და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვა: „ხუ­დონ­ჰეს­ზე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩე­ბა“
14 დეკემბერი, 2013
1844
print

ხუ­დონ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა იყო და ახ­ლო მო­მა­ვალ­შიც დარ­ჩე­ბა.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი, რო­მე­ლიც ენ­გუ­რის ზე­და ბი­ეფ­ში უნ­და აშენ­დეს. ჰე­სის პა­რა­მეტ­რე­ბი მარ­თ­ლა შთამ­ბეჭ­და­ვია: 702 მე­გა­ვა­ტი დად­გ­მუ­ლი სიმ­ძ­ლავ­რე, მი­ლი­არდ ხუ­თა­სი მი­ლი­ო­ნი კვტ.სთ გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, მშე­ნებ­ლო­ბის ექ­ვ­სი წლის მან­ძილ­ზე ერ­თ­დ­რო­უ­ლად 4000 ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად ხელს შე­უწყობს რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ჰე­სის ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვ­ლის შემ­დ­გომ მუდ­მი­ვად და­საქ­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, სულ მცი­რე, 250 ადა­მი­ა­ნი. სხვა სი­კე­თე­ებ­თან ერ­თად, იკ­ვე­თე­ბა ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხი - ენ­გურ­ჰე­სის წყალ­სა­ცა­ვის რე­გუ­ლი­რე­ბა, რად­გან ხუ­დო­ნის აშე­ნე­ბის შემ­დეგ ენ­გურ­ჰეს­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბით, ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­რე­შე, გა­მო­მუ­შავ­დეს 470 მლნ. კვტ.სთ, რაც, და­ახ­ლო­ე­ბით, ახა­ლი ჟინ­ვალ­ჰე­სის აშე­ნე­ბას ნიშ­ნავს და ეს ენერ­გია იმა­ვე ფა­სად - 1,18 თეთ­რად შე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გო­სის­ტე­მა­ში.

ხუ­დონ­ჰე­სის პრო­ექ­ტი­სა და ზო­გა­დად ენერ­გე­ტი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა კომ­პა­ნია «ტრანს ელექ­ტ­რი­კა ჯორ­ჯი­ას“ ტექ­ნი­კუ­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი და სე­მეკ-ის ყო­ფი­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და­ვით მირ­ცხუ­ლა­ვა.

- ბა­ტო­ნო და­ვით, ხუ­დონ­ჰე­სის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ხში­რად ვის­მენთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებს. გა­რე­მოს დამ­ც­ვე­ლე­ბი ამ პრო­ექტს კა­ტას­ტ­რო­ფად მი­იჩ­ნე­ვენ, ენერ­გე­ტი­კო­სე­ბი კი - ქვეყ­ნის ხსნად. იქ­ნებ, მოკ­ლედ გვითხ­რათ ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ.

- მე სა­ერ­თოდ არ მომ­წონს ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი გა­მოთ­ქ­მე­ბი: «კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი“ ან «ქვეყ­ნის ხსნა“ და ა.შ. შე­მიძ­ლია, მთე­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გან­ვაცხა­დო, რომ ამ პრო­ექ­ტ­ში გა­რე­მო­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ნე­გა­ტი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. ამი­ტომ, რა­მე სა­ხის კა­ტას­ტ­რო­ფა­ზე სა­უ­ბა­რი აშ­კა­რად გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია და რე­ა­ლო­ბას არ ეფუძ­ნე­ბა. ამის თქმი­სას ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ «ხუ­დონ­ჰე­სის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბით“, რო­მე­ლიც ფრან­გულ­მა და იტა­ლი­ურ­მა ცნო­ბილ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ჯერ კი­დევ 2008 წელს მსოფ­ლიო ბან­კის დაკ­ვე­თით გა­ა­კე­თეს; ასე­ვე «ტრანს ელექ­ტ­რი­კა ჯორ­ჯი­ას“ დაკ­ვე­თით შეს­რუ­ლე­ბულ მრა­ვალ­რიცხო­ვან კვლე­ვებს, რომ­ლებ­საც უამ­რა­ვი ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი ავ­ტო­რი ჰყავს და რომ­ლე­ბიც გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის 2013 წლის ნაშ­რომ­ში აისა­ხა.

ახა­ლა რაც შე­ე­ხე­ბა ხუ­დონ­ჰე­სის მი­ერ „ქვეყ­ნის ხსნას“, აქაც შე­მიძ­ლია, უამ­რა­ვი ნაშ­რო­მი მო­ვიყ­ვა­ნო, რომ­ლე­ბიც გან­საზღ­ვ­რავს და ასა­ბუ­თებს ჩემს მიდ­გო­მას ამ სა­კითხის მი­მართ, მაგ­რამ მო­ვიყ­ვან იმ ნაშ­რომს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით უნი­კა­ლუ­რია და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გო­სის­ტე­მის სტრა­ტე­გი­უ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლად უნ­და გა­მოდ­გეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაშ­რო­მი - „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გო­სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა“ - ცნო­ბილ­მა სერ­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ 2008 წელს შე­ას­რუ­ლა და მსოფ­ლიო ბან­კ­მა და­ა­ფი­ნან­სა. ასე­თი ტი­პის ნაშ­რო­მე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მთავ­რო­ბე­ბის­თ­ვის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ენერ­გო­სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა-და­გეგ­მ­ვას. გნე­ბავთ, უფ­რო მარ­ტი­ვად ვიტყ­ვი, ასე­თი ნაშ­რო­მი და მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა მთავ­რო­ბე­ბის­თ­ვის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს. ამ ან­გა­რიშ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ტექ­ნი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ, გა­რე­მოს­დაც­ვით და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ შე­ფა­სე­ბებს ეფუძ­ნე­ბა. ენერ­გო­გე­ნე­რა­ცი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სცე­ნა­რე­ბი შე­ფა­სე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კურ სა­ფუძ­ველ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, არა­მედ ენერ­გო­სექ­ტო­რის, გე­ნე­რა­ცი­ის ობი­ექ­ტე­ბის, მშე­ნებ­ლო­ბის, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი ზე­გავ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მო­ცე­მუ­ლი კვლე­ვა გან­კუთ­ვ­ნი­ლი იყო 2008-2021 წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გო­სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­საზღ­ვ­რის­თ­ვის. ნაშ­რომ­ში გან­ხი­ლუ­ლია ყვე­ლა შე­საძ­ლო ენერ­გი­ის წყა­რო, რომ­ლებ­მაც მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ. სწო­რედ ამ მიდ­გო­მე­ბი­თაა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გო­სის­ტე­მის­თ­ვის ხუ­დონ­ჰე­სის და სხვა კონ­კ­რე­ტუ­ლი გე­ნე­რა­ცი­ის ობი­ექ­ტე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ექ­ს­პერ­ტი სა­პი­რის­პი­როს ამ­ტ­კი­ცებს, ელე­მენ­ტა­რუ­ლია, რომ მა­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლის გათ­ვ­ლებს მა­ინც ეფუძ­ნე­ბო­დეს. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი პრო­ფე­სი­ულ არ­გუ­მენ­ტებს მოკ­ლე­ბუ­ლია და დი­ლე­ტან­ტუ­რია.

- ამას წი­ნათ ებერ­ტის ფონ­დის ეგი­დით გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია «ხუ­დონ­ჰე­სის გა­მოწ­ვე­ვე­ბი“. რო­გორც პრე­სა­ში გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თქვენ არ ყო­ფილ­ხართ მიწ­ვე­უ­ლი.

- მე წა­ვი­კითხე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ებერ­ტის ფონ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ქალ­ბა­ტონ თი­კა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ის აცხა­დებს, რომ ჩვენ­თ­ვის მოწ­ვე­ვა გა­მო­უგ­ზავ­ნი­ათ და მე­ტიც, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ჩვე­ნი ოფი­სი­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე დას­ტუ­რიც კი მი­უ­ღი­ათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია 6 დე­კემ­ბერს ჩა­ტარ­და და, ჩვე­ნი ოფი­სის საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 6 დე­კემ­ბ­რამ­დე 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს თბი­ლი­სის ოფის­ში მხო­ლოდ მე და რამ­დე­ნი­მე ჩე­მი უცხო­ე­ლი კო­ლე­გა ვიმ­ყო­ფე­ბო­დით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ჩემ­თან უნ­და შემ­დ­გა­რი­ყო და მე­ტიც, მო­საწ­ვე­ვი მე უნ­და მი­მე­ღო. ასეთ რა­მეს ნამ­დ­ვი­ლად არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. ჩემ­თან ოფის­ში არც მო­საწ­ვე­ვი მო­უ­ტა­ნია ვინ­მეს და არც ამ თე­მა­ზე მქო­ნია ვინ­მეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი. მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ გა­უ­გებ­რო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. თუმ­ცა და­სა­ნა­ნია, რად­გან ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ნი ხუ­დონ­ჰე­სის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რავ, და­სა­ბუ­თე­ბულ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებ­დ­ნენ.

- ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ნი­ნო ჩხო­ბა­ძე მუდ­მი­ვად აღ­ნიშ­ნავს, რომ გე­ო­ლო­გია, ჰიდ­რო­ლო­გია, სე­ის­მი­კა და ასე შემ­დეგ სა­კითხე­ბი სა­თა­ნა­დოდ არ არის შეს­წავ­ლი­ლიო, რა­საც გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტ­რიც იმე­ო­რებს. რას უპა­სუ­ხებ­დით მათ?

- პირ­ველ რიგ­ში, ვუ­დას­ტუ­რებ ჩემს ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მას ამ ქალ­ბა­ტონს და მინ­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვაცხა­დო, რომ 2012-2013 წლებ­ში ხუ­დონ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის რა­ი­ო­ნი გე­ო­ლო­გი­უ­რად შე­ის­წავ­ლეს ცნო­ბილ­მა, უდი­დე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის და ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე შვე­ი­ცა­რი­ელ­მა გე­ო­ლო­გე­ბა, ინ­ჟინ­რებ­მა: პი­ტერ ჯუ­იტ­მა, ჯუ­ლი­ა­ნო რი­ბე­ი­რომ, ოლი­ვერ მი­უ­ლერ­მა და სხვებ­მა. ასე­ვე სა­ვე­ლე კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი გე­ო­ლო­გე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი. გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბი და მო­ცუ­ლო­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ასე­თი ტი­პის ნა­გე­ბო­ბე­ბის მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა­ზე მა­ღალ მოთხოვ­ნებს და სტან­დარ­ტებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­მე შე­ნიშ­ვ­ნას ან შეშ­ფო­თე­ბას ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ. თუ პა­ტივ­ცე­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის შეშ­ფო­თე­ბა ხუ­დო­ნის კაშ­ხ­ლის ფუ­ძის რა­ი­მე გე­ო­ლო­გი­ურ, ფი­ზი­კო-მე­ქა­ნი­კურ, ფილ­ტ­რა­ცი­ულ, გე­ო­ფი­ზი­კურ ან სხვა ტი­პის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს ეხე­ბა, შე­მიძ­ლია, გან­ვაცხა­დო, რომ კაშ­ხ­ლის ფუ­ძის გე­ო­ლო­გია ასე­თი ტი­პის ნა­გე­ბო­ბე­ბის­თ­ვის მი­სა­ღე­ბია და ის მსოფ­ლი­ო­ში ამ მი­მარ­თე­ბით მი­ღე­ბულ ნე­ბის­მი­ერ კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰიდ­რო­ლო­გი­ას, მდი­ნა­რე ენ­გუ­რი ერ­თა­დერ­თი მდი­ნა­რეა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის აღე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არას­დ­როს შეწყ­ვე­ტი­ლა იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო, რომ მას­ზე ენ­გურ­ჰე­სის წყალ­სა­ცა­ვი არ­სე­ბობს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მდი­ნა­რე გვაქვს, სა­დაც წი­ნა სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან წყვე­ტა არ გა­ნე­ცა­დოს მდი­ნა­რე­თა ხარ­ჯე­ბის გა­ზომ­ვის უწყ­ვეტ ვა­რი­ა­ცი­ულ რიგს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მდი­ნა­რე ენ­გუ­რის­თ­ვის ასე­თი ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი 90-იანი წლე­ბი­დან დღემ­დე არ­სე­ბობს.

მინ­და, სე­ის­მო­ლო­გი­ურ კვლე­ვებს შე­ვე­ხო. ჩა­ტარ­და ხუ­დონ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის რა­ი­ო­ნის დე­ტა­ლუ­რი სე­ის­მუ­რი შეს­წავ­ლა, ასე­თი ტი­პის ნა­გე­ბო­ბე­ბის­თ­ვის სე­ის­მუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის შერ­ჩე­ვის მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე; გა­ნი­საზღ­ვ­რა ობი­ექ­ტის სე­ის­მუ­რი რხე­ვე­ბის გა­სათ­ვ­ლე­ლი ორი დო­ნე: სა­ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ციო - პე­რი­ო­დი 475 წე­ლი და უსაფ­რ­თხო­ე­ბის შე­ფა­სე­ბის მი­წის­ძ­ვ­რა 10000 წე­ლი. გა­და­ი­სინ­ჯა ობი­ექ­ტის ლო­კა­ლუ­რი არის სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. ობი­ექ­ტის სე­ის­მუ­რი შე­ფა­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ალ­ბა­თუ­რი და დე­ტერ­მი­ნის­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბით, რაც მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბულ მოთხოვ­ნებ­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია. ამის შე­სა­ხე­ბაც მინ­და, გან­ვაცხა­დო, რომ ქარ­თ­ველ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა უნი­კა­ლუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ას­რუ­ლეს, რო­მელ­თა ანა­ლო­გიც ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში აშე­ნე­ბუ­ლი არც ერ­თი ობი­ექ­ტის­თ­ვის არ მო­ი­პო­ვე­ბა.

- მინ­და, ექ­ს­პორ­ტის თე­მა­ზე გკითხოთ. ამ­ბო­ბენ, რომ ხუ­დო­ნის ენერ­გი­ის 91 პრო­ცენ­ტი თურ­ქეთ­ში სა­ექ­ს­პორ­ტოდ არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი დარ­ჩე­ბა.

- ამ თე­მა­ზეც ბევ­რ­ჯერ მო­მი­წია გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, 133 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­ვატ­სა­ა­თია (ხუ­დონ­ჰე­სის ჯა­მუ­რი გა­მო­მუ­შა­ვე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 9 პრო­ცენ­ტი) ენერ­გი­ის ის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო ხუ­დონ­ჰე­სი­დან 2020 წელს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად შე­ი­ძენს. ანუ იმ ფა­სად, რაც დღეს ზამ­თ­რის ენერ­გი­ის ფა­სია. და­მი­ჯე­რეთ, ხუ­დო­ნის ეს ენერ­გია იმ პე­რი­ოდ­ში უიაფე­სი იქ­ნე­ბა, ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი კონ­ტ­რაქ­ტი და­ნარ­ჩე­ნი 91 პრო­ცენ­ტის ის გა­ყიდ­ვა­ზე არც თურ­ქეთ­ში და არც სხვა ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ 91 პრო­ცენ­ტის უცხო­ეთ­ში გა­ყიდ­ვის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. თუ რო­მე­ლი­მე ოპო­ნენტს ასე­თი ენერ­გი­ის შეს­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ნა­ნა­ხი აქვს, წარ­მო­ად­გი­ნონ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხუ­დონ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მის ენერ­გი­ა­ზე სწო­რედ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დი­დი მოთხოვ­ნა, ამა­ზე მეტყ­ვე­ლებს ყვე­ლა პროგ­ნო­ზუ­ლი გათ­ვ­ლე­ბი და გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დარ­ჩე­ბა.

- ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა გან­სახ­ლე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, რთუ­ლია მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლ­კა­რის და­ტო­ვე­ბა, ასე­ვე პრობ­ლე­მუ­რია საფ­ლა­ვე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის თე­მა. თქვე­ნი პო­ზი­ცია.

- გე­თან­ხ­მე­ბით, ძა­ლი­ან მძი­მე, სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა და ამი­ტომ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა პრობ­ლე­მა და სა­კითხი მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით უნ­და გა­დაწყ­დეს, ისე რო­გორც ეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფოს სტა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებს და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს.

- მინ­და, ენერ­გე­ტი­კა­ში შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ გკითხოთ, სა­დაც ბევ­რი პრობ­ლე­მაა. თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ უნ­და გან­ვი­თარ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გე­ტი­კა? იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სტრა­ტე­გია უნ­და შე­ვი­მუ­შა­ვოთ, რო­მე­ლიც არ გვაქვს და მე­რე ვი­სა­უბ­როთ ჰე­სე­ბის აშე­ნე­ბა­ზეო...

- ვფიქ­რობ, «ენერ­გო პრომ“ მი­ნის­ტ­რის საყ­ვე­დუ­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თე­ბუ­ლად და­იმ­სა­ხუ­რა. მი­მაჩ­ნია, რომ ენერ­გე­ტი­კულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­უთ­მოს ამ კომ­პა­ნი­ის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ შე­მოდ­გო­მა-ზამ­თ­რის პე­რი­ო­დის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­თა სპე­ცი­ფი­კას, მო­ცუ­ლო­ბებს. ფაქ­ტია, აქ პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ენერ­გე­ტი­კულ სტრა­ტე­გი­ას, აქაც გან­ვ­მე­ორ­დე­ბი. 2004 წელს «ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის“ გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­მოს­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც 2020 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავ­და. ქვე­ყა­ნამ ამ თე­მა­ტი­კა­ზე პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უნ­და იმუ­შა­ოს და ეს მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სწო­რედ ასეთ სტრა­ტე­გი­ას თან სდევს, უფ­რო სწო­რად, მოჰ­ყ­ვე­ბა მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ნა­წი­ლი - ენერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის და­გეგ­მ­ვის მო­დე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უს და­საწყის­ში საკ­მა­ოდ ვი­სუბ­რე და არ გა­ვი­მე­ო­რებ. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, ენერ­გო­სის­ტე­მის გე­ნე­რა­ცი­ის ობი­ექ­ტე­ბის ასე­თი და­გეგ­მ­ვა 2008 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და და 2021 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავ­და. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი­თაც და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ადეკ­ვა­ტუ­რი მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია.

- ახ­ლა­ხან გა­იხ­ს­ნა 500-კი­ლო­ვა­ტი­ა­ნი ხა­ზი, იგეგ­მე­ბა ჯვა­რი ხორ­გას მშე­ნებ­ლო­ბა. რას ფიქ­რობთ, შეძ­ლებს კი სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ ხა­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას? სა­კუ­თა­რი ენერ­გია ჯერ საკ­მა­რი­სი არ გვაქვს...

- ამის შე­სა­ხებ პო­ზი­ტი­უ­რი სა­უ­ბა­რი და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია, მაგ­რამ მხო­ლოდ ერთ ას­პექტს შე­ვე­ხე­ბი - ჩვე­ნი ქვეყ­ნის ენერ­გო­უ­საფ­რ­თხო­ე­ბას. ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის ინ­დი­კა­ტო­რულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს სწო­რედ ასე­თი ობი­ექ­ტე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს. ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხ­ვე­ვით და ყვე­ლა ენერ­გე­ტი­კოსს, მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­უ­ლო­ცავ ახალ­ცი­ხე­ში ქვე­სად­გუ­რი­სა და, ჩვენ ქვე­ყა­ნა­სა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლად, მუდ­მი­ვი დე­ნის ჩა­ნარ­თის ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბას.

- და­ბო­ლოს, რო­დის შე­ი­ტანთ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­ბო­ლოო ან­გა­რიშს?

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში. სა­ბო­ლო ვერ­სი­ა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ფა­სე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცია და შე­ნიშ­ვ­ნა. ასე­ვე გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ა­ში ახა­ლი, დას­რუ­ლე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი აისა­ხე­ბა.

სხვა სიახლეები
22 ოქტომბერი, 2016 ნიკა რურუა: ამ ბრძოლით ხელისუფლებას საკუთარი სიბრიყვისგან და მომავალი შეცდომებისგან ვიცავთ
01 მარტი, 2016 აკადემიური წერის კულტურა, ნაფიცი მსაჯულები და გენდერული კვოტირება
18 თებერვალი, 2016 ევროპა იბრუნებს ვაჟა ფშაველას
26 იანვარი, 2016 რომან გოცირიძე: გაზპრომი პოლიტიკური იარაღია რუსეთის ხელში
11 ნოემბერი, 2015 გიგი თევზაძე: ჩვენ ახლა არა უუნარო, არამედ ანტიუნარების მქონე საზოგადოება ვართ
01 ივლისი, 2015 მთავრობა არის უუნარო, წარუმატებელი, არაეფექტური და უკვე ძალზე არაპოპულარულიც
15 მაისი, 2015 დღეს სახელმწიფო ღარიბი ხალხის სურვილებზე დგას
28 აპრილი, 2015 ”შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე დამძიმდეს მდგომარეობა”
24 აპრილი, 2015 ”თუ ტარიფი არ გაიზარდა, მომავალი ზამთარი იქნება ბნელი და ცივი”
17 აპრილი, 2015 პროკურატურის უგუნურება, რომლითაც სახელმწიფო ზარალდება