნიუ ორ­ლე­ან­ს­ში იქ­ნე­ბა. კარ­გი დარ­ბა­ზი, რო­მელ­მაც ხუ­თი წლის წინ მი­ი­ღო ორი­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბი­ჭე­ბი და დარ­ბაზ­მა და­ის­ვე­ნა. შემ­დე­გი თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გ­მის­თ­ვის და­ის­ვე­ნა და ლი­გა მზად არის ძვე­ლი გლა­დი­ა­ტო­რე­ბის ახა­ლი წარ­მოდ­გე­ნის­თ­ვის. მა­ნამ­დე ხმებს ით­ვ­ლი­ან. ბო­ლო დროს ყველ­გან ხმებს ით­ვ­ლი­ან და ამ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებ­ში ორი­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან 12-12 ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

 

 

 

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი